x
image
natia.a
Mediator image
საბჭოთა ეპოქის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია - მაიაკოვსკის სკანდალური სიყვარული

image

ეს იყო საბჭოთა ეპოქის ყველაზე უჩვეულო, ეროტიკული და ტრაგიკული ისტორია...

ძნელი დასაჯერებელია, რომ საბჭოთა დროში ადგილი ჰქონდა ისეთ საკვირველ ამბავს, როგორიც იყო საქართველოში დაბადებული რუსი პოეტის, ვლადიმირ მაიაკოვსკისა და გათხოვილი ქალის, ლილია ბრიკის სიყვარულის ისტორიას. იყო კი ეს სიყვარული? ბევრი თვლის რომ იყო... შეიძლება დროებითი, შესაძლოა თავქარიანიც, მაგრამ მაინც იყო...

image

ლილია ბრიკი და ვლადიმირ მაიაკოვსკი

ლილია უკვე ოსიპ ბრიკის მეუღლე იყო, როცა მაიაკოვსკის შეხვდა. მათ სახლში იკრიბებოდნენ ხოლმე მხატვრები, პოეტები, პოლიტიკოსები, რომლებსაც ლილია ხშირად ეკეკლუცებოდა და ზოგჯერ საკმაოდ მოურიდებლადაც იქცეოდა. ოსიპი, რომელსაც კარგად ესმოდა, რომ მისი მშვენიერი მეუღლე ბევრ მამაკაცს ახვევდა თავბრუს, ცდილობდა ქალის ამ საქციელისთვის ყურადღება არ მიექცია.


imageლილია ბრიკი და ვლადიმირ მაიაკოვსკი

1915 წელს, ლილიას დამ, ცნობილმა ფრანგმა მწერალმა, ელზამ (ელზა ტრიოლე) ბრიკებს თავისი ახლო მეგობარი და თაყვანისმცემელი, დამწყები პოეტი, ვლადიმირ მაიაკოვსკი გააცნო. ელზას მოსწონდა მაიაკოვსკი და დარჩენილი ცხოვრების მასთან გატარება სურდა. ახალგაზრდა პოეტმა ახლად გაცნობილ ოჯახში თავისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლექსი - "ღრუბელი შარვლით" ("Облако в штанах") წაიკითხა...

image

და სწორედ იმ საღამოს დაიწყო ყველაფერი...

"ბრიკებს თავდავიწყებით შეუყვარდათ მაიაკოვსკის პოეზია, ვალოდიას კი თავდავიწყებით შეუყვარდა ლილია, " - იხსენებდა მოგვიანებით ელზა.

image

რამდენიმე დღის შემდეგ მაიაკოვსკიმ ბრიკებს სთხოვა მათთან ცხოვრების ნება დაერთოთ, რადგან "ლილია იურიევნა შეუყვარდა". ქალმაც თანხმობა მისცა, ოსიპი კი იძულებული გახდა თავქარიანი მეუღლის ახალ გამოხდომას შერიგებოდა.

image

ასე დაიწყო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი რომანი - "სამთა ქორწილი". ლილია ყველას უხსნიდა, რომ "ოსიასთან ინტიმური ურთიერთობები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა", უცნაური სამეული მაინც ერთ ჭერქვეშ განაგრძობდა ცხოვრებას. მოგვიანებით ლილია თავის მემუარებში დაწერს: "მიყვარდა ოსიასთან სიყვარულით დაკავება. ვალოდიას სამზარეულოში ვკეტავდით. მას კი ჩვენთან გამოსვლა უნდოდა, ცდილობდა კარი გამოემტვრია, ფრჩხილებით ფხაჭნიდა, ტიროდა".

image
პეტროგრადში მდებარე ბრიკების ბინა ერთგვარ სალონად იქცა, სადაც იკრიბებოდნენ მწერლები, ფილოლოგები და ბოჰემის სხვა წარმომადგენლები. მეუღლეებმა თავიდანვე შენიშნეს მაიაკოვსკის დიდი პოეტური ნიჭი და დაეხმარნენ პოემის "ღრუბელი შარვალში" ("Облако в штанах") გამოქვეყნებაში. პოეტი აღმერთებდა ლილიას, მას თავის ცოლს ეძახდა.

