x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 თვის ჩვილი დეიდამ გაგუდვისგან იხსნა.
შემთხვევა ფლორიდის შტატში ხუთშაბათს, 14:30 საათზე «Dolphin Expressway»-ის ავტომაგისტრალზე მოხდა. მოულოდნელად გაჩერდა ავტომობილი და შეშინებული 37 წლის, ვინმე Pamela Rauseo დახმარების ყვირილით გადმოვიდა 5 თვის დისშვილ Sebastian de la Cruz-თან ერთად. ჩვილს მოულოდნელად ასფიქსია დაემართა და მძღოლი იძულებული იყო 57-ე "ავენიუს" 836-ე მაგისტრალზე შეეჩერებინა მართვა.

image


როგორც გაირკვა ჩვილი ნაადრევად დაბადებულა და მას ქრონიკულად ჰქონდა სუნთქვის დათრგუნვა და მოულოდნელი ასფიქსიის მიზეზიც სწორედ ეს იყო.


მაიამის მოსახლე, 34 წლის ვინმე Lucila Godoy-მ კი საკუთარი 3 წლის შვილი მიატოვა ტრანსპორტში და მაშინვე მაშველის დარგში აღმოჩნდა. ჩვილი დეიდამ და ლუსიამ ხელოვნური სუნთქვის შედეგად კრიზული მდგომარეობიდან გამოიყვანეს, თუმცა მდგომარეობა ისევ გაუარესდა და მათ ფარ-ხმალი მაინც არ დაყარეს.


image


შემთხვევის ადგილზე მილიციის თანამშრომლები- კაპიტანი Anthony Trim, ლეიტენანტი Alvaro Tonanez, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები და პირველი დახმარების სპეციალისტებიც მალევე მივიდნენ.

image


ბავშვს ფილტვი გაეხსნა და შეძლო კვლავ ესუნთქა. მომხდარიდან რამოდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა და ჩვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მიყვანილი სებასტიანი თავს უკვე კარგად გრძნობდა დეიდის წყალობით.


image
image


1
3281
24-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3281
  
2014, 2 მარტი, 23:43
ვაიმეე :((((
0 1 1