x
image
გოგა წურწუმია -
51-ე სკოლასთან მოქალაქეები სანთლებს ანთებენ და ყვავილებს ტოვებენ
image

თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქცია მიმდინარეობს.


სკოლის მიმდებარე ტერიტორიას ანთებული სანთლებითა და ყვავილებით ამკობენ.


შეკრების მთავარი მიზანი მოკლული მოსწავლეების ოჯახებისადმი სოლიდარობის გამოცხადებაა.



შეგახსნებეთ, რომ 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.



0
25
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0