x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ იღებენ სასიყვარულო შიშველ სცენებს ჰოლივუდში - ეს ბევრმა არ იცის! (+16)

თუ გგონიათ, რომ ჰოლივუდში გადაღებული ყველა შიშველი სცენა ბუნებრივია, ძალიან ცდებით. ცხადია, რომელიმე მეორე პლანის მსახიობმა შეიძლება საკუთარ თავს უფლება მისცეს კამერის წინ გაშიშვლდეს, მაგრამ ვარსკვლავები, როგორც წესი, ამაზე არ თანხმდებიან, ან კიდევ ამისათვის წარმოუდგენელი ჰონორარის გადახდა იქნება საჭირო. ამიტომ რეჟისორებსა და ოპერატორებს უწევთ უამრავი ხერხის მოფიქრება, რათა შიშველი სცენები მაყურებლისთვის ბუნებრივად გამოიყურებოდეს.
image
რა თქმა უნდა თავად ამ სცენებში ვარსკვლავები მონაწილეობენ, მაგრამ იმისათვის, რომ მათ კამერის წინ მთლიანად გახდა არ მოუწიოთ, არსებობს სპეციალური შესანიღბი ტანსაცმელი (არ ელოდით, არა?!).


მაგალითად, მისაწებებელი მკერდი...

image

ან მისაწებებელი უკანალი...
image
მორგების შემდეგ ისინი საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება, მსახიობები კი კმაყოფილნი არიან, რადგან საკუთარი შიშველი სხეულის გამოჩენა არ უწევთ და...არც ოჯახის წევრების წინაშე თავის მართლება უხდებათ.

image

საჭიროების შემთხვევაში სპეციალური კორსეტებიც არსებობს, რომლებიც მთლიანად ფარავს სხეულს. ზოგჯერ ამგვარ "სამოსზე" მსახიობს ალერგიული რეაქცია გამოუვლინდება ხოლმე - ამ შემთხვევაში გამოსავალს წარმოადგენს ძალიან თხელი, ხორცისფერი საფენები, რომლებსაც სცენის მონაწილეების შიშველ სხეულებს შორის ათავსებენ.
image

პირველი კლასის ჰოლივუდის ვარსკვლავებს დიდად არ ეხატებათ გულზე კამერის წინ ტანსაცმლის გახდა. "როცა ტანსაცმელში თამაშობ, ეს მხატვრული ფილმია. ტანსაცმლის გარეშე - ფილმი დოკუმენტურია. დოკუმენტურ ფილმებზე კი მე არ ვმუშაობ, " - ამბობს ჯულია რობერტსი. ფილმის გადაღების წინ, კონტრაქტის გაფორმების დროს რობერტსი დეტალურად, სანტიმეტრებში ათანხმებს პროდიუსერთან საზღვარს, რომელსაც სურათში გამოყენებული სიშიშვლე არ უნდა გადასცდეს.
image
კეტი ბეიტსი ერთი კვირის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებას რეჟისორთან, სანამ ფილმში "შმიდტის შესახებ" აბაზანაში ჯეკ ნიკოლსონთან ერთად შიშველი ჩაწოლაზე დათანხმდებოდა. პარტიორის დასამშვიდებლად, ჯეკი, რომელსაც ჩვეულებრივ, კომპლექსები არ აწუხებს, დათანხმდა შეუმჩნეველი ქვედა საცვლებიც კი ჩაეცვა.

image
ანჯელინა ჯოლი და ანტონიო ბანდერასი კი სულაც არ გრძნობენ თავს უხერხულად ინტიმურ სცენებში გაშიშვლებისას. ფილმ "მომხიბვლელობის" გადაღებებისას ბანდერასი იმდენად შეიჭრა როლში, რომ სულ მალე გადასაღებ მოედანზე მისი მეუღლე, მელანი გრიფიტი მივიდა - ასავარაუდოდ ქმრისთვის თვალყურის სადევნებად...
image
როგორც რეჟისორები ამტკიცებენ იმისათვის, რომ ფილმი გაყიდვადი გამოვიდეს, მსახიობებმა ნამდვილად უნდა გაიხადონ. როგორც ეს გააკეთა, მაგალითად, შერონ სტოუნმა "ძირითად ინსტინქტში".
image
ფილმის ცენტრალური სასიყვარულო სცენის გადაღებისას, სტოუნს შესთავაზეს სპეციალური შესანიღბი ქვედა საცვალი. "ეს ხომ არაბუნებრივად გამოჩნდება!" - შეჰყვირა მსახიობმა და კატეგორიული უარი თქვა როგორც სპეცსამოსზე ასევე დუბლიორზე.

image

ფილმმა "ცხრანახევარი კვირა", მიკი რურკისა და კიმ ბესინჯერის მონაწილეობით, გამოსვლისთანავე ხმაური გამოიწვია.
image
როგორც თვითმხილველები იხსენებენ, კიმი ვერ იტანდა და ცოტათი ეშნოდა კიდეც მიკისი, რომელიც მის მიმართ ძალიან მკაცრი იყო. მსახიობები გადასაღები მოედნის მიღმა ერთმანეთს არ ეკონტაქტებოდნენ, შესვენებების დროსაც კი არ ელაპარაკებოდნენ. უფრო მეტიც, კიმი და მიკი ერთი ლიფტით ასვლაზეც კი უარს ამბობდნენ... თუმცა, ამის მიუხედავად, იღებდნენ მათ დუბლიორებისა და ყველანაირი სპეციალური სამოსის გარეშე.

ლეონარდო დი კაპრიოს არაერთხელ უთამაშია სასიყვარულო სცენებში და უკმაყოფილება არასოდეს გამოუთქვამს. თუმცა "სრული დაბნელების" გადაღებისას ამგვარი ეპიზოდის წინ კინაღამ გული აერია. საქმე ის არის, რომ მისი პარტნიორი, ამ შემთხვევაში მამაკაცი იყო -მსახიობი დევიდ ტიულისი, ხოლო ფილმში მოთხრობილია ფრანგი პოეტების, არტურ რემბოსა და პოლ ვერლენის ურთიერთობის შესახებ.

image

ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმადოვარი თვლის, რომ "საწოლის სცენები მხოლოდ აფერხებს თხრობას", მაგრამ მიუხედავად ამისა, მან შეძლო დაეთანხმებინა პენელოპა კრუზი, მართალია შესანიღბი სამოსით, მაგრამ მაინც მონაწილეობა მიეღო სასიყვარულო სცენაში ფილმში "დაბრუნება". ხელოვნური უკანალით პენელოპამ 6 თვე იარა - მთელი ის პერიოდი, როცა ფილმის გადაღება მიმდინარეობდა - და თავისივე თქმით, იმდენად შეეთვისა ამ პერსონაჟს, რომ ემოციური კრიზისი განიცადა, როცა სხეულის ამ ხელოვნურ ნაწილთან გამომშვიდობება მოუწია.

image


1
23600
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
23600
  
2016, 26 ივნისი, 15:35
აფერისტები :-)
0 1 1