x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იცოდით, რომ რუსული ბანქოს თითოეული ნახატი რეალური პიროვნება იყო საიმპერატორო კარიდან?

image
რუსული ბანქოს დასტაში არსებული სათამაშო ქაღალდზე ნახატების სახით გამოსახული "ვალეტი", "დამა", "მეფე" სულაც არ ყოფილა მხატვრის ფანტაზიის ნაყოფი, თითოეული მათგანი რეალური პიროვნება აღმოჩნდა რუსეთის საიმპერატორო კარზე ჩატარებული ბალ-მასკარადიდან.


1903 წელს საიმპერატორო ზამთრის სასახლეში ჩატარდა ბალ-მასკარადი, სადაც მონაწილეობას იღებდა რუსეთის ელიტარული საზოგადოება, ღონისძიება იმდენად კოსტუმირებული და სანახაობრივი უნდა ყოფილიყო, როგორიც მანამდე არასდროს ყოფილა რუსეთის ისტორიაში. შესაბამისად თითოეულმა მონაწილემ შეაკერინა სპეციალურად ტანსაცმელი ამ ღონისძიებისათვის, მონაწილეებმა გამოიყენეს ყველაზე ძვირფასი საიუველირო ნაკეთობები რაც კი გააჩნდათ.

კოსტუმირებული ბალის მონაწილეების გადაღება რუსეთის იმპერატორის მეუღლის სურვილი იყო, ღონისძიების გადასაღებად მოიწვიეს საუკეთესო ფოტოგრაფები, რომლებსაც უნდა გადაეღოთ თითოეული მონაწილე.
როგორც შემდეგ იმპერატრიცა ალექსანდრას მხლებელი ახალგაზრდა ქალი ბარონესა სოფია კარლის ასული ბუკსგევდენი წერდა: "ღონისძიების მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თავის წარმოჩენაში საგანგებოდ შეკერილი ტანსაცმლით და ძვირფასეულობით, ცეკვავდნენ ძველ რუსულ ცეკვებს, ამ დროს არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ რუსეთის თავზე შავი ღრუბლები იკრიბებოდა მასობრივი გამოსვლების სახით, არც შორეულ აღმოსავლეთში იყო სიმშვიდე, მაგრამ საიმპერატორო კარი მხოლოდ დროსტარებით იყო დაკავებული და არავინ ფიქრობდა ხვალინდელ დღეზე.


ღონისძიებამ ბრწყუნვალედ ჩაიარა, იმპერატრიცა თავად მიესალმა მონაწილეებს და კარგი დროსტარება უსურვა.


ღონისძიების თითოეული მონაკვეთი ფოტოგრაფებმა გადაიღეს, რათა მონაწილეების შთამომავლებს დარჩენოდათ გარდასულ დღეთა შესახებ წარმოდგენა".

აღნიშნული ღონისძიების აღსანიშნავად გადაწყდა ბანქოს დასტის გამოშვება, ესკიზები 1911 წელს მიაწოდეს მაინის-ფრანკფურტში არსებულ სათამაშო ქაღალდების ქარხანას, რომელიც "დონდორფის" ბრენდით უშვებდა სათამაშო ქაღალს და სამორინეებისათვის სპეციალურ მოწყობილობებს, ესკიზები დამუშავებული სახით დაუბრუნეს რუსეთს, სადაც საიმპერატორო ბანქოს მწარმოებელმა ქარხანამ დაიწყო მისი წარმოება.

და მაინც, ვინაა ასახული ბანქოს დასტის ნახატებში?

გულის "ვალეტი"-ნიკოლაი ვოლკოვი, დიდი თავადის, გენერალ-ადიუტანტ ალექსი ალექსანდრეს ძის ადიუტანტი, პრეოპრაჟენსკის პოლკის ლეიტენანტი.

აგურის "ვალეტი"-დიდი თავადი ანდრეი ვლადიმერის ძე.

ჯვრის "ვალეტი"-დიდი თავადი მიხაილ ალექსანდროვიჩი
ყვავის "ვალეტი"— ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ბეზაკი, როტმისტრი, ესკადრონის მეთაური.

გულის "დამა" —დიდი თავადის ქალი ქსენია ალექსანდრეს ასული.
აგურის "დამა"— გრაფინია ალექსანდრა დიმიტრის ასული ტოლსტაია, მისი საიმპერატორო უდიდენულესობის იმპერატრიცის თანხმლები ქალი.
ჯვრის "დამა"-დიდი თავადის ქალი ელიზავეტა ფედორის ასული
ყვავის "დამა"-დიდი თავადის ქალი ზინაიდა ნიკოლოზის ასული იუსუპოვა.
გულის "მეფე"-იმპერატორი ნიკოლოზ.
აგურის "მეფე"-ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე გარტუნგი, მოქმედი საიმპერატორო მრჩეველი.
ჯვრის "მეფე"-გრაფი მიხაილ ნიკოლოზის ძე გრაბე.
ყვავის "მეფე"-ამ შემთხვევაში რეალური პიროვნება ბალ-მასკარადიდან არაა გამოყენებული, ნახატის პროტოტიპია ლიტოვჩენკოს ნახატის "ინგლისელი ელჩი" პერსონაჟი.
0
213
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
213