პროზა " როცა კაცს ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ… როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას" 2018, 4 იანვარი, 23:24 ხშირად, როცა ვინმეს სჭირდება გვერდით დგომა და გამოქომაგება, უკან ვიხევთ, არ გვყოფნის გამბედაობა. ბავშვობაში ყველას გმირად წრმოგვიდგენია ჩვენი თავი, ასაკის მატებასთან ერთად კი, ჩვენში ნელ-ნელა გმირი კვდება. გვინდა თითქოს პატარა გმირობა ჩავიდინოთ, მაგრამ აღარც რწმენა გვაქვს და აღარც ძალისხმევა, გქონიათ ასეთი მომენტი?
ასე, მოხდა ამ წიგნშიც, ამირმაც ვერ შეძლო გმირობა, ადგა და წამოვიდა, მიატოვა თავისი ჰაზარა, როცა უჭირდა. აქ კიდევ სოციალური უთანასწორობის პრობლემაცაა (ჰასანი ჰაზარა იყო, დაბალი ფენიდან, ამირა – პუშტუნი, მაღალ სოციალურ ჯგუფს წარმოადგენდა. ) “ფრანით მორბენალი” ამ ორი ბიჭის ისტორიაა. მოვლენები ავღანეთში ხდება, ნაწარმოების სიუჟეტი შემდეგი მოვლენების მიხედვით ვითარდება: საბჭოთა ჯარის შესვლა, თალიბების გამრავლება და მათ მიერ მთელი ქვეყნის კონტროლი. ეს წიგნი გვიჩვენებს, თუ როგორ განსაზღვრავს მთელ ჩვენს ცხოვრებას ბავშვობისეული ამბები, ზოგადად ბავშვობა და მშობლების ურთიერთდამოკიდებულება. " ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა… როცა კაცს ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ… როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას, როცა თაღლითობ – სამართალს."
ესეც გამორჩეული ნაწყვეტი წიგნიდან :
" – ოდესმე მომიტყუებიხარ, ამირ–აღა?
121 1-ს მოსწონს
|