x
image
გოგა წურწუმია -
"დაწერე ამინ, თუ გინდა, რომ ღმერთამა ეშმაკს გადაუწიოს ხელი" - რას ვაკეთებთ
image

„დაწერე ამინ თუ გინდა, რომ ღმერთი დაგეხმაროს...“ - ალბათ ხშირად გინახავთ მსგავსი წარწერა სოციალურ ქსელში და დამეთანხმებით, რომ Facebook - ის მომხმარებელთა უმრავლესობა ამინს წერს, იმ იმედით, რომ დაწერილი ამინი ღმერთამდე მივა.


სოციალური ქსელით ინტერნეტ მედიის გვერდები ხშირად იყენებენ ამ ხერხს, რადგან სჯერათ, რომ იმედით აღსავსე საზოგადოება, რომელიც ყველანაირ ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ გადარჩეს კონკრეტული მედია საშვალებებისთვის რეიტინგის მომტანია.


„დაწერეთ ამინ, თუ გინდათ, რომ გაჭირვებას დააღწიოთ თავი“ - ყველაზე მეტი ამინი მსგავს წარწერას აქვს, რომელიც ხშირ შემთხვევაში რეკორდებსაც ხსნის ხოლმე, თუმცა იმის დასამტკიცებლად, რომ სამოთხეში დაწერილ ამინებს არ თვლიან საქსტატის ბოლო მონაცემებს მოვიყვან სიღარიბის მაჩვენებლის დასამტკიცებლად.



საქსტატის ბოლო მონაცემებით საქართველოში სიღარიბის აბსოლიტურ ზღვარს ქვევით 21.3 % ცხოვრობს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ 21, 3 % - დან დღეში მინიმუმ 20 % სოციალურ ქსელში ამინს წერს, ხოლო იმ 1, 3 % -ს ინტერნეტი კონკრეტული მიზეზის გამო არააქვს.



ძნელია დაადანაშაულო ის ადამიანი ვინც ამინით ცდილობს სოციალურ ქსელში გაჭირვებას თავი დაახწიოს, რადგან კონკრეტული გვერდები და მედია საშვალებები ისე კარგად და ლამაზად ფუთავენ ამ წარწერებს, რომ ქართველში გაღვივებული ღრმა წმენა გინდა არ გინდა გაჭერინებს ღილაკზე, რომელიც საბოლოო ჯამში ნახვების სახეს იღებს და დღის ბოლოს დადებული რეიტინგით ათეულში იკავებენ ადგილს, შედეგად კი რეკლამას იზიდავენ და ბოლოს ალბათ ღმერთს ეტყვიან მადლობას გაწეული დახმარებისთვის.



წინა სტატია, რომელიც რეიტინგზე მონადირე მედია საშვალებებზე მეწერა საკმაოდ ნახვადი და გარჩევადი აღმოჩნდა საზოგადოებაში, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საზოგადოების ნაწილს მობეზრდა მსგავსი სახის ტექსტები. დღეს კი ნუმერაციის სახით ამინზე დახამებული გვერდებისა და მედია საშვალებების მინაწერებს შემოგთავაზებთ.


  • დაწერე ამინ, თუ ოდესმე ღმერთი დაგხმარებია...
  • დაწერე ამინ, თუ გინდა, რომ კენჭის გავლას გადაურჩე...
  • დაწერე ამინ, თუ გინდა, რომ ღმერთმა ეშმაკს ხელი გადაუწიოს...
  • დაწერე ამინ, თუ გინდა, რომ ოჯახში ხვავი და ბარაქა გქონდეთ...
  • დაწერე ამინ, თუ გინდა, რომ პატარა ნიაკოს ღმერთი დაეხმაროს...
  • დაწერე ამინ, თუ გინდა, რომ რულეტკაში ერთი ციფრი დასვა...






საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ კარგად შეფუთული ამინი სხვის წისქვილზე ასხამს წყალს და სანამ ამინს დაწერთ სოციალურ ქსელში გეტყვით, რომ ღმერთს ფეისბუქი არააქვს და თქვენი ისედაც ესმის.



image

0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0