x
მეტი
  • 23.05.2017
  • სტატია:66505
  • ვიდეო:319131
  • სურათი:418168
ახალგაზრდა ქალი მთელი წელი ატარებდა ნიშნობის ბეჭედს ისე,რომ მან ამის შესახებ არ იცოდა

imageროდესაც ანას მისმა შეყვარებულმა, ტერიმ ცოლობა სთხოვა მამაკაცს არც დასჭირვებია ჯიბიდან ნიშნობის ბეჭედი ამოეღო და ქალისთვის გაეწოდებინა, ტერიმ ნიშნობის ბეჭედი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აჩუქა ანას, თუმცა მან ამის შესახებ არც იცოდა.


ტერი და ანა ავსტრალიაში ცხოვრობენ და უკვე ორი წელია ერთად არიან.ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ტერიმ ქალს ხის კულონი აჩუქა, რომელიც იშვიათი ტასმანიური ხისგან იყო დამზადებული.ანა მთელი წელი ატარებდა შეყვარებულის მიერ ნაჩუქარ კულონს და პრაქტიკულად სულ ზედ ეკეთა.


image


მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი კულონი, საზრიანმა ტერიმ იქ სამალავი მოაწყო, სადაც ნიშნობის ბეჭედი ჩადო.


image


როდესაც ხელის თხოვნის მომენტი დადგა, ტერიმ გამოართვა კულონი ანას, გახსნა დანით და იქიდან ბეჭედი ამოიღო.ეს ყველაფერი მოხდა სმუს (Smoo Cave)გამოქვაბულში(შოტლანდია), ესეც სიმბოლურია, რადგან სიტყვა "smoo" ძველ სკანდინავიურ ენაზე "სამალავს" ნიშნავს.

image

"შენ ხარ იდიოტი!მთელი ამ ხნის განმავლობაში ბეჭედი შიგნით იდო?ხომ შეიძლებოდა დამეკარგა?–ბედნიერი საპატარძლო აღფრთოვანებული იყო თავის შეყვარებულის რომანტიკულ-კრეატიული საქციელით..და ამის შემდეგ როგორ შეიძლება არ ეპასუხა"თანახმა ვარ?"


image


რომ მოიფიქრო ასეთი ორიგინალური სიურპრიზი და თანაც ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახო მთელი წელი, ნამდვილად დიდი ნებისყოფა სჭირდება.ტერი ნამდვილად იმსახურებს ქებას!


image


0
341
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
341
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0