x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
15 საუკეთესო ქართული სიმღერა, რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს
image

გთავაზობთ იმ 15 სიმღერის ჩამონათვალს, რომელიც ყველა ქართველს არა თუ მოსმენილი, არამედ წაღიღინებული და სიმღერიდან მინიმუმ, - ერთი სტროფი მაინც უნდა იცოდეს ზეპირად.ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმღერა საკულტოდაა ქცეული და შეისხლხორცებულია ქართულ ყოფასთან, სულთან, რელიგიასთან თუ ტრადიციებთან.რა თქმა უნდა ჩამოთვლილი სიმღერები ავტორის სუბიექტურია აზრია და შესაძლოა ამ სიაში სხვა სავსებით ღირსეულ სიმღერებიც მოხვედრილიყო, შეგიძლიათ შენიშვნა კომენტარში დაწეროთ, კიდევ რას დაამატებდით ან რას ამოიღებდით.


1)-საქართველოს ჰიმნი-საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია დავით მაღრაძე, მუსიკა ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილს, რომელიც ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ.





2)-ჩემო კარგო ქვეყანავ-ფაქტიურად საქართველოს არაოფიციალური ჰიმნი, ილია ჭავჭავაძის ლექსზე შექმნილი რევაზ ლაღიძის სიმღერა.




3)წინწყარო- გენიალური ხალხური სიმღერა კახეთის რეგიონიდან, რომელსაც ძირითადად საქართველოს ბულბულის ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით ვიცნობთ, წინწყარო საუნდტრეკად ადევს ვერნერ ჰერცოგის 1979 წლის საშინელებათა ფილმს "ნოსფერატუ-ღამის მოჩვენება"(Nosferatu the Vampyre), სიმღერა გამოყენებული აქვს ბრიტანელ მომღერალ კეიტ ბუშს ალბომში "Hounds of Love" 1985 წ. აგრეთვე ვალერი მელაძეს სინგლში "Иностранец"(2005).



4)ჩაკრულო– ქართული (ქართლ-კახური) კლასიკური, საგუნდო, პოლიფონიური სიმღერა, რომელიც "იუნესკომ" არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეიყვანა(2001 წელს).1977 წელს ილია ზაქაიძის და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული ვერსია, NASA-მ

კოსმოსში გაგზავნა.





5)-სულიკო-ყველაზე ცნობილი ქართული სიმღერა, რომელსაც მსოფლიო იცნობს, ფაქტიურად სავიზიტო ბარათი.ტექსტის ავტორია აკაკი წერეთელია, მუსიკის ავტორი — ვარინკა წერეთელი. სიმღერა დაიწერა 1895 წელს .არსებობს ამ სიმღერის რუსული, პოლონური, ინგლისური, გერმანული, ჩინური და სხვა ვერსიები.





6)ღვინოვ კახურო-ტექსტის ავტორი დავით გივიშვილი, ცანგალას არია ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერიდან "დაისი".




7)მრავალჟამიერი-ქართული ხალხური სამხმიანი სუფრული საზეიმო ხასიათის სიმღერა და სასულიერო საგალობელი.


სუფრული მრავალჟამიერი ორგვარია — სოფლური და ქალაქური. არის აგრეთვე გრძელი და მოკლე მრავალჟამიერი,

აღმოსავლეთ საქართველოში მას ხმათა ჰომოფონიურობა ახასიათებს, დასავლეთ საქართველოში — პოლიფონიური შეხამება.

ქალაქური მრავალჟამიერი წარმოიშვა XIX საუკუნეში ევროპული მუსიკისა და რუსული საეკლესიო გალობის ზეგავლენით. ამას ადასტურებს მრავალჟამიერის პოპულარული სახელწოდებები „ცეტური“, რომელიც მომდინარეობს გერმანული სამუსიკო ტერმინისაგან „ცე დურ“ (დო მაჟორი) და „ცერკოვნი(რუსულიდან)




8)თბილისო-ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ქართული სიმღერა და ყველაზე ცნობილი სიმღერა ქალაქ თბილისზე.სიმღერის ავტორია რევაზ ლაღიძე, ტექსტის ავტორი პეტრე გრუზინსკი. სიმღერა დაიწერა 1959 წელს ფილმისათვის, რომელიც თბილისის 1 500 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.პირველი საყოველთაო პოპულარობა ბერძენი მომღერლის იოვანას შესრულებით მოიპოვა.

1974 წელს ხმის ჩამწერმა სტუდიამ „მელოდიამ“ გამოუშვა ორი გრამფირფიტა ანსამბლ „ორერას“ შესრულებით, რომელშიც შევიდა სიმღერა „თბილისო". ამის შემდეგ სიმღერა იქცა საკავშირო ჰიტად. 1976 წელს ნანი ბრეგვაძემ იგი შეასრულა ფესტივალზე „სიმღერა-76“.არსებობს უამრავი ქავერ ვერსია.





