x
image
natia.a
არ დაუშვათ ეს შეცდომა ჰიგიენური საფენის გამოყენებისას! - ექიმები გვაფრთხილებენ!
ქალის ჰიგიენური საფენები პირველად 1970-იან წლებში გამოჩნდა. მანამდე კი ქალები თავის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას საკმაოდ მოუხერხებელი ხერხებით ცდილობდნენ: მაგალითად, ღილებიანი ქამრით, რომელიც ქსოვილის საფენს იკავებდა, საცვალზე დამაგრებული რეზინის დეტალებით, მარლის საფენებით და ა.შ.


დღევანდელი ჰიგიენური საფენების გამოყენება სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს. მაგრამ არის გარკვეული მომენტები, რომლებიც ბევრი ქალისთვის უცნობია. ქვემოთ სწორედ ამ ფაქტებზე ვისაუბრებთ.


1. ყოველდღიური საფენების გამოყენება მართლა ყოველდღე არ შეიძლება! ამ შემთხვევაში დასახელებას ნამდვილად არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. სხეულმა უნდა ისუნთქოს, საფენების გამუდმებული გამოყენება იწვევს ინტიმურ ზონებში პათოგენურ მიკროფლორას.


ყოველდღიური საფენების გამოყენება საჭიროა მხოლოდ მენსრუალური ციკლის წინამორბედ და მის შემდგომ რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა გამონადენი განსაკუთრებით უხვი ხდება. საფენების გამოცვლა აუცილებელია მინიმუმ 2-3 საათში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება სოკოვანი დაავადებები გამოიწვიოს, რასაც შედეგად უნაყოფობაც მოსდევს ხოლმე.



image



2. აირჩიეთ სწორი სისქის საფენი.


სველი, თბილი გარემო, რომელიც საფენის ტარების დროს საშოში იქმნება, ახდენს დაავადების გამომწვევი მიკრობებისა და გინეკოლოგიური დაავადებების პროვოცირებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენა და ასევე სწორი ჰიგიენური საშუალების შერჩევა.
ღამის საფენების დღისით ტარება ან წვეთების მაქსიმალური რაოდენობის მქონე საფენების გამოყენება თვიურის დასაწყისში - საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ჩადენილი ნამდვილი დანაშაულია!


თუ შეამჩნიეთ, რომ საფენი ხშირად ჟონავს, შეამოწმეთ, როგორ ამაგრებთ მას საცვალზე. ბევრი ქალი ამტკიცებს, რომ ჟონვისგან თავის დაღწევაში დაეხმარათ ე.წ. ფრთიანი საფენები, რომლებსაც საცვალზე ამაგრებდნენ გრძელი მხარით წინ.


საქმე ის არის, რომ ყოველი ქალის სხეული ინდივიდუალურია, და ასევე ინდივიდუალურია ანატომიური აგებულება, სასქესო ორგანოების განლაგება ტანის მიმართ. სწორედ ამ, ერთი შეხედვით მცირე დატალზე ყურადღების გამახვილება დაგეხმარებათ პრობლემისგან თავის დაღწევაში.


image

3. არ შეიძინოთ არომატიზებული საფენები!


არომატიზირებული თუ შეფერილი ან ნახატიანი საფენები შეიძლება ალერგიისა და გაღიზიანების მიზეზი გახდეს. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ "მსუნთქავ" საფენებს, რომლებიც არ ქმნის ბაქტერიებისთვის მკვებავ გარემოს.


image

4. ყურადღებით მოეკიდეთ ჯანმრთელობას


თუ შეამჩნევთ სასქესო ორგანოების შეწითლებას ან შეშუპებას, გენიტალიების არეში ქავილს, შარდვის დროს წვას ან სქესობრივი აქტის დროს ტკივილს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. იცოდეთ, რომ ყველა ეს სიმპტომი შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ ინფექციით, არამედ ჰიგიენური საფენებითაც.


image
მნიშვნელოვანია ასევე მენსტრუაციის დროს სისხლიანი გამონადენის რაოდენობაც, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალს მანამდეც აღენიშნებოდა სისხლდენები. როგორ შეგვიძლია გამონადენი სისხლის რაოდენობის განსაზღვრა? ამის შესახებ ცოტამ თუ იცის, მაგრამ არსებობს ჰიგიენის რევოლუციური საშუალება - მენსტრუალური ჭიქა. ეს საკმაოდ ჭკვიანური და მარტივად გამოსაყენებელი მოწყობილობაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ გამოყოფილი სისხლის რაოდენობას და აღკვეთოთ საშვილოსნოდან სისხლდენის რისკი.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ აქვს ქალის საცვლებს ჯიბე? - შეკითხვა, რომელიც ბევრ ქალს გასჩენია

image


2. რასთან უნდა ვატაროთ ბოტასები და კედები - არ დაუშვათ შეცდომა, ეს ბევრმა არ იცის!

image


3. პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არა აქვს - დააკვირდით!

image


4. ფრთხილად! საშვილოსნოს კიბოს 7 ნიშანი - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!

image


5. თუ ტუალეტში გინდათ და ვერ შედიხართ, იფიქრეთ ამაზე... რჩევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

image


უფრო მეტი საინტერესო სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

0
6285
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
6285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0