x
მეტი
  • 22.04.2018
  • სტატია:76294
  • ვიდეო:328953
  • სურათი:432490
" ეს ეროვნული ტრაგედიაა" - ავსტრალიელი მღვდლების 7% ბავშვებზე ძალადობაშია ეჭვმიტანილი
imageბოლო 35 წლის მანძილზე ავსტრალიაში სასულიერო პირებისგან სხვადასხვა სახის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 4 ათასზე მეტი ბავშვი გახდა. ამის შესახებ ნათქვამია მასშტაბური გამოძიების დასკვნაში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ეკლესიის გარდა ბავშვებზე მოძალადე არაერთი ინსტიტუცია გამოვლინდა. საგამოძიებო კომისიამ უამრავი რეკომენდაცია შეიმუშავა, აქედან 20 - კათოლიკური ეკლესიისთვის. CANBERRA, Australia (AP) - ავსტრალიის გამოძიებამ გაააუქმა კათოლიკური ეკლესიის მოთხოვნა სასულიერო პირების და მღვდლების არდასჯის შესახებ, რომლებიც პედოფილიაში არიან ეჭვმიტანილნი.ავსტრალიის სამეფო კომისიამ მოისმინა 17 დღიანი ანგარიში ბავშვთა სექსუალური ძალადობისადმი - ეს ინსტიტუცია ავსტრალიაში ყველაზე მაღალი რანგის გამოკვლევაა.მოხსენება მოისმინა 8000 მეტმა რესპოდენტმა და დადგინდა, რომ ბავშვებზე განხორციელებული ძალადობის 62 % კათოლიკები იყვნენ.image"უნდა ვაღიაროთ, რომ არაერთი თაობის ბავშვებზე ძალადობდნენ სხვადასხვა ინსტიტუციები, ეს ეროვნული ტრაგედიაა, " - ნათქვამია დასკვნაში.
კომისია კათოლიკურ ეკლესიას სთხოვს, მღვდლისთვის დაუქორწინებლობა სავალდებულო არ იყოს. გარდა ეკლესიისა, ბავშვებს სექსუალურად ავიწროებდნენ ახალგაზრდულ ჯგუფებში, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში და სკოლებში. imageimage2017 წლის თებერვალში კომისიამ განაცხადა, რომ ავსტრალიელი მღვდლების 7% ბავშვებზე ძალადობაშია ეჭვმიტანილი. ეკლესიის რამდენიმე წარმომადგენელმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში. dailymail - ს ინფორმაციით, მღვდლების მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გოგონების საშუალო ასაკი 10.5, ბიჭების კი - 11. 5 წელია. კათოლიკე მღვდლების დიდი ნაწილი, რაც პროცენტულად 7 შეადგენს და ეს საკმაოდ დიდი ციფრია, ბოროტად იყენებდა თავის მღვდელმსახურებას და ბავშვებს აუპატიურებდნენ. ეს ერის უდიდესი ტრაგედიაა, ამიტომ სავალდებულო არ უნდა იყოს კათოლიკე მღვდლების დაუქორწინებლობა, პირიქით, ისინი უნდა დაქორწინდნენ და ჰქონდეთ სექსი.კომისიამ მუშაობა 5 წლის წინ დაიწყო ბავშვთა სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოსავლელად
რომელმაც მრავალრიცხოვანი ეკლესიის, სპორტის, მთავრობისა და საზოგადოების სხვადასხვა ორგანიზაციებში გამოვლენილი მტკიცებულებები მოისმინა და მოხდა ანგარიშის წარდგენა.
კათოლიკური ეკლესიისთვის მიცემული რეკომენდაციების თანახმად, ფედერალური მთავრობა გააკონტროლებს ეროვნულ სტრატეგიას და განხორციელდება ბავშვთა სექსუალური ძალადობის თავიდან აცილების მიზნით.ფედერალურმა და სახელმწიფო ხელისუფლებებმა ექვსი თვის ვადაში უპასუხეს კომისიის 189 რეკომენდაციას - "ავსტრალიელი საზოგადოება არასდროს არ უნდა დაუბრუნდეს ინსტიტუციურ კონტექსტში ბავშვის სექსუალური ძალადობის ბუნებას, მიზეზსა და გავლენას, ჩვენი ერი შეშფოთებულია და ამ ისტორიულ დღეს ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ" - ნაქვამია მოხსენებაში.imageimageფოტოზე ერთ - ერთი მათგანია, რომელმაც 63 ბავშვის გაუპატიურება მოახდინა და რომელიც გასული წლის აპრილში გარდაიცვალა.




0
53
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0