ერთხელ მაიაკოვსკიმ ლილია ბრიკს ბეჭედიც აჩუქა, რომელზეც მხოლოდ სამი ასო იყო ამოტვიფრული - ЛЮБ - Лиля Юрьевна Брик (ქალის სრულის სახელის ინიციალები). მაგრამ ბეჭდის დატრიალების შემთხვევაში გამოდიოდა სიტყვა люблю ("მიყვარხარ"). ამგვარად, პოეტი კიდევ ერთხელ უხსნიდა სიყვარულს საყვარელ ქალს. ამბობენ, ლილია ბრიკს ეს ბეჭედი სიკვდილამდე არ მოუხსნია.
image

ლილიას კაცების მიმართ თავისებური მიდგომა ჰქონდა, რომელიც, მისივე თქმით, ყოველთვის ამართლებდა: "კაცს უნდა შთააგონო, რომ შესანიშნავი, უფრო მეტიც, გენიალურია და რომ სხვები ამას ვერ ამჩნევენ. და უფლება უნდა მისცე იმის, რის უფლებასაც სახლში არ აძლევენ. მაგალითად, სიგარეტის მოწევის, თავის ნებაზე წასვლის. დანარჩენს კარგი ფეხსაცმელი და აბრეშუმის თეთრეული გააკეთებს."

image

მათი "ოჯახი" მართლაც რომ უცნაური იყო: ოსიპ ბრიკს ცალკე საყვარელი ჰყავდა, ლილიას რომანები ჰქონდა არაერთ მამაკაცთან, მაიაკოვსკი კი ქალებს არ იკლებდა. დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში მოგზაურობების დროს უამრავ ერთდღიან რომანს აბამდა, რომელთა შესახებაც ლილიას ღიად უყვებოდა, არც ქალი უმალავდა თავის საყვარლებს...

image
და მაინც, მათ შორის საოცარი ემოციური მიმოწერა იმართებოდა: "ჩასვლის პირველივე დღე შენი საჩუქრების შეძენას დავუთმე, - წერდა პოეტი პარიზიდან მოსკოვში, - შენთვის ჩანთა შევუკვეთე და ქუდები გიყიდე. ამის შემდეგ პიჟამოებს შეგირჩევ." ლილია კი პასუხობდა: "ჩემო საყვარელო ლეკვო, არ დამვიწყებიხარ... საშინლად მიყვარხარ. შენს ბეჭედს არასოდეს ვიხსნი..."

image

1930 წლის აპრილში ბრიკები ბერლინში გაემგზავრნენ. მაიაკოვსკიმ ისინი სადგურზე გააცილა. რამდენიმე დღის შემდეგ, მეუღლეებს სასტუმროში მოსკოვიდან ტელეგრამა მიუვიდათ: "დღეს დილით ვალოდიამ თავი მოიკლა". ეს მოხდა 1930 წლის 14 აპრილს. მაიაკოვსკიმ წერილი დატოვა, რომელშიც სხვა ფრაზებს შორის იყო შემდეგი ფრაზაც: "Лиля, люби меня" ("ლილია, გიყვარდე"). პოეტის სიკვდილის დროს ლილია 39 წლის იყო. ქალს წინ კიდევ ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრება ელოდა. ლილია ბრიკი 1978 წელს გარდაიცვალა, დიდი რაოდენობით საძილე წამლის მიღებით...


image

კიდევ ერთ, გაცილებით უფრო ლამაზ ისტორიას წარმოადგენს ვლადიმირ მაიაკოვსკისა და პარიზში მცხოვრებ ტატიანა იაკოვლევას ურთიერთობა. სრულიად უჩვეულო ამბავი, რომელზეც საფრანგეთში ლეგენდები დადის... იხილეთ ვრცლად.

image


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვინ უყვარდა სინამდვილეში გალაკტიონის მუზას და რატომ არ კითხულობდა პოეტის ლექსებს მერი

image

2. ყველაზე "ცხელი" და სკანდალური სცენები საბჭოთა ფილმებიდან - ის, რაც მაშინ "არ შეიძლებოდა"

image

3. 10 ყველაზე ხშირად აკრძალული დოკუმენტური ფილმი - ის, რასაც ხალხს უმალავენ...

image


4. რა საიდუმლოებები იმალება ისტორიაში ყველაზე იდუმალი ფოტოების მიღმა

image

5. ლენინის საიდუმლო სიყვარული - ქალი რომელიც ბელადის მუზა იყო

image

6. ამბავი სიყვარულისა, რომლის წინააღმდეგი იყო მთელი მსოფლიო - ბევრისთვის უცნობი ისტორია

image

7. 10 რამ, რასაც ქალები მამაკაცებზე უკეთ აკეთებენ

image




2
2601
21-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
2601
  
28 სექტემბერი, 23:49
მართლა საინტერესო იყო.
28 სექტემბერი, 12:37
ძალიან საინტერესოა, აი ძალიან..
0 1 2