x
image
natia.a
რა საიდუმლოებები იმალება ისტორიაში ყველაზე იდუმალი ფოტოების მიღმა

image
როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ყოველწლიურად დაახლოებით ტრილიონამდე ფოტოს იღებენ. ფოტოგრაფიის ამგვარი პოპულარობის მიზეზი მარტივია: სურათი, ერთი მხრივ, თითქოსდა აჩერებს წამს, მეორე მხრივ კი მოგონებების შენახვის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომ და მარტივ ფორმას წარმოადგენს.

ქვემოთ გთავაზობთ 10 ფოტოს, რომლებიც ფოტოგრაფიის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ამოუხსნელი და იდუმალი სურათები, რომელთა შესახებაც დღემდე არ წყდება კამათი.

10. ვინ იყვნენ ცათამბჯენზე მყოფი ადამიანები?
image

ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოზე ასახულია მემონტაჟე-ალპინისტები, რომლებიც აუღელვებლად სადილობენ ნიუ-იორკის ქუჩებიდან ასეულობით მეტრის სიმაღლეზე ფოლადის კოჭაზე გადამჯდარნი.
ფოტოზე თითქმის არაფერია ცნობილი: დღემდე უცნობია ვინ გადაიღო იგი. წლების მანძილზე მის ავტორად ლუის ჰაინს თვლიდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩატარებლმა კვლევამ დაადასტურა, რომ ეს სიმართლე არ არის.
ყველაზე სარწმუნო კანდიდატად რჩება ჩარლზ ებეტსი - როკფელერის ცენტრში ფოტოგანყოფილების ხელმძღვანელი. თუმცა არის კიდევ რამდენიმე სხვა კანდიდატიც.

მეორე გამოცანა, რომელიც აღნიშნულ ფოტოს უკავშირდება - ვინ არის ნიუ-იორკის ცათამბჯენზე გადაღებული? დღეისთვის დადასტურებულია ცნობილ ფოტოზე ასახული მხოლოდ ორი ადამიანის ვინაობა: მემონტაჟეები ჯოზეფ ეკნერმი და ჯო კერტისონი. ვარაუდის ქვეშ დგას კიდევ ორი ადამიანის ვინაობა: მეტი ო'შონესი და პატრიკ გლინი. დარჩენილი შვიდი მემონაჟის სახელები კი დღემდე უცნობია.

9. ვინ იყო პირველი ადამიანი, რომელიც ფოტოზე მოხვდა?
image

1838 წელს ერთმა პარიზელმა კაცმა გადაწყვიტა ფეხსაცმლის გაწმენდა ტამპლის ბულვარზე და...შემთხვევით ისტორიაში შევიდა. სწორედ იმ წუთში ლუი დაგერი, რომელიც მაშინ თავისი ცნობილი დაგეროტიპების ექსპერიმენტირებას ახდენდა, იმყოფებოდა მეზობელი სახლის სახურავზე და იღებდა ქუჩას. ასე იქცა უცნობი პარიზელი ფოტოგრაფიის ისტორიაში ფოტოზე ასახულ პირველ ადამიანად. თუმცა მის შესახებ არაფერია ცნობილი, არც ის, ნამდვილად იყო თუ არა იგი პარიზელი.

8. როდის გადაიღეს პირველი ფერადი ფოტო?
image

1861 წელს ტომას სატონი და ჯეიმს კლერკ მაქსველი იღებდნენ ფოტოს მწვანე, წითელი და ლურჯი ფილტრების გამოყენებით, რის შემდეგაც ფოტოებს აერთიანებდნენ. ასე წარმოიშვა ფერადი ფოტოგრაფია. თმცა შეიძლება ეს ყველაფერი 10 წლით ადრეც მოხდა...

1851 წლის ზამთარში მსოფლიოში პირველი პროფესიული ფოტოჟურნალის Daguerreian-ის რედაქციაში მივიდა წერილი, რომლის ავტორი, მღვდელი ლევი ჰილი ამტკიცებდა, რომ შეძლო ფერადი ფოტოს გადაღება სპეციალური მოწყობილობი, ე.წ. "ჰილოტიპით". ჰილი წერდა, რომ მალე გაამჟღავნებდა თავის გამოგონებას. თუმცა არც ერთ დათქმულ დროს მან არ გაასაჯაროა "ჰილოტიპი", ამიტომ მალე იგი უბრალო თღლითად მიიჩნიეს, თავად ჰილი კი გაქრა.

