x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ქალის სურნელი
imageარსებობს თუ არა სექსუალური არომატი, რომელიც საყვარელი მამაკაცის ძლიერ ვნებას გამოიწვევს, თავბრუს დაახვევს მას, სიმშვიდეს დაუკარგავს. დიახ და არაც-რადგან არომატი კი არ აქცევს ქალს სექსუალურად, არამედ ქალი-არომატს.

ყველაზე ეროტიული პარფიუმის ქონა ისეთივე ოცნებაა, როგორიც მუდმივი ახალგაზრდობის კრემის და მომენტალური გახდომის ელექსირის. თუმცა ჩვენში ცხვირი ვერ განასხვავებს სუნის მეასედ ნაწილსაც. ადამიანები ამ ნაკლს აკომპენსირებენ პარფიუმის დახმარებით.

სუნამი ჩვენი კეკლუცობის ერთ-ერთ ფორმად გადაიქცა. თვალის და ყურისგან განსხვავებით, რომლებიც ინფორმაციას იძლევიან რეალობის შესახებ, მამაკაცის ცხვირი დიდხანს იჭერს ჰაერში აღმგზნებ ნოტებს.

არომატი თავისთავად ეროტიული არ არის, ის მხოლოდ ხაზს უსვამს მისი მატარებლის მიმზიდველობას.

-შეთქმულების თეორია-

ფერომონების თეორიის მომხრეების სამწუხაროდ, ამ ნივთიერების არსებობა და რეალური მოქმედება დამტკიცდა მხოლოდ ცხოველებში, ადამიანებში კი ამ თეორიის დამტკიცება ჯერ ვე მოხერხდა, არომატული ნივთიერების აღმქმელი ორგანოს არსებობის მიუხედავად.

არომატების უმრავლესობა, რომელიც ადრე სექსუალურად ითვლებოდა, დღეს ირონიულ ღიმილს იწვევს. ფერომონების თეორიის მიხედვით, კი სექსუალური-პარფიუმი უცვლელი უნდა იყოს დროის და მოდის მიუხედავად, უნდა აღაგზნებდეს, იტაცებდეს...

სინამდვილეში კი რეტრო არომატი მოსწონს იმ ადამიანებს, რომლებშიც ის ასოცირდება უზრუნველ ბავშვობასთან, მგზნებარე სიყვარულთან და რომანტიკულ მოგონებებთან.

-ქვეცნობიერი-

თუმცა ეროტიული ნოტები მაინც არსებობს. ადამიანური ვნებისთვის უცხოა ესთეტიკა და მას აღაგზნებს მარტივი არომატი-ცხოველური და გემოვნებითი.

სუფთა სახით ისინი იშვითად გვხვდება. ჩვენი ქვეცნობიერისთვის რეაქციის წამოსაქმნელად საკმარისია ჰომეოპათიური დოზაც. მაგრამ თუ ცხოველური სუნის მოქმედება ლიბიდოზე ლოგიკურია, მაშინ მამაკაცებს რატომ აღაგზნებთ კულინარული ნოტები? ამ კითხვაზე საპასუხოდ ევოლუციას უნდა მივმართოთ. ორ ფეხზე სიარულის დაწყებიდან ადამიანისთვის მთავარი გახდა მხედველობა. ხოლო ყნოსვა მიმართული იყო საკვების მოპოვებისკენ.

მას შემდეგ ცოტა რამ შეიცვალა. ადამიანები კვლავინდებურად რეაგირებენ გემოვნებით არომატებზე. თვით პარფიუმერიასაც გემოს მიხედვით აღვწერთ: მწარე, ტკბილი, მწკლარტე.

ასე რომ გზა მამაკაცის გულისკენ გადის არამარტო კუჭზე, არამედ ცხვირზეც.

-ძლიერი ნატურა-

რომელი ნოტები აღვივებს ვნებას? პარფიუმერული ეროტომანების სიის თავში დგას -მუსკუსი, რომელიც ხაზს უსვამს და აძლიერებს კანის სურნელს, თავბრუდამხვევად მოქმედებს მამაკაცის ყნოსვაზე. მას მიყვება ამბრა, ტკბილი თმინი და ცხოველური ცხიმი ცივეტი, რომელიც მოგაგონებთ ადამიანს სხეულის სურნელს, ასევე ფაჩული, რომელიც იდუმალებას გვაძლევს და მირა, რომელიც სიმკვეთრეს გვჩუქნის.

სექსუალურ მადას აღვიძებს სანელებლები:მიხაკი, დარიჩინი, ვანილი. აღმოსავლეთში მათ მიმოფანტავდნენ ცოლ-ქმრის საწოლის ირგვლივ.

