x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ განიცადა კატასტროფა ყველაზე კომფორტულმა და სწრაფმა ფრანგულმა ლაინერმა "ნორმანდიამ" ნიუ-იორკის ნავმისადგომზე

image
1942 წლის 9 თებერვალს ნიუ-იორკის ნავმისადგომზე ჩაიძირა იმ დროის ყველაზე თანამედროვე და ყველაზე სწრაფი, ფრანგული სამგზავრო ლაინერი, რომელსაც დაამყარა მსოფლიო რეკორდი ჩრდილოეთ ატლანტიკის გადაცურვაში, რომელიც მან გადაცურა 4 დღეში, 3 საათსა და 25 წუთში.
1930 წელს ფრანგულმა კომპანიამ "Compagnie Générale Transatlantique" მიზნად დაისახა შეექმნა საფლაგმანო ლაინერი ტრანსატლანტიკური რეისებისათვის, რომელიც საშუალებას მისცემდა ფრანგებს კონკურენცია გაეწიათ ბრიტაბული გიგანტებისათვის "Cunard Line" და "White Line", რომლებიც იმ დროისათვის კიდერები იყვნენ გემთმშენებლობაში.

ფრანგებმა გემის ბაზად აიღეს რუსი ინჟინრის ვლადიმირ იურკევიჩის (რომელიც წარმოშობის ბელორუსი იყო) პროექტი, რომელსაც იმ დროისათვის უანალოგო ჰიდროდინამიური მაჩვენებლები ჰქონდა.
1931-წლის იანვარში დაიწყო გემის წარმოება, რომელიც 1935 წლის გაზაფხულზე დასრულდა. იმავე წელს გემი დოკიდან წყალში ჩაუშვეს და ტესტურ რეჟიმში მოაწყვეს ცურვა რამდენიმე დღის განმავლობაში. გემმა სატესტო რეჟიმი საუკეთესო მაჩვენებლებით დაასრულა და ის მიღებულ იქნა სამოქალაქო ფლოტში.

image
იმ დროისათვის ყველაზე კომფორტული და ფეშენებელური ლაინერი ასრულებდა ტრანსატლანტიკურ რეისებს მანამ, სანამ ევროპის თავზე შავი ღრუბელი არ მოგროვდა გერმანული ნაციზმის სახით.
ლაინერი ღუზაზე დააყენეს ნიუ-იორკის ნავმისადგომზე 1939 წლის 31 აგვისტოს.
ომის დაწყებიდან მალე საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ ფრანგული ლაინერი "ნორმანდია" დაპატიმრებულ იქნა ამერიკული სანაპირო დაცვის მიერ და ის მიღებულ იქნა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში, მალევე დაიწყო მისი გადაიარაღება სატრანსპორტო ხომალდად, რომელიც იდეაში გამოყენებული იქნებოდა სადესანდო ფუნქციით. გემს სახელი გადაარქვეს და მას "ლაფაიეტი" უწოდეს.

თუმცა ლაინერს ახალი ფუნქციის ნავმისადგომიდან გასვლა არ ეწერა, გემზე მიმდინარე გემის გადაკეთების პროცესში შემდუღებელმა, რომელმაც არ დაიცვა უსაფრთხოების წესები, ცეცხლი წაუკიდა გემის სამაშველო ჟილეტების კარადას, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა გემზე, რადგან მაშინ გემებზე სახანძრო სამსახური არ იყო, ხოლო ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები რემონტის გამო გამორთული იყო. სხანძრო მანქანები ადგილზე 12 წუთში გამოცხადდნენ, მაგრამ მათ ვერ შესძლეს ლაინერზე ასვლა ერთი მიზეზის გამო, ლაინერის ტრაპებიდან მუშები ჩამორბოდნენ რამაც მეხანძრეებს გემზე ასვლის საშუალება არ მისცა.

როცა მეხანძრეებმა შესძლეს გემზე ასვლა და ხანძრის ჩაქრობა დაიწყეს, ვერ შესძლეს იმ განყოფილებაში შესვლა, სადაც ხანძარი მძვინვარებდა და შორი მანილიდან დაიწყეს წყლის ჭავლის მიშვება ხანძრის კერის მიმართულებით, რამაც წყლის მასის გემის ერთ მხარეს დაგროვება გამოიწვია, გემმა გადახრა დაიწყო ერთ მხარეს. გემის საშველას მივიდა გემის მთავარი კონსტრუქტორი, რომელმაც მაშველებს მოუწოდა გაეღოთ გენის წყალქვეშა წყალსადინარები, რაც გემს გასწორების საშუალებას მისცემდა, მაგრამ მას არავინ დაუჯერა, რის შედეგადაც გემი ჯერ გვერდზე გადაწვა, შემდეგ კი მთლინად ამოყირავდა.

imageimageimage






0
146
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
146