x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
როგორ ცვლის უმცირესობა უმრავლესობის აზრს?
image
უმცირესობათა გავლენა სოციალური გავლენის ერთ-ერთი ფორმაა და წარმოადგენს მდგრად პოზიციას ჯგუფში. ის ზოგადად იგრძნობა მხოლოდ დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ და ცდილობს გამოიმუშავოს უმცირესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებების პირადი მიმღებლობა.


უმცირესობის უმრავლესობაზე გავლენის მნიშვნელოვან ისტორიულ მაგალითს წარმოადგენს სუფრაჟისტული მოძრაობა(ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭების მომხრე) მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში. ისინი იბრძოდნენ საიმისოდ, რომ ქალებს მოეპოვებინათ ხმის მიცემის უფლება. საბოლოოდ, სუფრაჟისტების მონდომებამ და ამასთან, მათი მოთხოვნის სამართლიანობამ, უმრავლესობა მიიყვანა იქამდე, რომ მათ მიიღეს ეს აზრი. კონფორმიზმის მრავალი კვლევა ამას აღწერდა როგორც უმრავლესობის კონფორმულობას უმცირესობისამდი. სერჟ მოსკოვიჩი(1976, 1980) თვლიდა, რომ აში და ბევრი სხვა ზედმეტად ამახვილებდნენ ყურადღებას უმრავლესობის ძალაზე, მოახდინოს ზეგავლენა უმცირესობაზე. მოსკოვიჩის აზრით, ეს პროცესი პირიქითაც შესაძლებელია. მან შეამჩნია განსხვავება დამყოლიობასა*(compliance) და კონვერსიას შორის. პირველი მათგანი საერთო და ხშირია კონფორმიზმის კვლევებისათვის (მაგ. აში), სადაც მონაწილეები საჯაროდ ეთანხმებიან და იღებენ ჯგუფის ნორმებს, მაგრამ კეძოდ(არასაჯაროდ) უარყოფენ მათ. კონვერსია არის უმცირესობის გავლენა უმრავლესობაზე, რაც გულისხმობს ამ უკანასკნელის დარწმუნებას იმაში, რომ უმცირესობის შეხედულება მართებულია. ამის მიღწევა კი რამდენიმე გზითაა შესაძლებელი. კონვერსია დამყოლიობისგან იმით განსხვავდება, რომ მოიცავს როგორც საჯარო ისე პირად აღიარებასა და მიღებას ახალი აზრისა.


როგორ ცვლის უმცირესობა უმრავლესობის აზრს?

მოსკოვიჩი დაობს იმის შესახებ, რომ უმრავლესობის გავლენა დაფუძნებულია საჯარო დამყოლიობაზე, რაც ნორმატიული სოციალური გავლენის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ამ შემთხვევაში პატივისცემა, რაოდენობა და ძალა არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მათ აქვთ საიმისო შესაძლებლობა, რომ დააჯილდოვონ ან დასაჯონ ადამიანები თანხმობით ან უარყოფით. სწორედ ამის გამო განიცდის უმცირესობა ზეწოლას. მაშინ, როცა უმრავლესობას არ აღელვებს თუ რას იფიქრებს უმცირესობა, ამ უკანასკნელის გავლენა ნაკლებადაა დამყარებული ნორმატიულ სოციალურ გავლენაზე. ნაცვლად ამისა, მათი ზეწოლა უფრო ინფორმაციულ სოციალურ გავლენას წარმოადგენს - უმრავლესობისთვის ახალი იდეების და ინფორმაციის გაცნობა უმრავლეს შემთხვევაში აიძულებს მათ წარმომადგენლებს ხელახლა გადაამოწმონს თავიანთი შეხედულებები. და აქედან გამომდინარე, უმცირესობის გავლენა მოიცავს პირად გაცნობიერებას, საკითხის გაშინაგნებას(ინტერნალიზაცია).



გამოიყო 4 მთავარი ფაქტორი, რომელიც აუცილებელია უმცირესობისთვის, რათა იქონიოს რიამე გავლენა უმრავლესობაზე. ესენია: ქცევის სტილი, ფიქრის სტილი, მოქნილობა და იდენტიფიკაცია.

1. ქცევის სტილი აერთიანებს 4 კომპონენტს:

1. კონსისტენტობა: უმცირესობას უნდა ჰქონდეს მყარი, კონსისტენტური აზრი.

2. დარწმუნებულობა საკუთარი იდეებისა და შეხედულებების სისწორეში.

3. მიუკერძოებლობა, ობიექტურობა.

4. სოციალური ზეწოლის წინააღმდეგობა.


მოსკოვიჩი ამტკიცებდა, რომ ყველაზემნიშვნელოვანი ასპექტი ქცევის სტილისა არის კონსისტენტობა, რომლითაც ჯგუფი ინარჩუნებს გარკვეულ პოზიციას. მის მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ მდგრადობის შემთხვევაში უფრო მეტია ალბათობა გავლენის მოხდენისა, ვიდრე მაშინ, როცა ხშირად და მარტივად იცვლის ჯგუფი აზრს. საიმისოდ, რომ უმცირესობამ დაანგრიოს დამყარებული ნორმები და შექმნას გაურკვევლობა, კონფლიქტი და ეჭვი, საზოგადოებას უნდა შესთავაზოს მკაფიო და ნათელი პოზიცია, რასაც უცვლელად დაიცავს. ამან შესაძლოა უმრავლესობა დაარწმუნოს უმცირესობის სერიოზულობაში და ეჭვი შეატანინოს საკუთარი აზრის სისწორეში.

