x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მან 15 სანტიმეტრიანი დანით მუცელი გაიჭრა, მიზეზი გაგაოგნებთ
მსოფლიოს ისტორია სავსეა მრავალი, შოკისმომგვრელი ამბებით, დღევანდელი სტატიის თემაც სწორედ ერთ-ერთ გამაოგნებელ ამბავს ეხება.


ვინმე Ines Ramirez Perez-ი მექსიკის სამხრეთით მთიან რეგიონში ცხოვრობდა ერთოთახიან ქოხში. როდესაც მოულოდნელი სამშობიარო ტკივილები დაეწყო, ის სახლში მარტო იყო, უახლოეს საავადმყოფომდე კი გზად 80 კმ-ია გასავლელი, არც სატელეფონო კავშირი ჰქონდა. ქალი ძალიან შეშფოთდა, რადგან ამ მშობიარობამდე სამი წლით ადრე მკვდარი გოგონა დაბადა და აღარ სურდა მსგავსი ისტორიის გამეორება. გვიანი იყო, მეუღლე სამსახურში იყო, ინეზი მიხვდა, რომ მასთანაც ვერ მიასწრებდა მისვლას, ამიტომ ჩამოჯდა სკამზე, ერთი ჭიქა ალკოჰოლი მიიღო და გადაწყვიტა 15 სანტიმეტრიანი დანით საკეისრო კვეთა თავად გაეკეთებინა.


image



მბჟუტავი ქურის შუქზე ინეზმა ქვედა მუცელზე ჯერ კანი გაჭრა სიფრთხილით, შემდეგ შიდა ქსოვილები, ბოლოს სშვილოსნო და ამოიყვანა ჩვილი, მაკრატლით ჭიპლარი გადაჭრა, დააწვინა ბავშვი და გონება დაკარგა.



ეს ამბავი 2000 წლის 5 მარტს მოხდა და ბიჭის სახელი და გვარი Orlando Ruiz Ramirez-ი ისტორიას ემახსოვრება ყოველთვის, ვინაიდან მისი დედა ერთ-ერთი გმირი და ერთადერთია იმ დედებს შორის, ვინც საკუთარ თავს საკეისრო კვეთა წარმატებით ჩაუტარა.


"ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ ღმერთი გვიშველიდა, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა საკეისრო კვეთა ჩემი ხელით, რადგან არ ყოფილიყო გვიან, თუ შვილი მოკვდებოდა, მეც მოვკვდებოდი, არადა როგორ მინდოდა მეყურებინა ჩემი პატარა როგორ იზრდება. დაახლოებით ერთი საათი მოვანდომე ამ პროცესს, სიფრთხილით გავიჭერი მუცელი და ვუშველე პატარას, ჭრილობაზე სვიტერი გადავიჭირე და სანამ გონება დავკარგე, 6 წლის ვაჟს- ბენიტოს ვთხოვე საშველად გაქცეულიყო, ცოტახანში გონს მოვეგე და 17 სანტიმეტრიანი ჭრილობა ჩვეულებრივი ძაფითა და ნემსით გავიკერე "- ამბობს ინეზი ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს.


image

რამოდენიმე საათში მივიდნენ ექიმი Leona Kruz-ი და მისი თანაშემწეები. მეანები Honorio Galván-ი და Jesús Guzmán-ი გაოგნებულები იყვნენ მომხდარით და მათ სამედიცინო გვერდზეც კი გაავრცელეს ინეზის ამბები, თუმცა არავის ყურადღება არ მიუპყრია მანამ, სანამ ამბავი არ გამოაქვეყნეს ჟურნალში "მეანობა და გინეკოლოგია".


P.S. აი ასეთი წარმოუდგენელი და საგმირო საქციელის ჩადენა შეუძლია "დედას" და ამას მხოლოდ დედები მიხვდებიან.



იხილეთ აგრეთვე:


ვიეტნამელ კაცს გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად უკვე 5-წელია სძინავს

5 თვის ჩვილი დეიდამ გაგუდვისგან იხსნა.

პიდბულთა დაგლეჯვით დამახინჯებული 3 წლის გოგონა სწრაფი კვების ობიექტიდან გამოაგდეს

ადამიანი, რომელსაც სახე არ აქვს- ძალზედ შემზარავი ისტორია

რატომ გაეზარდა ბიჭს ხელი ფეხზე

2 წლის ბავშვი თავით მაკრატელზე დაეგო

ამ "სანტექნიკს" მთელმა მსოფლიომ ტაში დაუკრა- გაინტერესებთ რისთვის?

თანამედროვე გმირი, რომელმაც სიცოცხლე გაწირა სხვის გადასარჩენად

1
1698
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1698
  
2017, 3 ივნისი, 19:07
საოცარი ისტორიაა, იმედია შვილი დედის ასე თ თავგანწირვას სათანადოდ დააფასებს.
0 1 1