x
image
გემი დალანდი
13 რჩევა, თუ როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი პური
image

ჩვენი წინაპრები პურს ენერგიის და ჯანმრთელობის წყაროდ თვლიდნენ. დღესაცახალგამომცხვარი პურის სურნელი ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავს და მადას უღვიძებს, თუ, რა თქმა უნდა, პური ხარისხიანი ინგრედიენტებითაა გამომცხვარი.

იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ იმაში, რომ ხარისხიანი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პური შეარჩიოთ.


1. ფერი


imageთუ დაჭრილ პურს ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ რბილობის შეფერილობას. ქათქათა თეთრი ფერი იმაზე მიუთითებს, რომ მწარმოებელი მათეთერებელს იყენებს ფქვილში და ასეთი პური ძალიან ცოტა უჯრედისს შეიცავს. ხარისხიანი პურის შეფერილობა სპილოსძვლისფერი უნდა იყოს.

შავ პურს უპირატესობა აქვს თეთრთან შედარებით. მასში გაცილებით ნაკლები კალორიაა, მოიხმარენ ის ადამიანები, რომელთაც წონაში დაკლება სურთ ან დიაბეტი აქვთ. შავი პურის იდეალური შეფერილობა-მუქი ყავისფერი უნდა იყოს. უფრო მუქი შეფერილობა იმაზე მიუთითებს, რომ მწარმოებელი საღებავებს იყენებს.

რაც შეეხება ქერქის ფერს, მისი შეფერილობა ღია ყავისფრიდან ოქროსფრამდე მერყეობს. ნუ იჩქარებთ ისეთი პურის ყიდვას, რომლის ქერქსაც მაცდური კარამელისფერი შეფერილობა აქვს. ასეთ შეფერილობას ქერქი შაქრის კარამელიზაციის შედეგად იღებს, ამიტომ, თუ არ გინდათ სისხლში შაქრის დონემ აიწიოს, უარი თქვით ისეთ პურზე, რომლის ქერქიც მუქი კარამელისფერი შეფერილობისაა.

image


2.გარეგნული იერი

imageზოგჯერ მწარმოებლები ცომში გამაფხვიერებელს და გემოს გამაძლიერებლებს უმატებენ. თუ ხედავთ, რომ პურს ბევრი ნასვრეტი აქვს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ფქვილი უხარისხოა და მასში სხვადასხვა დანამატებია შერეული. შეამოწმეთ პური ადვილად: დააწექით თითით რბილობს, თუ პირვანდელი ფორმა დაიბრუნა ე.ი. პური ხარისხიანია. რა თქმა უნდა, იმის შეხსენება არ გვჭირდება, რომ ეს ექსპერიმენტი მაღაზიაში შეუფუთავ პურზე არ უნდა ჩაატაროთ )

უხარისხო პურზე მიუთითებს ბრტყელი ქერქი მქრქალი ლაქებით. ასეთ პურს, დიდი ალბათობით, მჟავე გემო ექნება. პურის გულისგან ცალკე აშრევებული ქერქი იმის მანიშნებელია, რომ დამჟავებული ცომიდან ნახშირმჟავა აირი ამოდის და ქერქის აშრევებას იწვევს. ამიტომ, თუ პურში სიცარიელე აღმოაჩინეთ-ეს ნიშნავს, რომ ის უხარისხოა. გარედან ასეთი პურის ამოცნობა უსწორმასწორო ქერქით შეგიძლიათ. დიდი ფორები ზედმეტი ნესტისა და არათანაბარი აორთქლების შედეგად წარმოიქმნება. ამავე მიზეზით ჩნდება პურში ფხვიერი ადგილები, თითქოს ფქვილი ყრია.


3.სარგებელი

imageზოგჯერ პურის შეფუთვაზე წარწერაა “მსხვილად დაღეღილი მარცვლისგან". მსხვილად დაღერღილი მარცვლეულისგან დამზადებული პური გაცილებით სასარგებლოა, რადგან მასში მეტი უჯრედისია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და სიმსუქნეს არ იწვევს. თუმცა, მხოლოდ ეტიკეტს ნუ ენდობით. წაიკითხეთ ინგრედიენტებიც: თუ მსხვილად დაღერღილი ფქვილი ჩვეულებრივი საცხობი ფქვილის შემდეგ წერია ე.ი. პური არც ისე სასარგებლოა.

გამოაცალკევეთ პურიდან მსხვილად დაღერღილი მარცვალი. თუ მარცვალი ადვილად შორდება-პური კარგი ხარისხისაა. ასეთი პურის შეფერილობა მონაცრისფრო-ყავისფერი უნდა იყოს, რბილობში ცოტა ფორები ჰქონდეს და თვითონ პურიც მძიმე უნდა იყოს.


4. ახალია?

თუ შეფუთვაზე 72 საათზე მეტი დროა შენახვის ვადად მითითებული, გახსოვდეთ, რომ ასეთ პურში სტაბილიზატორები და კონსერვანტებია დამატებული, რომ დიდხანს შეინახოს.

ზოგიერთი მსხვილი საწარმოები კი უკვე ხვალინდელი დღის თარიღს სვამენ ხოლმე ეტიკეტებზე, მყიდველს კი ჰგონია, რომ იმ დღეს გამომცხვარ პურს ყიდულობს.

გახსოვდეთ, პურის ვადა 3 დღეზე მეტი არ უნდა იყოს.


5.შეფუთვა

imageპოლიეთილენის შეფუთვა არც თუ ისე უსაფრთხოა. მასში შეფუთული პური თავის თვისებებს კარგავს, ქერქზე კი შესაძლოა ობი გაჩნდეს, რადგან ცელოფნის შეფუთვაში პური “ვერ სუნთქავს" და სათბურის ეფექტი წარმოიქმნება. ზოგჯერ ასეთ შეფუთვაში წყლის წვეთებიც კი შეიძლება შეამჩნიოთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ პურს გაცივება არ აცალეს და ისე შეფუთეს. ასეთი პური უსაფრთხო ნამდვილად არაა.

შეფუთვის ოპტიმალური ვარიანტია ქაღალდის დახურული შეფუთვა, რომელსაც ნატურალური, ცელულოზისგან დამზადებული ცელოფნის “ფანჯრები" აქვს და მავნე მინარევებს არ შეიცავს. ქაღალდის შეფუთვა გაცილებით ეკოლოგიურია, მასში მოთავსებული პური არ ნესტიანდება და არც რეზინისებრი ხდება.


6.სუნი

imageთუ პურს უსიამოვნო სუნი აქვს, ეს უკვე საკმარისი მიზეზია, რომ თავი შეიკავოთ მისი ყიდვისგან, ხოლო თუ სუნი საერთოდ არ აქვს-ეს ნიშნავს, რომ ცომი ჯერ კარგად არ იყო გაფუებული და ისე გამოაცხვეს.




0
275
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0