x
image
natia.a
Mediator image
იცით ვინ არის ტყვე ბიჭი, რომელიც ჰიმლერს ასე დაჟინებით უყურებს? - დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია...

image


ჰორაციო გრისლი იყო ბრიტანელი ჯარისკაცი, რომელიც 1940 წლის მაისში გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდათ. ტყვეობის პერიოდში ჰორაციმ 200-ჯერ მოახერხა გაქცევა და ორასივეჯერ ერთადერთი მიზეზით - გერმანელი ქალის, როზას სანახავად, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა.



Horace Greasley/Гораций Грисли (1918-2010).
Horace Greasley/ ჰორაციო გრისლი (1918-2010).



2008 წლის გაზაფხულზე ჰორაციომ, რომელიც უკვე 89 წლის იყო და ართრიტისგან მოძრაობაც კი აღარ შეეძლო, თავისი თანაშემწის, კენ სკოტის დახმარებით ჩაწერა ომისდროინდელი მოგონებები. მემუარებში იგი ნათლად და დეტალურად აღწერს იმას, თუ როგორ მოხვდა ფრონტზე, ჩავარდა ტყვედ, რამდენი გაჭირვებისა და ტანჯვის გადატანა მოუხდა, როგორც მას, ასევე სხვა ტყვეებს. მაგრამ ყველაზე საინტერესო მის მოგონებებში იყო დაუჯერებელი სიყვარულის ამბავი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოშია ცნობილი - სიყვარულის გერმანელი გოგონას მიმართ...

Гораций Грисли (второй справа в первом ряду) со своими друзьями в лагере,  Польша.
ჰორაციო გრისლი (მარჯვნიდან მეორე, პირველ რიგში) მეგობრებთან ერთად ბანაკში, პოლონეთი.



ჰორაციო ჯოზეფ გრისლი (Horace Joseph Greasley) დაიბადა 1918 წლის 25 დეკემბერს, ინგლისის საგრაფო ლასტერშირში, თუმცა მოგვიანებით ჩეხოსლოვაკეთში გადავიდა, სადაც დალაქად მუშაობდა. როცა გერმანელებმა ჩესხოსლოვაკიის ოკუპაცია მოახდინეს, ბიჭი 20 წლის იყო, შესაბამისად, ფრონტზე გაგზავნა უწევდა. თავის ტყუპისცალ ძმასთან ერთად ჰორაციო მობილიზებული იქნა და, როგორც თავად აღნიშნავს, ეს სრულიად ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. გაწვევამდე ერთ-ერთმა კლიენტმა ფრონტზე წასვლისგან თავის დაღწევაში და მეხანძრედ მოწყობაში დახმარება შესთავაზა. მაგრამ ახალგაზრდამ უარი განაცხადა, რადგან გრძნობდა, რომ არ ჰქონდა უფლება განზე გამდგარიყო იმ დროს, როცა ქვეყანას ესაჭიროებოდა.


შვიდ კვირიანი წვრთნების შემდეგ მათი ათეული საფრანგეთში გადაიყვანეს და სულ ცოტა ხანში თითქმის ყველა ტყვედ ჩავარდა. ტყვეები ჯერ ბელგიაში, ჰოლანდიაში, ბოლოს კი პოლონეთში გადაიყვანეს, რომელიც იმ დროს გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული.

Гораций Грисли (справа) в лагере заключенных в Польше.
ჰორაციო გრისლი (მარცხნივ) ტყვეთა ბანაკში, პოლონეთი.