რაც შეეხება ყვავილებს, მათში ბევრია სინაზე და უმანკოება, ხოლო ეროტიზმი ნაკლებადაა. თაიგულისთვის სექსუალურობის მისანიჭებლად მას უმატებენ გამოცდილ კომპონენტებს: ვარდს-ფაჩულის, იას-სანდალოზს და ა.შ.

ყვავილებს შორის ყველაზე მგრძნობიარედ ითვლება ფლერდორანჟი, ტუბეროზა, გარდენია და ჟასმინი.

თუმცა არომატს თავისთავად სექსუალურობა არ გააჩნია, მთავარია ვის ასხია ის, და ვინ ყნოსავს მას.

-ძირითადი ინსტინქტი-

სიყვარულისგან განსხვავებით ყნოსვა ხორციელი და შესწავლილი გრძნობაა. სურნელი არის-მფრინავი მოლეკულების და ცხვირის ყნოსვითი უჯრედების შეხვედრის ფენომენი, რაც წარმოშობს რეაქციების სერიას და მთავრდება გარკვეული ემოციების და ორგანოების აღგზნებით. აქ ყველაფერი ინდივიდუალურია. ყნოსვის უჯრედების მოქმედებაზე პასუხისმგებელია 348 გენი, ამიტომ ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ სუნზე. მაგ. ფაჩულიმ შესაძლოა თავბრუ დაგახვიოთ ან ზიზღი გამოიწვიოს.

ამიტომ არომაფსიქოლოგები არ გვირჩევენ ცდუნებისთვის მონოარომატის გამოყენებას. რაც უფრო რთულია არომაკოქტეილი, მით მეტი შანსი გაქვთ რჩეულის მოხიბვლისთვის. ზოგიერთს უყვარს რამდენიმე პარფიუმის შერევა, საკუთარი უნიკალური მიქსის შექმნა.

ფსიქოლოგების აზრით მთავარია სურნელი თავად მოგვწონდეს. დაუშვებელია ყოველგვარი პარფიუმერული დისკომფორტი. საკუთარ ყნოსვას ვერ მოატყუებ: თუ სურნელი კანის არომატთან ჰარმონიაშია, ძლიერდება სექსუალურობა, თავს კომფორტულად გრძნობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი მას უკუაგდებს.

-ქალის სურნელი-

ყველა დროში არომატი ერთ-ერთი მთავარი ეროტიული ატრიბუტი იყო. ბერძნები სუნამოს წარმოშობას უკავშირებენ აფროდიტეს. ისტორიაში შევიდა კლეოპატრას პარფიუმერული ექსპერიმენტი, რომელმაც თვით იულიუს კეისარიც დაიპყრო. შემდგომში ალქიმიკოსები ქმნიდნენ სიყვარულის გამომწვევ არომატებს, რომელშიც შედიოდა მუსკუსი, ქარვა, ვარდი... ფრინველების სისხლი.


ზოგან პარფიუმერიას საერთოდ არ აფასებენ. ესკიმოსები მხოლოდ ადამიანის სხეულის სუნს აღიარებენ:თმის, ოფლის, შარდის. მათთვის ეს უსაფრთხოების და ურთიერთობის სინონიმია.


ხალხის უმრავლესობას კი უფრო სასიამოვნო სურნელი აღაგზნებს. ოკეანიის კუნძულების მაცხოვრებლები პაემნის წინა თმას ყვავილების ზეთით იზელენ და სურნელოვან აბაზანას ღებულობენ, ნიგერიაში ქორწილამდე ერთი კვირის განმავლობაში პატარძალს განსაკუთრებულ არომატულ ზეთს უსმევდნენ.


ზოგადად სექსუალური არომატის შერჩევა ადვილია და რთულიც.


იდეალური სექს-არომატი არ და არც შეიძლება არსებობდეს. ყველაფერი ინდივიდუალურია, ყველაფერი სუბიექტურია, ყველაფერი დამოკიდებულია განწყობაზე, წელიწადის დროზე, კანის ტიპზე და ბევრ სხვა ნიუანსზე. რჩეულზე ეშმაკურად გადახლართული ნოტების ზეგავლენას წინასწარ ვერ გათვლით.


სწორედ ამაში მდგომარეობს მუდმივი ინტრიგა, რისი მეშვეობითაც ყოველ თვე ახალ არომატს ვიღებთ, რომლებიც ყველაზე სექსუალური სურნელის პრეტენდენტები ხდებიან.






12.01.2010
0
232
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0