x
მეტი
  • 22.11.2017
  • სტატია:71195
  • ვიდეო:324257
  • სურათი:426280
წარმატების უტყუარი ფორმულა - ბრაიან თრეისის 21 ოქროს წესი "შეჭამე ბაყაყის" მიხედვით

ერთხელ მარკ ტვენმა თქვა: "თუ ბაყაყი უნდა შეჭამო, უმჯობესია, ეს საქმე დილიდანვე მოიშორო. ხოლო თუ შენს საქმეს ორი ბაყაყის შეჭმა წარმოადგენს, უფრო დიდით დაიწყე".


ბრაიან თრეისის თავის წიგნში "შეჭამე ბაყაყი" მკითხველს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ასწავლის, თუ როგორ გააკეთოს უსიამოვნო, გადაუდებელი და აუცილებელი საქმე სწრაფად და ნაკლებ დროში.

image

წიგნის ბოლოს დასკვნის სახით, მწერალი ამბობს: "ბედნიერების, კმაყოფილებისა და დიდი წარმატების
მისაღწევად, ასევე იმისთვის, რომ დარწმუნდეთ თქვენს პიროვნულ სიძლიერეში, აუცილებელია, შეიძინოთ ერთი ჩვევა - შეჭამოთ ბაყაყი მაშინვე, როგორც კი მუშაობას შეუდგებით.
საბედნიეროდ, ამ უნარის ათვისება შესაძლებელია.
როდესაც შეიძენთ ჩვევას, ყველაფერზე წინ მნიშვნელოვანი სამუშაო დააყენოთ, წარმატება გარდაუვალია".


შემდეგ კი მკითხველს წიგნის 21 თავის მოკლე შინაარსს წესებად სთავაზობს და ურჩევს, რომ წაიკითხონ და იმეორონ ეს წესები მანამ, სანამ ჩვევად არ გადაექცევათ, რის შემდეგაც წარმატება გარდაუვალი იქნება.


აი, ეს წესებიც:


1. გააწყვეთ სუფრა: ზუსტად ჩამოაყალიბეთ თქვენი სურვილები.
მთავარია, მიზნების სიცხადე. ჩამოწერეთ ფურცელზე თქვენი მიზნები.

image


2. დაგეგმეთ ყოველი დღე: ჩამოწერეთ თქვენი ნააზრევი ფურცელზე.
გეგმის შედგენაზე დახარჯული ყოველი წუთი მუშაობის დროს 5-10 წუთს დაგიზოგავთ.

image


3. გამოიყენეთ წესი 80/20: გახსოვდეთ, სამუშაოს შედეგების
80%-ს თქვენი საქმიანობის 20% განსაზღვრავს. დაუთმეთ ყველაზე დიდი ყურადღება ამ
20%-ს.

image


4. იფიქრეთ შედეგებზე: თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო
და პრიორიტეტი უნდა იყოს ის საქმე, რომელსაც თქვენი კარიერისთვის და ზოგადად, ცხოვრებისთვის
ყველაზე დიდი დადებითი ან უარყოფით შედეგი მოაქვს. დააყენეთ ასეთი ამოცანები ყველაფერზე
წინ.

image


5. მიუდექით საქმის გადადებას შემოქმედებითად: თქვენ არ
შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, ამიტომ უნდა ისწავლოთ ნაკლებმნიშვნელოვანი სამუშაოს
გადადება, რათა მეტი ყურადღება დაუთმოთ მთავარს.

image


6. გამუდმებით გამოიყენეთ აბგდე (ABCDE) მეთოდი: ვიდრე ამოცანების სიაზე მუშაობას შეუდგებით, დაუთმეთ რამდენიმე წუთი მათ ღირებულებებისა და პრიორიტეტების მიხედვით
დალაგებას, დარწმუნდით, რომ პირველ რამდენიმე პუნქტში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები
დგას.

image


7. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საკვანძო ადგილებს
(Key Result Area): განსაზღვრეთ ამა თუ იმ ამოცანის მოსალოდნელი შედეგები და იმუშავეთ მასზე მთელი დღე.

image


8. გამოიყენეთ სამი ამოცანის კანონი: განსაზღვრეთ სამი
ამოცანა, რომელიც მთლიანი სამუშოს 90%-იან შედეგს გაძლევთ, შეასრულეთ ეს სამი ამოცანა
დანარჩენებზე ადრე. თქვენ უფრო მეტი დრო დაგრჩებათ თქვენი ოჯახისა და პირადი ცხოვრებისთვის.

