x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
უსასტიკესი პაპი პიუს მეხუთე
image

იმ უამრავ ამბავთა შორის, რომელიც პიუს V_ის უმაგალითო სისასტიკეზე მეტყველებენ, განსაკუთრებით გამოირჩევა ერთი ამბავი.

ერთი იშვიათი სილამაზის პატრონი ქალი ინკვიზიციის ფისკალებმა დაასმინეს და ასეთი ბრალდება წაუყენეს: თავის დას დაეხმარა გაქცევაშიო. როცა უბედური მანდილოსანი დააპატიმრეს რვა თვის ფეხმძიმე იყო. საშინელ მიწისქვეშა დილეგში ჩააგდეს, იქ ნაადრევად შვა ყმა, სრულიად მოკლებულმა ადამიანთა ყურადღებას. უბედურმა დედამ დაივიწყა შიში და ტანჯვა, ფიქრობდა მხოლოდ შვილზე, რომელიც ინკვიზიციის ჯურღმულში იშვა. მთელი ღამე ხელიდან არ მოუცილებია. დილით ადამიანთა მოდგმის ჩირქმა პიუს მეხუთემ, ტრიბუნალზე ბრალდებულის მიყვანა ბრძანა, თუმცა ქალი ფეხზე ძლივს იდგა. მხეცმა როდი შეიბრალა. ამაოდ ჩაუვარდა ფეხქვეშ ახალგაზრდა ქალი გულმხეც მღვდელმთავარს, არც ფიცმა გასჭრა, არც ვედრებამ, არც ცრემლმა, ვერაფერმა ვერ მოულბო პაპს ქვის გული.

"შეასრულეთ თქვენი ვალი!" - უბრძანა ჯალათ ბერებს. მაშინვე სამი დომინიკანელი ეცა ახალგაზრდა ნამშობიარევ ქალს, სრულიად გაატიტვლეს და ხუნდზე დააკრეს. ხელ ფეხი რგოლებით მიაბეს კედელზე, ასე რომ რკინა საცოდავს ხორცში გაუჯდა, ძვალამდე გაატანა.


დაიწყო წყლით წამება. ვერ მოასწრეს მერვე ძაბრით წყლის ჩასხმა, რომ ქალს პირიდან სისხლი წასკდა და ცნობა დაკარგა.

სანახაობით აღფრთოვანებულმა პაპმა ბრძანა ბრალდებული გონს მოეყვანათ და ყველაზე უფრო გრძნობიერ ადგილებზე გავარვარებული თუჯი მიედოთ, ფეხები კი ცეცხლთან მიეთრიათ. უბედური ქალი ისე გოდებდა, მძინვარე ვეფხვს შეებრალებოდა - ვეფხვებს ხომ რელიგია არ აქვთ.

ახალგაზრდა ლამაზი ქალის წამება სადისტ ორფეხა ნადირს საოცარ სიამოვნებას ჰგვრიდა. იზრუნა იმისათვის, რომ მსხვერპლი მალე არ მომკვდარიყო, ამიტომ ბრძანა, სარდაფში ჩაიყვანეთო. ქალი სიცოცხლის აღარავითარ ნიშანწყალს არ ამჟღავნებდა, მხოლოდ დროდადრო კვნესოდა.

როგორც კი ქალი მიწისქვეშ აღმოჩნდა, მყისვე გამოცოცხლდა. ბავშვი გაახსენდა. დამწვარ-დასისხლიანებულ ფეხებს ძალა დაატანა, წამოდგა და იქვე დაეცა. დიდხანს მოუხდა ბედშავს კივილი და ძახილი, ვიდრე მეციხოვნე შევიდოდა. "მომეცით ბავშვი", - დაიკვნესა დედამ და იმ კუთხეს მიაშტერდა, სადაც საწამებლად გასვლის წინ ჩვრებში გახვეული ყმა დატოვა. მეციხოვნემ ჩვრები უხეშად მიუგდო. დედამ სახვევი გაშალა და ნახა, რომ ბავშვი მკვდარი იყო. გვამი გულში ჩაიკრა და იქვე გათავდა!


პაპი პიუს მეხუთე კანონიზებულია რომაული კათოლიკური ეკლესიის მიერ, მოხსენიების დღეა 5 მაისი.

0
176
4-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0