x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508664
პიდბულთა დაგლეჯვით დამახინჯებული 3 წლის გოგონა სწრაფი კვების ობიექტიდან გამოაგდეს
ჩვენს ეხლანდელ ცხოვრებაში სამწუხაროდ ფიზიკური კრიტერიუმები რატომღაც უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ვიდრე სხვა, უფრო ფასეული- რაც გაგვაჩნია. თუ ხარ ლამაზი ყველა საჭირო სტანდარტის გათვალისწინებით, საქმე გაცილებით წარმატებით წაგივა, ვიდრე სხვა- ნაკლებად ლამაზ ადამიანებს. ძალზედ შთამბეჭდავი ამბავი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გამცნობთ, ა.შ.შ-ის ქალაქ ჯექსონში სწრაფი კვების-KFC-ის ობიექტში მოხდა. 3 წლის გოგონა Victoria Wilcher-ი გამოაგდეს შენობიდან მოტივით, რომ იქ მყოფ "კლიენტურას" აფრთხობდა თავისი გარეგნობით.


image



საქმე იმაშია, რომ ვიქტორია ოდესღაც იყო არაჩვეულებრივად ლამაზი ბავშვი, თუმცა ერთ დღესაც ბაბუის ეზოში თავს დაესხა 3 პიდბული ძაღლი, რომელთაც ამოკორტნეს მარჯვენა თვალი და მთლიანად სახის მარჯვენა მხარე. გოგონამ 6 საათიანი უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც დაკარგა მარჯვენა თვალში მხედველობა და მთლიანად სახის მარჯვენა მხარე პარალიზებული აქვს.


imageimage
image




ვიქტორიას მშობლებმა Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნეს ფოტო ობიექტ KFC-ს ადმინისტრაციის მისამართით, სადაც ვიქტორიას დედამ მიმართა მათ: "ეს სახე გაშინებთ თქვენ"?? რაღა თქმა უნდა მას გამოეხმაურნენ წერილზე ბოდიშის მოხდით, რომ არ იცოდნენ ინციდენტის შესახებ, თუ ობიექტის მომსახურე პერსონალი მის ქალიშვილს ასე სასტიკად მოექცა, დახმარებას დაპირდნენ, რომ ამ სისასტიკის ჩამდენების მიმართ არ დარჩებოდნენ ვალში, ყველაფერს გამოიკვლევდნენ და აუცილებლად დაითხოვდნენ სამსახურიდან მათ.


გარდა KFC-ს ადმინისტრაციისა, ფოტომ უამრავი გამოხმაურება ჰპოვა Facebook-ისა და Twitter-ის გვერდზე და სწორედ ამ ხალხის საშუალებით მივიდა ეს წერილი KFC-ს ადმინისტრაციის ყურამდე. ვიქტორიას დედამ ყველას დიდი მადლობა მოუხადა ამ მეტად მტკივნეული ისტორიის გაზიარებისა და თანადგომისთვის. ხოლო რაც შეეხება თავად ვიქტორიას, მას წინ აქვს კიდევ რამოდენიმე არც თუ ისე იოლი ოპერაცია, რათა პიდბულთა მიერ დატოვებული ნაწიბურები მოიცილოს.





KFC-ს სწრაფი კვების ის ობიექტი, საიდანაც ვიქტორია მშობლებთან ერთად გამოაგდეს:

image




ვიქტორია უმცროს დაიკოსთან- ებისთან ერთად:

image




აქ კი ვიქტორია მანამ, სანამ პიდბულები თავს დაესხმოდნენ:


image



ესეც პიდბულის ფოტო წარმოდგენისთვის- თუ როგორ დაესხა სამი მათგანი თავს საბრალო გოგონას:



image

4
521
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
521
  
2014, 9 ივლისი, 23:28
არ მიყვარს ძაღლები, ნერვები მეშლება, ლორწკიან ტუჩებზე რომ კოცნიან და საწოლში იწვენენ::(
2014, 9 ივლისი, 21:31
ძაღლი ყველა დეგენერატია.
2014, 9 ივლისი, 20:34
და თან 3 ერთად. ყველაზე გამოშტერებული ძაღლია ძაღლებს შორის.
2014, 9 ივლისი, 20:32
რა საზიზღარი ძაღლია..ეგ სახლში როგორ უნდა გააჩერო.....
0 1 4