x
მეტი
  • 18.08.2018
  • სტატია:79547
  • ვიდეო:332293
  • სურათი:436800
რომელი ქართველია გამოსახული სალვადორ დალის ნახატზე - უცნობი პორტრეტის ისტორია

image


ვინ არის ასახული გენიალური ესპანელი სიურეალისტის ნამუშევარზე და რატომ დაინტერესდა სალვადორ დალი საქართველოთი?


სალვადორ დალის ნაკლებად ცნობილი ნახატი, რომელზეც ქართველი თავადია ასახული, დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო ფართო პუბლიკისთვის. იგი 1943 წელს შექმნა, დღეს კი მისი ფასი მილიონნახევარ დოლარს აღწევს.


image


ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი თავადი დათოვლილი მთებისა და გემების ფონზეა გამოსახული. ნახატზე ადვილი შესამჩნევია კლდეზე მიჯაჭვული ამირანი. ხოლო გემები აშკარად არგონავტების მითზე მინიშნებას წარმოადგენს. მხატვარს არც საქართველოს ქრისტიანული ტრადიციების ხაზგასმა დავიწყებია, რასაც ტილოზე ეკლესიის არსებობა ადასტურებს. ყოველივე ამით, ერთ ნახატზე წარმოდგენლია საქართველოს კულტურა და ისტორია.


როგორ გაირკვა, ნახატზე თავადი არჩილ გურიელი-ჭყონიაა ასახული, რომელიც იმ დროს ამერიკაში ცხოვრობდა და დალის მეგობარიც იყო.


image


არჩილ გურიელი დაქორწინებული იყო მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალბატონზე, უზარმაზარი პარფიუმერული კომპანიის მფლობელ ჰელენ რუბინშტეინზე, რომელიც მასზე 23 წლით უფროსი იყო. ბიზნესის გარდა, ჰელენი მეცენატიც იყო და ხელოვანებს, სტუდენტებსა და სამედიცინო კვლევებს აფინანსებდა. ქმართან ერთად ჰელენმა ერთობლოვი ბიზნესიც შექმნა და სამკურნალო კოსმეტიკის წარმოების ხაზი ჩამოაყალიბა.


imageელენ რუბინშტეინი და არჩილ გურიელი-ჭყონია


გურიელისა და რუბინშტეინის ოჯახი დიდი სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. ისინი ხშირად მასპინძლობდნენ ისეთ ცნობილ ადამიანებს როგორებიც იყვნენ - გრეგორი პეკი, ერნესტ ჰემინგუიეი, ჯეიმს ჯოისი, სალვადორ დალი და სხვ. ცხადია, სწორედ ამგვარ შეკრებებზე უამბობდა მეგობრებს არჩილ გურიელი სამშობლოს შესახებ, რამაც თავი დალის შემოქმედებაშიც იჩინა.


საქართველოს მოტივი დალის შემოქმედებაში კიდევ ერთხელ ფიქსირდება ამჯერად ჰელენას პორტრეტით, რომელიც კავსიონზე მიჯაჭვული ამირანის სახით არის წარმოდგენილი.


image


აღსანიშნავია, რომ წყვილს შვილი არ ჰყოლია. არჩილ გურიელი-ჭყონია 1955 წელს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰელენმა ამის შემდეგ კიდევ 10 წელი იცოცხლა.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. აკრძალული ფოტოგრაფი, რომელსაც მილიციელებიც, ქურდებიც და კათალიკოსიც კი პატივს სცემდნენ...

image


2. ვის სახეს "მალავდა" და რატომ უნდოდათ ყველაზე ცნობილი საბჭოთა ქანდაკების დაბლოკვა - უცნობი ისტორია

image


3. სსრკ-ში საიდუმლოდ გადაღებული და 2015 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული ფოტოები

image


4. როგორ გამოვიცნოთ ცნობილი მხატვრების ნამუშევრები - სახალისო კრიტერიუმები

image


5. ჰიტლერის ნახატები ანუ ისტორია, რომელიც დაიკარგა...

image


6. ჩარლი ჩაპლინის სიტყვები, რომელმაც მთელი მსოფლიო დააფიქრა (+ვიდეო)

image


7. რატომ ჰგავს ერთმანეთს ქრისტე და იუდა და ვინჩის ნახატზე - უცნაური ისტორია

image


0
1042
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
1042
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0