7. რა ბედი ეწია ალექს გარდნერის სამოქალაქო ომის ფოტოებს?
image

ამერიკის სამოქალაქო ომი ფოტოლენტაზე ფართოდ აღბეჭდილ პირველ შეიარაღებულ კონფლიქტად იქცა. ეს კი მოხდა ალქს გარდნერის წყალობით.

შესაძლოა, ამერიკაშიც კი ბევრს არ სმენია ეს სახელი. თუმცა ყველა იცნობს მის ნამუშევრებს: ანტიეტამში ბრძოლაში დაღუპულთა ფოტოები, პრეზიდენტ ლინკოლნის მკვლელობისთვის შეთქმულების მონაწილეთა სურათები, ლინკოლნის პორტრეტი მკვლელობის წინა დღით. მასვე ეკუთვნის სამოქალაქო ომის ამსახველი საუკეთესო ფოტოები.

გარდნერის სიკვდილის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მისი ნეგატივების უმრავლესობა გაქრა. საბედნიეროდ 1893 წელს სხვა ფოტოგრაფმა შეძლო მათი არმოჩენა. ეს ითვლება ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად. თუმცა სულ მალე ისინი ისევ დაიკარგა და დღემდე ვერ იქნა ნაპოვნი.

6. "ჯორჯიასთან" ხუმრობა
image

ჯავშნოსანი "ჯორჯია" კონფედერაციის ქარხანაში იქნა აშენებული და წყალში 1863 წელს ჩაეშვა. ორი წლის შემდეგ სამხრეთელებმა იგი ჩაძირეს, რათა ჩრდილოეთელებს ხელში არ ჩავარდნოდათ.

წლების მანძილზე ითვლებოდა, რომ ამ ჯავშნოსნის არც ერთი ფოტო არ იყო შემორჩენილი. თუმცა გასული საუკუნის 80-იან წლებში ჯონ პოტერმა გამოფენა-გაყიდვაზე ნახა "ჯორჯიის" ფოტო. მან თავად ვერ შეძლო სურათის ყიდვა, რადგან არ ჰქონდა საკმარისი თანხა. ამიტომ პოტერმა ფოტო გადაუღო სურათს და გაუგზავნა თავის მეგობარ ისტორიკოსებს. მას შემდეგ, რაც ყველამ აღიარა, რომ ფოტოზე ნამდვილად "ჯორჯია" იყო გამოსახული, ორიგინალი...დაიკარგა.

ამგვარად, ჯავშნოსნის ფოტოს ფოტო გახდა ლეგენდარული, როგორც "ჯორჯიას" ერთადერთი შემორჩენილი სურათი. გასულ წელს აშშ-ს საინჟინრო კორპუსმა გამოაცხადა ორიგინალი ფოტოს მასშტაბური ძებნა. მაგრამ ამა წლის აპრილში პოტერმა აღიარა, რომ მან მოატყუა ყველა, რათა თავად განხდარიყო ცნობილი, სინამდვილეში კი არავითარი ორიგინალი სურათი არ არსებობს.

5. იდუმალი ოჯახი მარგეიტიდან
image

2015 წელს შოტლანდიის ნაციონალურმა მუზეუმმა შეიძინა ვიქტორიანული ეპოქის უცნაური ფოტოების კოლექცია. უმეტესი მათგანი სრულიად ჩვეულებრივი ფოტოები იყო, რომლებზეც პიჯაკიანი უცნობი მამაკაცები და და მკაცრსახიანი ქალბატონები იყვნენ გამოსახული. თუცა რამდენიმე სურათი მაინც გამოირჩეოდა. ესენი იყო ფოტოები ერთი და იმავე ოჯახის, რომელიც ქალაქ მარგეიტში ისვენებდა. ფოტოდან ფოტოზე პერსონაჟები იზრდებოდნენ და ბერდებოდნენ. სახელები ადამიანებისა, როლებსაც რეგულარულად უღებდნენ სურათებს წლების მანძილზე, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფოტოებს იღებდა პროფესიონალი ფოტოგრაფი უ. კოლდერი.