image


9. ვიდრე საქმეს შეუდგებით, საფუძვლიანად მოემზადეთ: მუშაობის
დაწყებამდე მოამზადეთ ყველაფერი, რაც საქმისთვის გჭირდებათ. ერთად დააწყვეთ ფურცლები,
ინფორმაცია, ინსტრუმენტები, სამუშაო მასალა, რიცხვები, თუკი ისინი გესაჭიროებათ. მხოლოდ
ამის შემდეგ შეუდექით მუშაობას.

image


10. ჯიუტად იარეთ მიზნისკენ: თქვენ დაძლევთ ყველაზე დიდ
და რთულ ამოცანას, თუ მას საფეხურებად დაყოფთ და ნაწილ-ნაწილ შეასრულებთ.

image


11. აიმაღლეთ კვალიფიკაცია: რაც უფრო მეტი გეცოდინებათ თქვენი
მთავარი ამოცანების შესახებ, მით უფრო მალე დაიწყებთ და სწრაფად დაასრულებთ.

image


12. გამოიყენეთ თქვენი განსაკუთრებული შესაძლებლობები: გამოარკვიეთ, რა იცით განსაკუთრებულად ან რა შეიძლება კარგად გამოგივიდეთ. შეეცადეთ, ეს განსაკუთრებული ნიჭი მაქსიმალურად გამოიყენოთ.

image


13. შეისწავლეთ თქვენი სუსტი მხარეები: განსაზღვრეთ, რა
არის თქვენი ყველაზე სუსტი ადგილი, რომელიც თქვენს მუშაობას ამუხრუჭებს და შეუდექით მის აღმოფხვრას.

image


14. მარწუხებში მოაქციეთ საკუთარი თავი: წარმოიდგინეთ, რომ
ქალაქიდან ერთი თვით გადიხართ, იმუშავეთ ისე, რომ წასვლამდე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოასწროთ.

image


15. თავი მოუყარეთ საკუთარ ძალებს: გაარკვიეთ, დღის რომელ
მონაკვეთში შეგიძლიათ გონებრივი და ფიზიკური ძალების დაძაბვა ყველაზე მეტად და ამის მიხედვით დაგეგმეთ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები. დაისვენეთ სათანადოდ იმისათვის, რომ დაკისრებული სამუშაოს ჯეროვნად შესრულება შეძლოთ.

image


16. შეუქმენით საკუთარ თავს მოტივაცია: თავად შეასრულეთ
მხარდამჭერი ჯგუფის როლი საკუთარი თავისთვის. ეძებეთ დადებითი მარცვალი ყველაფერში.
ნუ ჩააჟინდებით პრობლემას, ეძებეთ გამოსავალი. იყავით ოპტიმისტი და კონსტრუქციული.

image


17. თავი დააღწიეთ ტექნოლოგიების ტყვეობას: ნუ გახდებით
ტექნოლოგიების მონა, გამოიყენეთ ისინი თქვენი კომუნიკაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ისწავლეთ საკომუნიკაციო ხელსაწყოების გამორთვა საჭიროების შემთხვევაში.

image


18. დაყავით ამოცანა მცირე ნაწილებად: დაყავით ნაწილებად
დიდი და რთული ამოცანა, შეუდექით მის შესრულებას ნაბიჯ-ნაბიჯ.

image


19. გაანაწილეთ დრო: დაყავით დღე დროის დიდ მონაკვეთებად
და გამოიყენეთ ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად.

image


20. იმუშავეთ ექსტრემალურ რეჟიმში: ჩამოიყალიბეთ საკვანძო
ამოცანების სასწრაფოდ შესრულების ჩვევა. დაე, ყველა გიცნობდეთ, როგორც ადამიანს, რომელიც საქმეს სწრაფად და საუკეთესოდ ასრულებს.

image


21. შეასრულეთ ამოცანა ერთი ხელის მოსმით: აირჩიეთ კონკრეტული პრიორიტეტი, შეუდექით ამოცანის შესრულებას და არ შეჩერდეთ, ვიდერ მთლიანად არ დაასრულებთ.
ეს არის სამუშაოს მაღალი ხარისხისა და ინდივიდუალური პროდუქტიულობის გამოვლენის მთავარი
პირობა.

image

დანერგეთ ცხოვრებაში ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები და ყოველდღე შეასრულეთისინი მანამ, სანამ მყარი ჩვევები არ ჩამოგიყალიბდებათ და თქვენი პიროვნების ნაწილი
არ გახდება. მომავალში თქვენ გელით წარმატება.

გააკეთეთ ეს! შეჭამეთ ბაყაყი!



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––



ასევე დაგაინტერესებთ:


"მე ვარ მალალა" - ციტატები


12 ქალი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა


20 რამ, რაც ცხოვრებაში უნდა გამოსცადოთ

1
184
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
184
  
0 1 1