x
მეტი
  • 23.10.2017
  • სტატია:70255
  • ვიდეო:323101
  • სურათი:424458
19 უცნობი ფაქტი კოცნის შესახებ

image

კოცნა-ადამიანის გრძნობების ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა. გაგაცნობთ საინტერესო ფაქტებს კოცნის შესახებ, რომელთა შესახებ შესაძლოა არც გსმენიათ.


1.კოცნის დროს ადამიანთა უმრავლესობა თავს მარჯვნივ ხრის. ეს “მიმართულება" ადამიანში ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას ყალიბდება, როცა ნაყოფი თავს მარჯვნივ ან მარცხნივ ხრის.

2.ადამიანებს, რომლებიც კარგად კოცნიან, გაცილებით მყარი ურთიერთობები აქვთ.

3.კოცნის დროს გამომუშავდება ენდორფინი და ოქსიტოცინი, რომლებიც თავს ბედნიერად გვაგრძნობინებენ და სტრესის დაძლევაში გვეხმარებიან.

4.ტუჩებზე 10 000-მდე ნერვული დაბოლოებაა, ამიტომაცაა კოცნა სასიამოვნო.

5.კოცნას შეუძლია სიცოცხლის გახანგრძლივება.

6.კაცს შეუძლია ქალს კოცნით ტესტოსტერონი გადასცეს, რაც მათ ლიბიდოს აძლიერებს.

7.ტერმინს “ფრანგული კოცნა" ფრანგები 2013 წლამდე არ აღიარებდნენ.

8.კოცნით 80 მლნ-მდე მიკრობის გაცვლა ხდება, ანუ უფრო მეტის ვიდრე საზოგადოებრივ ტუალეტშია.

9.მაგრამ ეს მხოლოდ დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.

10.კოცნის ყველაზე ადრეული მოხსენიება ჩვ.წ.აღ-მდე მე-5 საუკუნით თარიღდება.

11.ყველაზე ხანგრძლივი კოცნა 58 საათი, 35 წთ და 58 წამი გრძელდებოდა.

12.მეცნიერებას კოცნის შესახებ ფილემატოლოგია ეწოდება.

13.კოცნა ყველა კულტურაში არაა მიღებული, თუნდაც ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.

14.ნეფე-პატარძლის კოცნას ქორწილში ადრე ხელისმოწერის მნიშვნელობა ჰქონდა.

15.ცხოველებმაც იციან კოცნა, მაგრამ ადამიანების მსგავსად მხოლოდ შიმპანზეები კოცნიან.

16.ხანგრძლივ, ვნებიან კოცნაში სახის 34 კუნთი მონაწილეობს.

17.კოცნის დროს წამში 5 კალორია იწვის.

18.კოცნა არტერიულ წნევას ზრდის და გული გვიჩქარდება.

19.და ბოლოს, კოცნას ისეთი უსიამოვნების მოტანაც შეუძლია, როგორიცაა ჰერპესი.

0
396
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0