x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სტომატოლოგებმა მამაკაცური "ღირსება" რომელზეც ჩინელ მამაკაცს ქანჩის გასაღები ჰქონდა წამოცმული ერთსაათიანი მუშაობის შედეგად "გაანთავისუფლეს"

image სტატია რომელიც მინდა ახლა შემოგთავაზოთ თქვენში ღიმილსაც გამოიწვევს და გაკვირვებასაც, რადგან მისი მთავარი "გმირი" აშკარად იმსახურებს ორივეს.
გვიან ღამით ჩინეთის პროვინცია ჟეცზიანის ერთერთ საავადმყოფოში მივიდა 37 წლის ჩინელი მამაკაცი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა საკუთარი მამაკაცური "ღირსებისათვის" მოეშორებინა მასზე წამოცმული ქანჩის გასაღები.
ექიმებმა როგორც კი დაინახეს ქანჩის გასაღების რგოლში "გაკვეხებული" და უზომოდ გასიებული მამაკაცური "ღირსება" გადაწყვიტეს სასწრაფოდ გაეკეთებინათ მამაკაცისათვის ოპერაცია, თუმცა წესისამებრ მოითხოვეს ჯერ მამაკაცის ოჯახის წევრებს მიეცათ თანხმობა ოპერაციის დასაწყებად და ეს საჭირო დოკუმენტებზე ხელის მოწერით დაედასტურებინათ.
დაურეკეს პაციენტის ოჯახის წევრებს და გააცნეს შექმნილი ვითარება, მამაკაცის მშობლებმა საავადმყოფოს თანამშრომელს თანხმობა განუცხადეს საავადმყოფოში მისვლაზე, მაგრამ რატომღაც არ მივიდნენ.
განმეორებითმა დარეკვამაც შედეგი არ გამოიღო და სამედიცინო პერსონალი იძულებული გახდა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ გაეკეთებინათ ოპერაცია, თუმცა აქ მეორე პრობლემამ იჩინა თავი-მამაკაცის "ღირსება" უკვე იმდენად იყო გასიებული მისი განთავისუფლება მხოლოდ მამაკაცური "ღირსების" ამპუტაციით იყო შესაძლებელი რაზეც მამაკაცმა კატეგორიული უარი განაცხადა.
მაშინ სამედიცინო პერსონალმა გამოიძახა სახანძრო–სამაშველო სამსახური, თუმცა უშედეგოდ. მაშველებმა უიმედოდ ჩაიქნიეს ხელი -აქ ისეთი სიტუაციაა ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთო!
ამასობაში უკვე 17 საათი გავიდა და მამაკაცური "ღირსების" ზომებმა გასიების გამო არნახულ ზომებს მიაღწია.
მოწვეულმა კონსილიუმმა ხელმეორედ სთხოვა პაციენტს დათანხმებოდა მამაკაცური "ღირსების" ამპუტაციას, თუმცა ისევ უარი მიიღეს პასუხად.
არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ საბედნიეროდ ერთ ექიმს გაახსენდა სტომატოლოგები და სწორედ მათ მიმართეს დახმარებისათვის.
ეს იდეა ნამდვილად ბრწყინვალე გამოდგა, სტომატოლოგების კაბინეტში გადაყვანილ მამაკაცსს სპეციალური საშუალებით გაუყინეს მამაკაცური "ღირსება" და ორმა სტომატოლოგმა დაიწყო ბორ მანქანების დახმარებით ქანჩის გასაღების რგოლის გაჭრა, ამავე დროს ჭრისას წარმოქმნილი ტემპერატურის დასაგდებად მუდმივად ასხამდნენ მამაკაცის "ღირსებასთან" ერთად ქანჩის გასაღებსაც ცივ წყალს. ერთსაათიანი მუშაობის შედეგად სტომატოლოგებმა შესძლეს ქანჩის გასაღებისაგან გაენთავისუფლებინათ მამაკაცური "ღირსება".
პ.ს
საინტერესოა რა მიზეზით წამოიცვა მამაკაცურ "ღირსებაზე" ჩინელმა მამაკაცმა ქანჩის გასაღები, მაგრამ იმედია მომავალში ანალოგიურ სისულელეს არ ჩაიდენს.
imageimageimage


0
427
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0