x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134680
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508878
ინოვაცია - კონფორმიზმის ერთ-ერთი სახე

კონფორმიზმი უფრო მეტად განიხილება როგორც უმრავლესობის გავლენა უმცირესობის
აზრებსა თუ ქმედებებზე. ხშირად ეს ნამდვილად ასეა, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც უმცირესობა ახორციელებს უმრავლესობაზე ზეგავლენას . რეალურად, მსოფლიოში ყველაზე დიდ ცვლილებებს მუდამ უმცირესობა ახდენდა. ამის მაგალითად შეგვიძლია ისეთი უდიდესი მეცნიერები მოვიყვანოთ როგორებიცა არიან: გალილეო გალილეი - მან მსოფლიოს ჰელიოცენტრული სისტემის მართებულობა დააჯერა; ზიგმუნდ ფროიდი -მისი ფსიქოლანალიზი ახალი სიტყვა იყო ფსიქოლოგიურ მეცნიერებებში; ლუი პასტერი, რომლის სახელი პროფილაქტიკური აცრების
მეთოდის დახვეწას უკავშირდება და სხვა მრავალი. ყოველი მათგანი ურიცხვი უმრავლესობის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც უარყოფდა მათ იდეებსა და თეორიებს, თუმცა დღეს მათი იდეები ძალიან ბუნებრივი და მისაღებია თანამედროვე განთვითარებული საზოგადოებისთვის. უმცირესობის ეს წევრები (და არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი) ნამდვილი ინოვატორები იყვნენ, რომელთაც უმრავლესობის
უდიდეს ჯგუფზე მოახდინეს ზეგავლენა. მათ თავიანთი აქტივობებით წარმატებით შესძლეს საზოგადოების ღრმად ჩამჯდარი ატიტუტებისა და ღირებულებების შეცვლა. ეს ფაქტები ნათელს ხდის, რომ უმცირესობა ისეთი უსუსური არ არის, როგორადაც ხშირად მიიჩნევენ. ბოლო ოც წელში ჩატარებული კვლევები ამ მიართულებით, სადაც იკვლევდნენ უმცირესობის გავლენას უმრავლესობაზე, ეჭვქვეშ აყენებს უმრავლესობის ყოვლისშემძლეობას. მეცნიერები გვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახადოს უმცირესობამ თავისი ქცევა ეფექტური:


1. პირველ რიგში, უმცირესობის წარმომადგენლები თავიანთი პოზიციის სისწორეში მყარად უნდა იყვნენ დარწმუნებულნი;
2. მიზნის მისაღწევად აუცილებელია პატიოსანი და ადექვატური ბრძოლის მეთოდების გამოყენება;
3. საკუთარი პოზიციის დაჟინებით დაცვა;
4.უმცირესობამ უნდა შეძლოს უმრავლესობის თვალსაზრისის უარყოფა;
5. უმცირესობის ქცევის სტილი უნდა იყოს მყარი, თუმცა არა რიგიდული;
6.უმცირესობა უფრო ეფექტური იქნება, თუ მას სხვა მრავალ საკითხში
უმრავლესობის მსგავსი შეხედულებები ექნება;
ამ კომპონენტების გათვალისწინების შედეგად, შესაძლოა უმრავლესობის
რომელიმე წევრი დაეჭვდეს საკუთარი თვალსაზრისის სისწორეში და შეიცვალოს პოზიცია უმცირესობის პოზიციის მიმართულებით. თუ უმრავლესობის საჭირო რაოდენობა შეცვლის თავის თვალსაზრისს, უმცირესობა შეიძლება გარდაიქმნას ახალ უმრავლესობად, ამის ნათელი მაგალითია 1957 წელს გადაღებული ფილმი „12 განრისხებული მამაკაცი".
გორდონ მოსკოვიჩი - მეცნიერი, რომელსაც ამ თემაზე მრავალი კვლევა აქვს ჩატარებული -ვარაუდობს, რომ უმრავლესობის და უმცირესობის გავლენებს შორის არსებობს თვისობრივი განსხვავება. მას მიაჩნია, რომ უმრავლესობის გავლენას მივყავართ ქცევის შეცვლამდე, თუმცა ის აუცილებლობით არ იწვევს ატიტუდის შეცვლას. მისგან განსხვავებით უმცირესობის გავლენას უფრო მივყავართ აზრის შეცვლამდე და ამ გზით იცვლება ქცევაც. ჯგუფის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად აუცილებელიც არის, ინოვაციური იდეების გაჩენა და მათი დაცვა. ეს ყოველ ინდივიდს გააზრებული უნდა ჰქონდეს და ჯგუფიდან გარიყვის შიშით არ უნდა თქვას უარი ახალი იდეების გაჟღერებაზე.

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ჭოჭუაა
ნათია ჭოჭუაა
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0