x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ესპანელმა მესაზღვრეებმა მანქანის იატაკში მოწყობილი სამალავიდან ოთხი არალეგალი ამოიყვანეს

image აფრიკის კონტინენტიდან და რიგი არაბული ქვეყნებიდან ბევრი ცხილობს ევროპაში მოხვედრას და ამისათვის ყოველგვარ ღონეს მიმართავენ, ნაწილი ცდილობს გასაბერი ნავებით მიაღწიოს რომელიმე ევროპული ქვეყნის სანაპიროს ან რომელიმე ევროპული ქვეყნის კუნძულს, რა დროსაც უამრავი ადამიანი ხვდება საზღვაო კატასტროფის მსხვერპლი და რომ არა ისევ სანაპირო დაცვის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მსხვერპლი ბევრად მეტი იქნებოდა.
ევროპაში მოხვედრის მსურველთა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება, ევროპაში მოსახვედრი ხერხებიც. ესპანურ ანკლავ მელილიუში, რომელიც მაროკოს ესაზღვრება ესპანელი მესაძღვრეების სპეციალურად გაწვრთვნილმა ძაღლებმა მანქანაში, რომელშიც თითქოს არაფერი იყო განსაკუთრებული 4 არალეგალი აღმოაჩინეს, რომლებიც ცდილობდნენ ესპანეთში არალეგალურად შეღწევას.
არალეგალები მანქანის იატაკზე საგანგებოდ მომზადებულ სამალავებში იყვნენ ჩამალულები და ესპანელ მესაზღვრეებს სამაშველო სამსახურის გამოძახებამ მოუწიათ მანქანის დასაშლელად და არალეგალების ამოსაყვანად.
მინივენში აღმოჩნდა 3 მამაკაცი და ერთი ქალი. როგორც აღმოჩნდა მძღოლი მამაკაცი და მისი თანამზრახველი მგზავრი გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ დაპირდნენ არალეგალებს, რომ მაროკოდან ესპანეთში გადაიყვანდნენ, ასე მოხვდა მინივენის იატაკში მოწყობილ სამალავებში სამი ახალგაზრდა მამაკაცი გვინეიდან და ახალგაზრდა ქალი კონგოდან. მძღოლი და მისი თანამძრახველი მგზავრი დაკავებული არიან ხოლო არალეგალების საქმე განხილვის პროცესშია.
image
მექსიკელი არალეგალი, მიკროავტობუსის სავარძელში "ჩაკერილი" აღმოაჩინეს საზღვარზე

3
235
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
235
  
2017, 12 ივლისი, 12:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2017, 11 ივლისი, 22:48
მართალი ხარ. ერთხელ იბადება ადამიანი და ცხოვრება რაშიც ამათ უწევთ ცხოვრება, ცხოვრება არაა.
2017, 11 ივლისი, 20:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3