x
image
გოგა წურწუმია -
ნინო შონია: არ ვიცი როდის განელდება დღეს მიღებული შოკი და ტკივილი.

image

გარდაცვლილი ბიჭების სკოლელის დედა, ნინო შონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ყოველ დილას, როდესაც ჩემს შვილებს სკოლაში ვაცილებდი ფანჯრიდან გავცქეროდი და ველოდებოდი სანამ თვალს არ მიეფარებოდნენ. ამასობაში ლევანიკო და გიორგი ჩამოივლიდნენ, ხანდახან ასცდებოდნენ დროში ერთმანეთს უმეტესად კი ერთად მიიჩქაროდნენ სკოლისაკენ.

2017 წლის პირველი დეკემბრის დილა კი უკანასკნელი აღმოჩნდა ლევანიკოსთვის. ვინ წარმოიდგენდა ასეთი სისასტიკის მსხვერპლი გახდებოდა ეს უდანაშაულო, უწყინარი და უპატიოსნესი ბიჭი... ვინ იფიქრებდა დედას საკუთარი ფეხით რომ ვეღარ დაუბრუნდებოდა სახლში. თვალს უხაროდა მისი დანახვა ისეთი ბიჭი იყო. თავის ლამაზ, დიდრონ თვალებს შემოგანათებდა და სალამს ვერ დაასწრებდი.


მეც დედა ვარ და მწარედ ვიზიარებ მისი დედის -.ნათიას ტკივილს, რომელიც თავს დაჰკანკალებდა თავის შვილებს. უფალმა გაამაგროს და გააძლიეროს." - წერს ნინო შონია

0
569
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
569
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0