x
image
გემი დალანდი
10 ყველაზე გავრცელებული მითი გაციებაზე, რომელიც დროა, დაივიწყოთ
image

ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ მწვავე რესპირატორულ ვირუსული ინფექციებით მხოლოდ ერთხელ შეიძლება დაავადდე სეზონზე, ზოგს სჯერა, რომ ამ დროს ანტიბიოტიკები ეფექტურია. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გაციებაზე მრავალ ახალ ფაქტს შეიტყობთ და გეცოდინებათ, რა არის მითი და რა სინამდვილე.


მითი 1: გაციება შეიძლება გრიპში გადავიდეს

imageმწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს და გრიპს სხვადასხვა ვირუსი იწვევს, ამიტომ შეუძლებელია, რომ ერთი დაავადება მეორეში გადავიდეს. ადრეულ ეტაპებზე ადამიანები ვერ ანსხვავებენ გაციებასა და გრიპს. აი, ასე გაიგებთ, გაციებაა თუ გრიპი:


1.გაციება თანდათანობით იწყება და მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:ყელის ტკივილი, უხვი გამონადენი ცხვირიდან, ციება. ადამიანი დაახლოებით 5 დღის განმავლობაში გრძნობს თავს შეუძლოდ.

გრიპი კი მყისიერად ვითარდება და თავის ტკივილი, სხეულში მტვრევა და საერთო სისუსტე ახასიათებს.

2. გაციების დროს სხეულის ტემპერატურა ან საერთოდ არ იმატებს, ან 38 გრადუსამდე მერყეობს. გრიპის დროს აღინიშნება ტემპერატურის მკვეთრი მატება, 39 და მეტი გრადუსი.

3.ცემინება გაციების ნიშანია, გრიპს ასეთი სიმპტომი არ ახასიათებს.


მითი 2: გაციების მკურნალობა ანტიბიოტიკებით შეიძლება

imageანტიბიოტიკები ვირუსების წინააღმდეგ უძლურნი არიან, რადგან ვირუსები ბაქტერიებისგან განსხვავდებიან. ასეთ დროს ანტიბიოტიკის მიღებას არათუ სარგებლის, არამედ ზიანის მიყენება შეუძლია: სიმპტომები არ ალაგდება და ვირუსი თქვენს ორგანიზმში უფრო გამრავლდება.

ასევე არ ღირს ანტიბიოტიკის მიღება “ყოველი შემთხვევისთვის" პრინციპით. ასე მხოლოდ იმუნიტეტს დაისუსტებთ და ხელსაყრელ პირობებს შეუქმნით ვირუსს უფრო მეტად გააქტიურებისა და გამრავლებისთვის. ამასთან, იმატებს რისკი, რომ მომავალში, როცა ნამდვილად საჭირო იქნება ანტიბიოტიკის მიღება, მათ ეფექტი აღარ ექნებათ.


მითი 3: გაციება შეიძლება არ განიკურნოს

imageჩვეულებრივ, გაციების სიმპტომები 3 დღეს გრძელდება. თუმცა, თუ დაჯდებით და დაუცდით, როდის გაივლის თავისით, ეს ვადა შესაძლოა ერთ თვემდე გაიზარდოს და გართულებებიც მოჰყვეს. ყურადღება მიაქციეთ და კარგად დაიმახსოვრეთ: დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო, თუ გაციების დროს შეამჩნევთ, რომ სუნთქვა გიჭირთ.


მითი 4: გაციება არაა საკმარისი მიზეზი, რომ ბიულეტენზე გავიდეთ

imageბევრ ადამიანს გმირულად გადააქვს გაციება სამუშაო ადგილას, სამსახურში. ასეთი მოსაზრებაც კი არსებობს, რომ თუ არ მოეშვებით, დაავადება უფრო სწრაფად გაივლის. სინამდვილეში, ასე გამოჯანმრთელების პროცესი მხოლოდ იწელება. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, სახლში იყოთ პირველ 2 დღეს და შემდეგ დაბრუნდეთ სამსახურში. ამასთან, გაციების პირველ დღეებში ადამიანი ვირუსმატარებელია და სხვებსაც გადასდებს.


