x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"გყვარებიათ ისე, რომ ამ სიყვარულისთვის ჯოჯოხეთშიც ჩასულხართ?" (ამოუცნობი ამადეო მოდილიანი და მისი სიყვარული)
ცნობილ სასიყვარულო ისტორიებს შორის, ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეულია ამადეო მოდილიანისა და ჟანა ებიუტერნის ამბავი..

როცა მოდილიანი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში 19 წლის მხატვარ გოგონასთან ერთად, ის მის მორიგ პარტნიორად ჩათვალეს, თუმცა გოგონას შთამბეჭდავი გარეგნობა, უნაკლო აღნაგობა, ქათქათა სახის კანი და ოქროსფერ-წაბლისფერი თმა მას მოდილიანის ყველა ქალისგან გამოარჩევდა..

ისინი ერთმანეთს 1917 წლის გაზაფხულზე, კოლაროსის სამხატვრო აკადემიაში შეხვდნენ და ეს შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა..

"შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე", - ასე ამბობდა ამადეო ჟანაზე. გოგონას მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ მალე ერთად დაიწყეს ცხოვრება.


imageimage

შვილებზე უზომოდ შეყვარებულმა ჟანას მშობლებმა ძალიან განიცადეს თავიანთი ქალიშვილის გაურკვეველი ოჯახური მდგომარეობა და ურთიერთობა მასზე 14 წლით უფროს, საეჭვო რეპუტაციის მქონე მხატვართან. ქორწინების გარეშე დაბადებულ შვილს, მეორე ორსულობას, მუდმივ უფულობას, მოდილიანის მიდრეკილებას ალკოჰოლისა და ნარკოტისაკენ, ჟანას მისადმი სიყვარული არ შეუცვლია, იგი მხატვრის მუზა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ჟანა ამადეოს 20-მდე ნახატზეა გამოსახული..image
ამ ფოტოზე ჟანამ თავისი თვალები მხოლოდ მხატვრის პირველ გამოფენაზე იხილა, მოდილიანმა მანამდე დატოვა მათი ადგილი ცარიელი, ვიდრე ჟანას სულს შეიცნობდა. "შენს თვალებს მაშინ დავხატავ, როდესაც შენს სულს შევიცნობ", - ასეთი იყო ამადეოს პასუხი ქალის შეკითხვაზე.

imageისინი ერთმანეთვის დაიბადნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არა იმისთვის, რომ ერთად ბედნიერად ეცხოვრათ.. ამადეო მოდილიანი 1920 წლის 24 იანვარს, 15 საათსა და 20 წუთზე გარდაიცვალა, ამ დროს 9 თვის ფეხმძიმე ჟანა სასტუმროში იმყოფებოდა და ახლობლები ცდილობდნენ მარტო არ დაეტოვებინათ, მაგრამ როცა ადამიანები ერთმანეთის სულს შეიცნობენ და შეიყვარებენ, სამყაროში ვერავითარი ძალა ვერ შეძლებს მათ დაშორებას, თვით სიკვდილიც კი.. ქალიშვილი საავადმყოფოში მამასა და მეგობრებთან ერთად მივიდა, ამადეოს ცხედარს ხმის ამოუღებლად მიუახლოვდა და დიდხანს უყურა, ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდნია, ასე, ცხედარზე მზერამოუშორებლად, უკუსვლით დატოვა ოთახი, ის არ ტიროდა და არ ლაპარაკობდა, მხოლოდ ფანჯარასთან იდგა და იყურებოდა.. მეორე დილით, 4 საათზე ებიუტერნების სახლის ეზოში სრულიად შემთხვევით მყოფმა მუშებმა გარდაცვლილის სხეული ოთახში აიტანეს.

ის თავიანთ არდაბადებულ შვილთან ერთად ამადეოსთან შესახვერად წავიდა, ვინ იცის, იქნებ იქ ელოდათ ის ბედნიერება, რომელსაც მოკვდავთა შორის ვერ ეღირსნენ.

მოდილიანისა და ჟანას სიკვდილს შორის არსებულ 40 საათიან ინტერვლაში შესრულებულ უკანასკნელ ტილოზე ჟანა იმავე საწოლზე წევს, სადაც ამადეოსთვის პოზირებდა, თუმცა უკვე აღარ სუნთქავს და ხელში დანა უჭირავს.

აი, ასე უყვარდათ უწინ, თქვენ გყვარებიათ ასე? მოდილიანის არ იყოს, "გყვარებიათ ისე, რომ ამ სიყვარულისთვის ჯოჯოხეთშიც ჩასულხართ?"

0
226
2-ს მოსწონს
ავტორი:როშენი
როშენი
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0