4. "გრიმ სლიპერის" ქალები
image

გავრცელებული მოსაზრებით, სერიულმა მკვლელმა, სახელწოდებით "გრიმ სლიპერმა" ლოს ანჯელესის მიდამოებში მეოთხედი საუკუნის მანძილზე მინიმუმ 11 ადამიანი მოკლა. თუმცა არსებობს თეორია, რომ მის მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით მეტია. უკანასკნელი ეჭვმიტანილის - ლონი ფრანკლინის დაკავების დროს მის სახლში იპოვეს 180 ქალის ფოტო. ბევრი მათგანი გადაღებულია სახლში ან მანქანაში. ქალების უმეტესობას სძინავს ან მკვდარია. სხვათა შორის, ერთადერთი გადარჩენილი მსხვერპლი ამბობს, რომ მკვლელმა ჯერ ესროლა, შემდეგ კი მანქანაში გადაუღო სურათ. ფოტოები გამოქვეყნდა 2010 წელს, თუმცა ფოტოებზე აღბეჭდილი რამდენიმე ქალის ვინაობა დღემდე უცნობია.

3. ჯარისკაცი, რომელიც ვარდება
image

როპერტ კაპის ფოტო, რომელზეც რესპუბლიკელი ჯარისკაცია აღბეჭდილი დავარდნის დროს, ითვლება ესპანეთის სამოქალაქო ომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოდ. თუმცა იგი არა მხოლოდ ყველაზე ცნობილი, არამედ ყველაზე საკამათო ფოტოცაა. დღემდე უცნობია, რეალურია ეს სურათი, თუ დადგმული.

2009 წელს ესპანური ჟურნალის El Periodico-ს მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ ფოტო გადაღებულია ქალაქ ესპეხოს მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა ცნობილია, რომ სურათი გამოქვეყნდა სამი კვირით ადრე, ვიდრე რაიონში ბრძოლა დაიწყებოდა. ამასთან, 90-იან წლებში აღმოჩენილ კაპის ნეგატივებში აღმოჩნდა დადგმული ფოტოების ნეგატივებიც, რომლებიც დაახლოებით იმავე პერიოდშია გადაღებული. ეს იძლევა საფუძველს ვარაუდისა, რომ ცნობილი ფოტოც დადგმულია.

მეორე მხრივ, ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სურათი ნამდვილია. არის ვერსია, რომ თავიდან ფოტო დადგმულად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ გადაღების პროცესში ფოტოზე აღბეჭდილ ჯარისკაცს მართლა მოხვდა მტრის ტყვია.

2. ტურისტი, რომელიც წითელ მოედანზე რეიგანს ხელს ართმევს
image

1988 წელს მოსკოვში ვიზიტის დროს რეიგანმა წითელ მოედანზე გაიარა, რათა უბრალო საბჭოთა ხალხს შეხვედროდა. თეთრი სახლის ფოტოგრაფმა გადაიღო ფოტო, რომელზეც ასახულია, როგორ ართმევს ხელს პრეზიდენტი ბიჭუნას. არსებობს ვერსია, რომ ეს ბიჭი ახალგაზრდა ვლადიმირ პუტინია.

ეს ვერსია პირველად 2009 წელს გაჟღერდა. მოსკოვში იგი მაშინვე უარყვეს და განაცხადეს, რომ იმ პერიოდში პუტინი დრეზდენში იმყოფებოდა. თუმცა ფოტოს ავტორი, პიტ სოუზა დარწმუნებულია, რომ მან ნამდვილად პუტინი გადაიღო.

1. წითელი ქმერების უსახელო მსხვერპლნი
image

კამბოჯაში წითელი ქმერების მმართველობის დროს ძალიან ბევრი დანაშაული მოხდა. ერთ-ერთ ყველაზე საშიშად ითვლებოდა ბანაკი S21, რომელიც ყოფილ სკოლაში მდებარეობდა. პოლ პოტის რეჟიმის ოთხი წლის მანძილზე ეს ბანაკი 17 ათასმა ადამიანმა გამოიარა, საიდანაც მხოლოდ 10 გადარჩა.


ბანაკის მცველებმა ტყვეებს ფოტოები გადაუღეს პირად საქმეებში ჩასადებად. მსხვერპლთაგან უმეტესობა სწორედ ამ ფოტოების წყალობით იქნა ამოცნობილი. დღეისთვის ამოცნოობილია დაახლოებირ 6 ათასი სურათი. ეს საკმაოდ რთული საქმეა, რადგან ფოტოების უმეტესობა პირადი საქმეებიდან ამოხეულ იქნა.





1
2912
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2912
  
2015, 16 სექტემბერი, 13:25
მე 9 ფოტოზე ბევრი ხალხია უბრალოდ კამერა ვერ აფიქსირებდა მოძრაობის დროს
0 1 1