ბანაკში ურთულესი პირობები იყო, მაგრამ ჰორაციოს სულ მალე გაუჩნდა სიცოცხლისა და თავის გადარჩენის სტიმული - ეს იყო მარმარილოს მომპოვებელი მაღაროს უფროსის 17 წლის ქალიშვილი, როზა რაუხბახი
(Rosa Rauchbach), რომელიც ტყვეთა ბანაკში თარჯიმნად მუშაობდა. ბიჭის გრძნობა უპასუხოდ არ დარჩენილა და მათ შორის სახიფათო, მაგრამ ძლიერი სიყვარული ჩამოყალიბდა. ახალგაზრდებმა საიდუმლო შეხვედრები დაიწყეს. დანარჩენი ტყვეები შესაძლებლობის ფარგლებში ხელს უწყობდნენ შეყვარებულებს და ცდილობდნენ გერმანელებისგან ფარულად ერთმანეთის ნახვაში დახმარებოდნენ. მაგრამ მალე ჰორაციო სხვა ბანაკში გადაიყვანეს, რომელიც 65 კმ-ით მოშორებით მდებარეობდა.


ახლა უკვე საყვარელი ქალის სანახავად მხოლოდ გუშაგებისგან დამალვა აღარ კმაროდა - საჭირო იყო ბანაკის ტერიტორიის დატოვება და საბედისწერო 65 კმ-ის გავლა. მაგრამ ბანაკს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო და მისი დატოვების ნებისმიერი მცდელობა სიკვდილის ტოლფასი იქნებდა. გერმანული ოკუპაციისგან თავისუფალი უახლოესი ტერიტორია კი შვეცია იყო - 675 კმ-ის მოშორებით.


Роза Раухбах (Rosa Rauchbach).
როზა რაუხბახი (Rosa Rauchbach)


თავის მოგონებებში ჰორაციო ამტკიცეს, რომ ბანაკიდან გაპარვას ისე ახერხებდა, რომ თუ დროზე დაბრუნდებოდა, ამას ვერავინ ამჩნევდა. თავიდან გაუჭირდა როზასთან დაკავშირება, მაგრამ მალე იპოვა ადამიანები, რომლებიც თანხმდებოდნენ წერილების გადაცემაზე. შემდეგ მოახერხა და ფანჯარაზე არსებული რკინის გისოსები ხით შეცვალა, ამასთან, მეგობრების დახმარებით, ბანაკიდან გასასვლელი თხრილიც ამოთხარა.


ამ ყველაფრის შემდეგ ჰორაციოს ბანაკიდან საბოლოოდ თავის დაღწევაც შეეძლო, მაგრამ წასასვლელი არსად ჰქონდა. ამიტომ ახალგაზრდა ჯარისკაცი მხოლოდ გარკვეული დროით გარბოდა ხოლმე - მაშინ, როცა გაიგებდა, რომ როზა უახლოეს ბანაკში იმყოფებოდა. ზოგერ ერთი კვირის მანძილზე სამჯერაც კი მოუხერხებია გაქცევა და დაბრუნება და ყველაფერი ეს შეუმჩნევლად. რა თქმა უნდა ეს ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ ამგვარი გაქცევები ჰორაციოს სიცოცხლის სურვილსა და ბრძოლის უნარს მატებდა.



Генрих Гимлер и Гораций Грисли.


ჰაინრიხ ჰიმლერი და ჰორაციო გრისლი


სწორედ ჰორაციო გრისლი არის ასახული მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სახასიათო ფოტოზე: კადრში ვხედათ ტყვეთა ბანაკის ღობის გასწვრივ ჩავლილ ჰაინრიხ ჰიმლერს, ღობის მეორე მხარეს კი გამხდარ, წელს ზემოთ შიშველ ტყვეს, ჰორაციო გრისლის, რომელიც გამომწვევად უყურებს ესეს-ის რეისფიურერს.


ამ ეპიზოდის გახსენებისას ჰორაციო ამბობს, რომ იმ დროს, უბრალოდ, არ იცოდა ვინ იყო ღობის მიღმა მყოფი კაცი. ხვდებოდა მხოლოდ იმას, რომ ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი პირი იყო. იმ მომენტში ჰორაციო პროტესტს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ტყვეებს ძალიან ცოტას აჭმევდნენ - სწორედ ამის გამო გაიხადა პერანგი, რათა საკუთარი სიგამხდრე ეჩვენებინა. თუმცა, მისმა პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო და საკვები იგივე დარჩა.

