x
image
გემი დალანდი
მკურნალობის 5 მეთოდი ბებიებისგან,რომლებიც ჯანმრთელობას ვნებენ
image

როგორც ჩვენი ბებიები გვარწმუნებენ ეს მეთოდები ყველასთვის ხელმისაწვდომია და რაც მთავარია ეფექტური, მაგრამ არც ასეა საქმე. ზოგიერთმა ხალხურმა საშუალებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას.


ზეთი დამწვრობის დროს

ალბათ გსმენიათ, რომ დამწვარზე ზეთი უნდა წაისვათ. არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ ასე. ნებისმიერი დამწვრობა მაშინვე უნდა გააგრილოთ ცივი, ონკანის წყლით. თუ დამწვრობას ზეთს წაუსვამთ, ქსოვილი ვეღარ გაგრილდება, ტემპერატურა მოიმატებს და შესაბამისად დამწვრობაც გაძლიერდება.



თავის გადაწევა ცხვირიდან სისხლდენის დროს

თავის უკან გადაწევისას სისხლი საყლაპავსა და კუჭში მოხვდება, რამაც შესაძლოა ღებინება გამოიწვიოს. ამ დროს უნდა დაჯდეთ და წინ გადაიხაროთ, ცხვირზე კი ცივი საფენი დაიდოთ, თუ სისხლდენა დიდხანს გრძელდება ექიმს უნდა მიმართოთ.


იოდი და ბრილიანტის მწვანე ყველა შემთხვევისთვის

image

ამ საშუალებებით მხოლოდ ნაკაწრები და პატარა ჭრილობები უნდა დაამუშაოთ, ისიც-ჭრილობის გარშემო ქსოვილი და არა უშუალოდ ჭრილობა!წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქსოვილი დააზიანოთ და შეხორცების პროცესი შეაჩეროთ.


კარტოფილის ინჰალაცია ხველის და სურდოს დროს

image

დიდი შანსია, რომ ამ პროცედურის დროს სასუნთქი გზები ან თვალის გარსი დაიზიანოთ ცხელი ორთქლით, ხოლო მაღალი ტემპერატურა თუ გაქვთ შესაძლოა გონებაც დაკარგოთ.


სოდა გულძმარვის დროს

image

სოდის მიღების შემდეგ კუჭის სიმჟავის დონე ნამდვილად იწევს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გაორმაგებულად გამოიყოფა და კუჭის კედლებს სერიოზულად აზიანებს.ეს პირდაპირი გზაა საჭმლისმომნელებელი სისტემის დასაავადებლად.

0
128
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0