განასხვავებენ კონსისტენტობის ორ ფორმას:

(ა) დიაქრონული კონსისტენტობა(Diachronic Consistency) – კონსისტენტობა დროში - უმრავლესობა არ უცვლის სახეს საკუთარ შეხედულებებს.

(ბ) სინქრონული კონსისტენტობა(Synchronic Consistency) – ჯგუფს შიდა კონსისტენტობა – ყველა წევრი ეთახმება და უმაგრებენ ზურგს ერთმანეთს.


2. ფიქრის სტილი

• გამოყავი უმცირესობათა სამი ან ოთხი ჯგუფი.

როგორ ფიქრობთ და პასუხობთ თითოეულ მათგანს და მათ შეხედულებებს?
მაშინათვე უარყოფთ მათ შეხედულებებს, თუ ფიქრობთ, რისი თქმა სურთ და მსჯელობთ მათ იდეებზე სხვებთან ერთად?
თუ თავიდანვე უარყოფთ სხვა ადამიანის აზრს, ახსნის საშუალების მიცემის გარეშე, თქვენი ფიქრი ზედაპირული იქნებოდა. საპირისპიროდ ამისა, თუ თქვენ საკითხს ჩაუღრმავდებოდით, თქვენი მსჯელობა იქნებოდა სისტემატური.(Petty et al., 1994).


კვლევებმა აჩვენეს, რომ თუ უმცირესობა შეძლებს უმრავლესობა დააფიქროს საკითხზე, არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებზე, მაშინ უმცირესობას აქვს რეალური შანსი, რომ გავლენა იქონიოს უმრავლესობაზე.(Smith et al., 1996).


3. მოქნილობა და კომპრომისი

მკვლევართა გარკვეულმა ჯგუფმა იკვლია, საკმარისია თუ არა კონსისტენტობა უმცირესობისთვის, რომ გავლენა მოახდინოს საზოგადოების უმრავლეს ნაწილზე. ისინი ფიქრობენ, რომ მთავარი გასაღები არის ის, თუ როგორი ინტერპრეტაცია ექნება უმრავლესობის მხრიდან უმცირესობის კონსისტენტობას. თუ კონსისტენტური უმცირესობა აღქმულია როგორც რიგიდული, უკომპრომისო, დოგმატური, და უდრეკი, მაშინ ნაკლებია შანსი იმისა, რომ უმრავლესობა შეიცვლის აზრს. და თუ უმცირესობა ჩანს მოქნილი, თანამშრომლური, მომთმენი და გონიერი, მეტია შანსი, რომ გავლენას იქონიებს უმრავლესობაზე. (Mugny & Papastamou, 1980).


ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ მხოლოდ ის არ კმარა, თუ როგორ ჩანს ჯფუი, არამედ რეალურად როგორია ის. ეს იდეა იკვლია ნემეთმა. ექსპერიმენტი დაფუძნებული იყო ტყუილ ნფიცმსაჯულებზე, საიდანაც სამ მონაწილეს და ერთ მოკავშირეს უნდა მოელაპარაკათ კონპენსაციის რაოდენობაზე სათხილამურო საბაგიროს ინციდენტის გამო დაზარალებულისთვის. როცა კონსისტენტური უმცირესობდა(მოკავშირე) დაობდა ძალიან დაბალი რაოდენობისთვის და უარს ამბობდა აზრის შეცვლაზე, მას არ ჰქონდა გავლენა უმრავლესობაზე. მაგრამ, როცა ის წავიდა კომპრომისზე და უმრავლესობის აზრისკენ გადაიხარა, უმრავლესობამაც ასევე დათმო თავისიპოზიციის ნაწილი და შეიცვალა აზრი. ამ ექსპერიმენტით გამოაშკარავდა, რა შემთხვევაში მოქმედებს უარყოფითად უმცირესობის კონსისტენტურობა და როდისაა საჭირო მოქნილობა.


4. იდენტიფიკაცია

ადამიანებს აქვთ ტენდენცია, მოახდინონ იდენტიფიკაცია მათთან, ვინც ჰგავთ. კვლევები ადასტუერბენ, რომ თუ უმრავლესობა იდენტიფიკაციას ახდენს უმცირესობასთან, მაშინ მეტადაა შესაძლებელი, რომ ისინიუმცირესობის შეხედულებებს სერიოზულად მიუდგებიან და შეიცვლიან საკუთარ აზრს. მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევა მაჩვენა, LGBT+ უმცირესობას, რომელიც გეების უფლებებისთვის იბრძოდა, ნაკლები გავლენა ჰქონდა ტრადიციული ორიენტაციის უმრავლესობაზე, ვიდრე ტრადიციული ორიენტაციის მქონე უმცირესობას, რომელიც ასევე გეების უფლებებისთვის იბრძოდა.(Maass et al., 1982). ჰეტეროსექსუალი უმრავლესობამ იდენტიფიკაცია მოახდინა ჰეტეროსექსუალ უმცირესობასთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გეების უფლებებისთვის იბრძოდნენ. ამიტომ, ამ უკანასკნელმა მეტი გავლენა იქონია უმრავლესობაზე.

0
163
შეფასება არ არის
ავტორი:ანი იმნაძე
ანი იმნაძე
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0