9)-დიდოუ ნანა-მეგრულ-ლაზური სიმღერა, ძალზე ცნობილი და პოპულარული ჩვენს მეზობელ თურქეთშიც, მეგრული სიმღერები უმეტესად ჩონგურის თანხლებით სრულდება მელანქოლიური რიტმი და სევდა ახასიათებს.

"ნანა ნანინა“, რომელიც მეგრული სიმღერებს ლაიტმოტივად მისდევს წინაქრისტიანული ხანის ზაფხულის ქალღმერთის სახელი გახლავთ.




10)ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო(ალილო)-ალბათ ყველაზე პოპულარული წინასაშობაო ალილო საქართველოში-ტრადიციის მიხედვით შობის წინა ღამეს შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ ოჯახს და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი
მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი —სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ალილოს ტექსტებში („ოცდახუთსა დეკემბერსა“, „ჩიტი ღობეზე შემოჯდა“, „წისქვილს პური დავარიგე“ და სხვ.) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი.




11)ბინდისფერია სოფელი-ხალხური სიმღერა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთიდან, ტექსტის ავტორია მიხა ხელაშვილი.გასული საუკუნის 20-იანი წლების სახალხო პოეტი.

მოგვიანებით შეიქმნა ამ სიმღერის უფრო მსუბუქი, რომანტიული ვერსიაც.



12)ყვავილების ქვეყანა-სიღერა 1946 წელს დაიწერა, რომელიც დღემდე ერთ-ერთ უმთავრეს "მარადმწვანე" ჰიტად ითვლება ქართულ პოპ- მუსიკაში.ტექსტის ავტორი ბიძინა ფერაძე, მუსიკის ავტორი მიხეილ ჩირინაშვილი, პოპულარული ქართული სიმღერა მრავალჯერ იყო სკანდალის მიზეზი(საავტორო უფლებაზე ერთბაშად რამდენიმე ადამიანი აცხადებდა პრეტენზიას), ბოლოს ინტერნეტში სომეხი მომღერლის სერობ არჯემიანის კლიპი და სიმღერა "ჰაიასტანი" გავრცელდა, სკანდალური ის არის, რომ არჯემიანის სიმღერა ერთი-ერთში მოპარული იყო.




13) არგო-კიდევ ერთი მარადმწვანე ჰიტი "ივერიის" შესრულებით, სიმღერის ავტორები ალექსანადრე ბასილაია და ჯემალ ბაღაშვილი, ძნელად მოიძებნება ქართველი ვისთვისაც უცხო იყოს ტექსტი:"გზა დაგვილოცე, გზა დაგვილოცე, ვევედრებით ყველა წმინდა სალოცავს"

სიმღერა ძალზე პოპულარულია აგრეთვე პოსტსაბჭოთა სივრცეში.




14)შატილის ასულო-მუსიკის ავტორი ლელა თათარაიძე, ტექსტის იოსებ ლონგიშვილი, ეს ფოლკ-სიმღერა იმითაა ღირშესანიშნავი, რომ ფაქტობრივად პირველი სიმღერაა საქართველოს ისტორიაში, რომელიც დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ჩარტებში მოხვდა "ერიოსინის" გადამღერების წყალობით.მეტიც, საფრანგეთში ჩანაწერმა "ოქროს" სტატუსი შეიძინა.





15)სამშობლო(თავისუფლება)-სიმღერის ავტორები, სოსო პავლიაშვილი და ლევან გველესიანი.დამეთანხმებით, რომ სამშობლოზე უამრავი შესანიშნავი პატრიოტული სიმღერა შექმნილა და იმაშიდაც დამეთანმხებით, რომ ნამდვილად დღევანდელი გადასახედიდან პოპულარობით შეიძლება ვერც გაუთანაბრდეს მათ, მაგრამ ეს სიმღერა სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა, როდესაც საქართველო ეროვნული დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ძალზე აქტუალური იყო, რაც ყველაზე მთავარია გაიმარჯვა "იურმალას" ფესტივალზე.

50 000 მაყურებლის წინაშე შესრულებულმა "თავისუფლებამ" ნამდვილი ფურორი მოახდინა და პავლიაშვილს გრან-პრიც მოაპოვებინა.




მოამზადა არაჩანდამ







2
2923
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2923
  
2017, 26 აგვისტო, 12:44
კარგი და სასიამოვნო სტატიაა
2017, 25 აგვისტო, 15:13
ულამაზესი სიმღერებია ნამდვილად....
0 1 2