x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კვებისა და გამოჯანმრთელების 12 ოქროს წესი !!!!

არასწორი კვება და მასთან დაკავშირებულლი სირთულეები მოიტანა თანამედროვე ცხოვრებამ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ორგგანიზმსს აქვს დამცავი ფუნქციები, რომლებიც სწორად კვების შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გამოჯანმრთელების პროცესში.image

1.ჭამე, რომ იცოცხლო და არ იცოცხლო იმისთვის, რომ ჭამო!
კვება მიზანი არ არის, არამედ გზაა მიზნისკენ. გამოიყენეთ საკვებად მხოლოდ ჯანმრთელი პროდუქტები.2.შიმშილი -სიმართლეა, მადა-ტყუილი.
მადა- ეს არის სურვილი ჭამოთ რაიმე გემრიელი. შიმშილი ერთის მხრივ, ეს არის მზადყოფნა ჭამოთ ნებისმიერი საჭმელი, მეორეს მხრივ თვქნე იცით, როგორი უნდა იყოს ეს საჭმელი.
მადა გამოწვეულია დიდი ხნის მივიწყებული გრძნობებით. ასევე ის დაკავშირებულია სტრესთან, რის ფონზეც ადამიანი გაუცნობიერებლად იკვებება.
ცხოველები ჭამენ როცა შიმშილს გრძნობს, ადამიანს კი დაავიწყდა შიმშილი. სიმსილის სიგნალით კვება, მოკლე ვადაში აგარიდებთ ზედმეტ წონას.
კვება უნდა შეწყვიტოთ მანამ, სანამ არ გაივსება თქვენი კუჭი. ნახევრად სავსეს თუ დატოვებთ კუჭს, 1/4 დარჩება წყლისთვის, ხოლო 1/4 საკვების თავისუფლად მოძარაობისათვის.
საჭმლის გადამუშავებისას ადამიანი ხარჯავს ბევრ ენერგიას.
3. როგორც სვამთ-ისე ცოცხლობთ.image

ადამიანი სითხისგან შედგება. სწორედ მასზეა დამოკიდებული ნივთიერებათაცვლა.
ზოგიერთს გონია, რომ წყალი ასუქებს და ცდილობენ ნაკლები დალიონ, სინამდვილეში მარილიანი საკვები იწვევს წყლის ორგანიზმში დიდი ხნით გაჩერებას და შესაბამისად ეს აისახება სასწორზე.
ზამთრის და ცივ დღეებში წყლის აუცილებელი რაოდენობაა 1, 5-2 ლიტრა, ხოლო ზაფხულში 2-3 ლიტრა დგეში.
4.მყარი საკვები დალიე- ხოლო სითხე -შეჭამე.
მონელების პროცესში აუცილებელია ნერწყვის გამოყოფა. ნერწყვი - აქტიური ბიოქიმიური ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია სრული მონელებისათვის. მისი გამოყოფა, რომ მოხდეს აუცილებელია მყარი საკვები კარგად დაღეჭოთ. ისე, რომ თხევადი გახდეს. თხევადი საკვები კი, პირიქით დეგუსტაციის შემდეგ უნდა გადაყლაპოთ.
5.დატკბით ცარიელი კუჭით.
უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე. არ არის საჭირო კვებისას სიჩქარე, რომ რაც შეიძლება ბევრი ჭამოთ. საკვები პირის ღრუში მანამდე უნდა გქონდეთ, სანამ მისი გემო იგრძნობა. ეს ხერხი დაგეხმარებატ მიიროთ მაქსიმალური სიამოვნება, მინიმალური საკვებისაგან. ამის საშუალებით ტვინს თავის დროზე მიეწოდება რეცეპტორებისაგან დანაყრების სიგნალები და თავს აირიდებთ "გადაძღომას".
6. ორ კურდღელს არ გაეკიდოთ.
ის რაც მთელი ყურადღებით კეთდება, უკეთ გამოდის ადამიანს, ვიდრე ის, რომელიც ყურადღების გადანაწილებით. კვების დროს იფიქრეთ საჭმელზე და ნუ გადართავთ ყურადღებას სხვა რამეზე. გაუცნობიერებელი კვების დროს მეტს მიირთმევთ .
7. დილა იწყება საღამოს
არუნდა იკვებოთ დაძინებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე. საკვები კარგად გადამუშავდება კუჭში, როცა ადამიანი მოძრაობს. ძილის დროს კი ორგანიზმი ისვენებს, საკვების გადამუშავება კი შეჩერებულია.
8.არ იძალადო საკუთარ სხეულზე
აკრძალვა ძედეგს არ მოგიტათ, როცა ის ჩვევების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამიტომ, ჯერ გამოიმუშავეთ საჭირო ჩვევა.
9სისუფთავე, ღვთიურობის ნიშანია
ჯანმრთელობის შესანაღჩუნებლად არამარტო გარეგნული, არამედ შინაგანი სისუფთავეც საჭიროა. რაც დამოკიდებულია საკვების ხარისხსა და რაოდენობაზე. ადამიანები არ უფრთხილდებიან საკუთარ თავს და ორგანიზმსს მუდმივად საფრთხეს უქმნიან. მავნე ჩვევები, რომლებიც ცუდ კვებასა და არაჯანსაღ ცხოვრების წესს ორგანიზმი დაბინძურებამდე მიყავს. ორგანზმის განტვირთვისვის შიმშილი საუკეთესო საშუალებაა. წყლის თანხლებით ის შეიძლება გაგრძელდეს 24- საათიდან 48 საათამდე.

10. რასაც ჭამ-სწორედ ის ხართ!

იკვებეთ ახალი, ვიტამინებით სავსე საკვებით. დაივიწყეთ საკვები "სწრაფი კვებიდან".
11. არ შეურიო შეუთავსებელი საკვები ერთმანეთს
არის საკვები, რომლებიც ერთმანეთთან შეუთავსებელია და ისინი გარკვეული ინტერვალებით უნდა მიიღოთ.
12. აკრძალვა არ არსებობს- და მაინც გეკრძალებათ
ამ ყველაფრის შესრულება გევალებათ, მაგრამ მაინც იხელმძღვანელეთ საღი აზრით.

0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0