x
მეტი
  • 12.11.2019
  • სტატია:96470
  • ვიდეო:343633
  • სურათი:458366
რა ითხოვა სიკვდილის წინ სესილია თაყაიშვილმა და რატომ მოხვდა Pink Floyd-ის კლიპში
image

განუმეორებელი მსახიობი, რომელიც ერთნაირი ოსტატობით ასრულებდა სრულიად საწინააღმდეგო ხასიათის, ურთულეს როლებს, 1906 წლის 17 სექტემბერს, ბათუმში დაიბადა.


"საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი, მირჩევნია სიბერე განვასახიერო, რადგან ასაკში შესული ადამიანი უფრო საინტერესოა" - ამბობდა სესილია ერთ-ერთ ინტერვიუში და მართლაც, ადვილი შესამჩნევია, რომ იგი უმეტესად ხანდაზმულ პერსონაჟებს განასახიერებდა.


image


მანანა (”ჭირვეული მეზობლები”), ვასასი (”ჩვენი ეზო”), ელპიტე (”საბუდარელი ჭაბუკი”), ოლღა (”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”), ბორდოხანი (”დიდოსტატის მარჯვენა”), მარადია (”ნატვრის ხე”), ასინეთა (”დათა თუთაშხია”), ბუღალტერი ("ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი") და მრავალი სხვა პერსონაჟი, რომელიც დღემდე აღაფრთოვანებს მაყურებელს...


image

თუმცა ზურიკელას ბებია განსაკუთრებით შეიყვარა ქართველმა ხალხმა... და არა მხოლოდ ქართველმა. "ეს თქვენი კი არა ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვინციაში ცხოვრობს" - განაცხადა ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" ნახვის შემდეგ.


image

სესილიას მეტყველი სახის მიმართ გულგრილი ვერც ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის, "Pink floyd"-ის დამაარსებელი, როჯერ უოტერსი დარჩა. ერთი ვერსიის მიხედვით 70-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს, რომელთა შორისაც სესილიაც მოხვდა. სწორედ მაშინ უნახავს უოტერსს ქართველი მსახიობის სურათი და იმდენად მოსწონებია, რომ ჯგუფის კლიპისთვის გამოუყენებია. მეორე ვერსიით კი, ბრიტანული ჯგუფის დამაარსებელს თენგიზ აბულაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" უნახავს და სესილიას თამაშით აღფრთოვანებულა. კლიპითვის კი მისი ფოტო ჟურნალიდან ამოუჭრია.



1926-30 წლებში სესილია თაყაიშვილი რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა, ხოლო 1930 წლიდან 1966 წლამდე მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი იყო. გადაღების მოედანზე კი თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა და არც ფილმებში საკუთარი თავის ხილვა უყვარდა: "არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი - რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა" - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში.



მეუღლეს, ვასო გოძიაშვილს ექვსი წლის თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეებს ერთმანეთი უყვარდათ, სესილიამ ქმარს ვერ აპატია მექალთანეობა და, როგორც თავად ამბობდა, "მეორე სართულიდან გადმოუყარა ჩემოდნები".ქალებში ვინ არ წასულა, ჩემი რომ გაუკვირდა? კინაღამ არ მამკლა, კაცო, ძლივს გამოვასწარი!" - იხსენებდა გოძიაშვილი წლების შემდეგ.


image

მართალია, პატიება ვერ შეძლო, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მეუღლის ერთგული დარჩა, არ გათხოვილა და ერთადერთი ვაჟი, დავითი მარტომ გაზარდა.


image

სესილიას უკანასკნელი როლი ბუღალტრის როლი იყო ფილმში "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი". მსახიობმა ჯერ უარი თქვა მონაწილეობაზე, რადგან უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, მაგრამ სცენარის წაკითხვის შემდეგ ელდარ შენგელაიას თხოვნას დასთანხმდა. "ზოგჯერ გადაღებაზე საავადმყოფოდან მოგვყავდა, მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა..." - იხსენებს რეჟისორი ელდარ შენგელაია. ფილმის დასრულების შემდეგ სესილია თაყაიშვილის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.


image
თბილისის საპატიო მოქალაქე, რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, სესილია თაყაიშვილი 1984 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


სიკვდილის წინ ერთადერთი რამ ითხოვა:


image


"ვთხოვ, ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ. ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით, დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის ადგილს, საბურთალოში თუ შეიძლება. რა საჭიროა საპატიო ყარაული? ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები: ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას".


ასევე დაგაინტერესებთ:


1.

5
5324
27-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
5324
  
14 მარტი, 15:11
კი არ წააგავს, სესილია თაყაიშვილია (2:06 წუთზე)
2017, 5 ოქტომბერი, 7:30
ძნელი აღსათქმელია როდესაც ასეთი ხალხი მიდის იმ ქვეყნად,და კიდევ როდესაც საქართველოს ამ სიყვარულს მიაყენებ შეურაცყოფას და გამოაცხადებ ჩარეცხილებად,ვინ ხარ ან საიდან მოეთრიე უინტელექტო სააკაშვილო!!!
2017, 27 სექტემბერი, 23:43
საოცრად ნიჭიერი და საყვარელი მსახიობი... ყოჩაღ, ნათი
2017, 27 სექტემბერი, 12:47
ძალიან კარგი სტატიააა,თუმცა რაც შეეხება პინკ-ფლოიდის კლიპს,ეს მხოლოდ ვარაუდია..უბრალოდ ძალიან წააგავს სესლილია თაყაიშვილს..მე ამ ჯგუფის დიდი მოყვარული ვარ ისევე როგორც სესილია თაყაიშვილის ..წლებია ვეძებ ამ ფაქტის დამადასტურებელ ან უარსაყოფ ინფორმაციას..მაგრამ ჯერჯერობით ვერსად მივაგენი....
2017, 27 სექტემბერი, 10:43
საყვარელი
0 1 5