x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ქრისტიანი კოლონიზატორები ლათინო ამერიკაში

image

აი უკვე მრავალი ათეული წელია ქრისტიანი მამები ავი მაძებრებივით დაძრწიან და ეძებენ ადგილებს, სადაც კიდევ შემორჩა ჩვენი წმინდა საკურთხევლები და სამსხვერპლოები, თუმცა ქურუმებს ყოველ რვა დღეში ერთხელ გადააქვთ ისინი ერთი სამალავიდან მეორეში, ხელუხლებელი სამლოცველოები სულ უფრო ნაკლები გვრჩება. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მამაო ალონსო რონკილიამ ბოგოტაში სამი ასეული კერპი ჩამოიტანა და მთავარ მოედანზე განზრახ მორეკილ ინდიელთა ვიშვიშში ქანდაკებანი აგიზგიზებულ კოცონში გადაუძახა. ახლაც დაძრწიან მთელ ოლქში ინდიელთა კერპებზე მონადირე ესპანელთა რაზმები. გუშინწინ, მამაო მანსერა კვალს წააწყდა და გვიან ღამით შეიჭრა სოფელ რამინიკის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში. აქ მან მხრჩოლავი ჩირაღდნების შუქზე დაინახა ინდიელები, რომლებსაც მუხლი მოეყარათ სამი მეტრი სიმაღლის ხისგან გამოკვეთილი მეფური არწივის წინაშე. ირგვლივ სხვა ხატებიც ესვენა. ესპანელებმა კერპები გარეთ გაყარეს, ნაფოტებად აქციეს და აგიზგიზებულ კოცონში ჩაყარეს. საყვარელი ღმერთების დაღუპვით გამწარებულმა ინდიელებმა კეტებს დაავლეს ხელი, მაგრამ მუშკეტებისა შეეშინდათ. ასეა ყოველდღე, გვეღუპებიან ღმერთები და მათთან ერთად იღუპება მუისკი ხალხიც. როცა ჩემს სამლოცველოს აღმოაჩენენ და წაბილწავენ, მეც მოვკვდები.


ნაწყვეტი "ჰორიზონტზეა ელდორადო"–დან.

0
88
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0