x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134691
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508903
ამერიკელი გაშორდა ცოლს, რომელმაც ის ბავშვობაში გააუპატიურა
image33 წლის ვილი ფუალომ უკვე შეიტანა ვაშინგტონის სასამართლოში განცხადება.იგი შორდება ცოლს, რომელმაც ის 12 წლის ასაკში გააუპატიურა. ამით დასრულდა მისი 12 წლიანი ქორწინება ყოფილ მასწავლებელთან, 55 წლის მერი ქეი ფუალოსთან(უწინ ლოტერო).


მერი ქეი 34 წლის იყო და თან 4 შვილის დედა, როდესაც 12 წლის ვილისთან სექსუალური კონტაქტი დაამყარა და დაფეხმძიმდა კიდეც. მერი ქეი 1997 წელს დააკავეს.ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 2005 წელს წყვილმა კვლავ გააგრძელა ურთიერთობა და მალევე ფარულად იქორწინეს კიდეც.


წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.ვილი ფუალო ცოლთან განშორების მიზეზს არ ასახელებს.


მე-6 კლასში იყო ვილი ფუალო, როდესაც მისმა მასწავლებელმა მერი ქეიმ მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა.ეს მოხდა სიეტლში 1996 წელს.



image




0
361
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0