მითი 5: გაციების დროს მხოლოდ და მხოლოდ უნდა იწვეთ

imageსაწოლში დიდხანს ყოფნამ შესაძლოა ბრონქიტი და პნევმონიაც კი გამოიწვიოს. ამასთან, ხანგრძლივად წოლა ქვედა კიდურებში სისხლის შეგუბებას იწვევს. რა თქმა უნდა, ამ დროს სპორტდარბაზში სირბილი არ შეიძლება, მაგრამ ზომიერად აქტივობა მხოლოდ სასარგებლოა.


მითი 6: ცივმა ჰაერმა შესაძლოა გაციება გამოიწვიოს

imageერთადერთი ალბათობა გაციებისა ისაა, რომ ვირუსი “დაიჭიროთ", მისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს, გახურავთ თუ არა ქუდი. თუ ცივ ქარს და მინუს ტემპერატურას ადანაშაულებთ იმაში, რომ ხშირად ცივდებით, ეს იმის გამო ხდება, რომ მშრალი ჰაერი თქვენს ლორწოვან გარსს აშრობს და ვირუსი ადვილად აღწევს ორგანიზმში.


მითი 7: თუ ქუჩაში სველი თავით გახვალთ, აუცილებლად გაცივდებით

imageისევე, როგორც ცივი ჰაერი, ასევე წვიმა და ვერც სველი თმა გახდება თქვენი გაციების მიზეზი. ვირუსის “აკიდების" სამი გზა არსებობს: ჰაერ-წვეთოვანი, ჰაერ-მტვროვანი და საყოფაცხოვრებო. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ ვირუსები საკმაოდ სიცოცხლისუნარიანები არიან.

შენობაში, სხვადასხვა ზედაპირებზე ისინი 7 დღემდე ცოცხლობენ.

სამოსზე, ავეჯის გადასაფარებელსა და ქაღალდზე - დაახლოებით 12 საათს.

ხელებზე - რამდენიმე წუთიდან ერთ საათამდე.

კარის სახელურებზე - 6 საათამდე.

მაგრამ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ორგანიზმის გაციება იმუნიტეტს ასუსტებს და ჩვენი ორგანიზმიც უფრო მოწყვლადი ხდება ვირუსებისთვის, სწორედ ამიტომ გვირჩევენ მშობლები და ექიმები თბილად ჩაცმას სიცივეში.


მითი 8: გაციება სეზონზე მხოლოდ ერთხელ შეიძლება

imageორი სიახლე გვაქვს, კარგი და ცუდი. კარგი ისაა, რომ ადამიანი იმუნიტეტს გამოიმუშავებს იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომლითაც ავად იყო და ცუდი კი ისაა, რომ ვირუსების 200-მდე სახეობა არსებობს. ამიტომ, შესაძლოა სეზონზე რამდენჯერმე გახდეთ ავად.


მითი 9: გაციება შეიძლება ერთ დღეში მორჩეს

imageარიან ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ თუ წამლების დიდ დოზას მიიღებენ, მეორე დღესვე კარგად იქნებიან. ეს ძალიან საშიში მითია. ნებისმიერ ორგანიზმს, რომელშიც ვირუსი დასახლდა, გარკვეული დრო სჭირდება ძალების აღსადგენად. წამლები მხოლოდ ხსნიან სიმპტომატიკას და აძლიერებენ გულის დატვირთვას, რაც სერიოზული საფრთხეა. ყურადღება მიაქციეთ პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებს. დიდი დოზით მიღებისას შესაძლოა თირკმლების უკმარისობა განვითარდეს.


მითი 10: აუცილებელია, მკურნალობა ბოლო დღემდე გაგრძელდეს

imageგაციების თანამდევი ხველა და სურდო შესაძლოა 4 კვირამდე გაგრძელდეს. თუ თავს კარგად გრძნობთ, შეგიძლიათ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეთ, არ ღირს მთელი ეს 4 კვირა გამუდმებით წამლების მიღება და შინ ჯდომა.

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0