სხვა თბილისში ავტობუსები ღამითაც ივლიან 2018, 18 იანვარი, 0:02 თბილისის მერიის ინფორმაციით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც ივლიან. არსებული ინფორმაციით ავტობუსი და მეტრო კვირის გარკვეულ დღეებში არ დაისვენებ, მიზეზად თბილისის მერმა კახა კალაძემ ღამის თბილისის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაასახელა. „ჩვენს ხედვას თებერვლის ბოლოს წარმოვადგენთ, თუ რა იქნება პირველი ნაბიჯი. იქნება ახალი ხედვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. ჯერ ზოგადად ტრანსპორტის სტრატეგიას წარმოვადგენთ, როგორ ვფიქრობთ 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განვითარებას, როგორი სტრატეგია უნდა გვქონდეს. ცვლილებები იგეგმება ტაქსების მიმართულებითაც. გარკვეული დღეების განმავლობაში კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებში იმოძრავებს“, - განაცხადა IPN-თან კალაძემ. აღსანიშნავია, რომ ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამაშიც შედიოდა. 114 1-ს მოსწონს
|