x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აი როგორ იჭერენ მსოფლიოში ერთერთ ყველაზე შხამიან ჩხრიალა გველს, სწრაფად და მარტივად

image
დედამიწაზე უხვადაა წარმოდგენილი შხამიანი ქვეწარმავლები, კავკასიიდან ამერიკამდე თითქმის არაა სახელმწიფო, სადაც გველის რომელიმე სახეობა არ ბინადრობდეს, ზოგან ძლიერ შხამიანი, ზოგან სუსტი შხამის მქონე და ზოგანაც უშხამო.

შხამიანი გველების ჩამოთვლას არ დავიწყებ, რადგან ეს ასე თუ ისე ყველამ იცით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბინადრობს დედამიწაზე ერთერთი ყველაზე შხამიანი გველი, რომელსაც კუდის თავისებურების გამო ჩხრიალა გველს ეძახიან. გველი საფრთხის დანახვისას ან როცა მსხვერპლს ესხმის თავს კუდს აქანავებს სწრაფი ტემპით, რაც ჩხრიალის ხმას გამოსცემს კუდის თავისებური აგებულების გამო.

ჩხრიალა გველი გველგესლების სახეობას მიეკუთვნება, მისი განსახლების არეალი მოიცავს სამხრეთ-დასავლეთ ამერიკას და მექსიკას.
სტატისტიკით ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 7000-8000 ადამიანს კბენს შხამიანი გველი, მათ შორის გარკვეული ნაწილი იღუპება დაგვიანებით აღმოჩენილი დახმარების ან თანამდევი დაავადებების გამო.

მთავარია ადამიანს დახმარება გაეწიოს პირველი 6 საათის განმავლობაში ჩხრიალა გველის კბენის შემდეგ, შემდეგ კი ადამიანის ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები იწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩხრიალა გველი ძალიან შხამიანია, მის მიერ დაკბენილი ადამიანის გადარჩენის შანსი ძალიან მაღალია, რადგან ვაქცინა, რომელსაც ჩხრიალა გველის ნაკბენისას იყენებენ ძალიან ეფექტურია.

ზოგადად ჩხრიალა გველი ადამიანს იშვიათად ესხმის თავს, როგორც წესი ის თავს მაშინ ესხმის ადამიანს, თუ მას ახლოს მისვლის გამო საფრთხედ აღიქვამს.

არსებობს ჩხრიალა გველის დაჭერის ორი ხერხი.
1. მარტივი, მაგრამ საფრთხის შემცველი.
2. მარტივი, მაგრამ უსაფრთხო.

1 მეთოიდი



2, მეთოდი

0
802
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
802