x
image
გოგა წურწუმია -
გაიგეთ რამდენი ადამიანი დაჯარიმდა ქუთაისში ხმაურის გამო

image



kutaisipost - ის ინფორმაციით, 2017 წლის 15 აგვისტოდან დღემდე გადაჭარბებული ხმაურის გამო გაფრთხილება 132 პირს მიეცა.



"შემოსული შეტყობინებების კლასიფიკაცია ხდება ზარის ინიციატორის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე. თითოეულ განხორციელებულ ზარზე პროგრამულად განისაზღვრება პრობლემის ანუ ინციდენტის ტიპი. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის ტიპია "ხმაური აწუხებს" და გულისხმობს ბინიდან, დაწესებულებიდან, ქუჩიდან გამოწვეულ ხმაურს, რომელიც აწუხებს მოქალაქეს", - განუმარტეს უწყებაში kutaisipost -ს.



შეგახსენებთ, რომ კანონი ხმაურის შესახებ 2017 წლის 15 აგვისტოს მიიღეს, პირველი ფართხილების შემდეგ ჯარიმა ფიზიკურ პირზე 150 ლარია, ხოლო იურიდიულზე 500. ყოველი შემდეგი დარღვევა სანქიცებთან ერთად მეტი გადასახადით დასრულდება.

0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0