როზა ყოველ შეხვედრაზე ცდილობდა საყვარელი მამაკაცისთვის ნორმალური საკვები მიეტანა და სხვა ტყვეებისთვისაც ატანდა სანოვაგეს. ერთხელ რადიოც კი გადასცა, რომლის საშუალებითაც ტყვეებს (სულ დაახლოებით 3000) შეეძლოთ
BBC-ს მიერ გადაცემული სიახლეების მოსმენა.

Обложка книги Горация Грисли *Поют ли птицы в аду?*
ჰორაციო გრისლის წიგნის გარეკანი- "ნუთუ ჩიტები ჯოჯოხეთშიც მღერიან?"


ჰორაციო ხუთი წლის მანძილზე სხვადასხვა ქარხანასა თუ მაღაროში მუშაობდა. ბანაკში ძალიან ციოდა, ტყვეებს გამუდმებით ჰქონდა საკვებისა და წყლის ნაკლებობა. ბევრი ავად ხდებოდა, ბევრი შიმშილით იხოცემოდა, ბევრს კი მცველები ხოცავდნენ.


1945 წლის 24 მაისს ჰორაციო გაათავისუფლეს. იგი ამის შემდეგაც იღებდა როზასგან წერილებს. როცა ჰორაციო სახლში, ინგლისში ჩავიდა, შეატყობინეს, რომ როზა მშობიარობას გადაჰყვა და ვერც ბავშვი გადარჩა. ასე რომ, ჰორაციომ დაზუსტებით მაინც ვერ გაიგო, იყო თუ არა ის ბავშვი მისი.


სამშობლოში დაბრუნებულმა ახალგაზრდამ ჯერ ძველი სპეციალობით დაიწყო მუშაობა, შემდეგ ტაქსისტად. ამის მერე საკუთარი საქმე წამოიწყო და ტვირთის გადაზიდვით დაკავდა. გათავისუფლებიდან 25 წლის შემდეგ კი შეხვდა მომავალ მეუღლეს, ბრენდას, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა.


Гораций Грисли у себя дома в Испании.
ჰორაციო გრისლი საკუთარ სახლში, ესპანეთი.


სიკვდილამდე ორი წლით ადრე ჰორაციომ დაასრულა საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით "ნუთუ ჩიტები ჯოჯოხეთშიც მღერიან?" (Do The Birds Still Sing In Hell?). 91 წლის ჰორაციო გრისლი ესპანეთში, საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალა.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ქალი, რომელმაც ილია ჭავჭავაძის სიყვარული უარყო - მივიწყებული ისტორია...image


2. პუშკინი და დიუმა ერთი და იგივე პიროვნება იყო - უდიდესი ტყუილი თუ უბრალოდ დამთხვევა?image


3. ბავშვებზე განხორციელებული ნაცისტების საიდუმლო ოპერაცია და ლეგენდარული "ABBA"image

4. სტალინის პირადი მანქანის საიდუმლო - რა საოცრება იმალებოდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტომობილის image


5. ქართველი ტყვე ქალისა და ირანელი თავადის სიყვარული - როგორ შეიქმნა თბილისელების საყვარელი ადგილიimage

6. რა გააკეთა გერმანელმა ტყვემ დახვრეტის წინ- ამბავი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებსimage

7. ომის საოცარი კულინარია ანუ რითი იკვებებოდნენ მებრძოლებიimage

2
3482
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
3482
  
14 ნოემბერი, 11:43
მეც მომწონს უცნობი და პიკანტური ამბები. ვცდილობ მოვიძიო ხოლმე. :)
14 ნოემბერი, 11:40
როგორ მიყვარს ასეთი ისტორიები და ასეთი ადამიანებიიიი
0 1 2