x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ქრისტე ცამდე და ცის იქითაც მართალი იყო, მაგრამ ჯვარზე გააკრეს! ყოველი უსამართლობა თქვენს წინააღმდეგ გამოცდაა!
image
როდესაც ვინმე სიკეთისთვის მადლობას გიხდის, მაშინ ხვდები, რომ სწორედ ამისთვის ხარ ამ ქვეყნად მოვლენილი. ყოველი დღე გამოცდაა. გაიხსენეთ, რამდენი ადამიანი მოგმართავთ ყოველდღიურად თხოვნითა თუ კითხვით: "დე, საჭმელი გამიცხელე რა", "ხომ ვერ მეტყვით რომელი საათია?", "რომ წამოხვალ პური წამოიღე". ეს ფრაზები იმდენად არის ჩვენს გონებაში ჩამჯდარი, რომ ვერც კი ვიზარებთ მათ მნიშვნელობას. თითოეული თხოვნა არის უფლისგან მოცემული შანსი თუ საშუალება იმისა, რომ სიკეთე აკეთო. ჩვენ კი რა? ჩვენ გვეზარება, ვწუწუნებთ, ვბუზღუნებთ. აი, წარმოიდგინეთ, თქვენი შვილის ბედნიერი სახე, როდესაც სამსახურიდან ან სასწავლებლიდან დაღლილს გამზადებულ კერძს დაახვედრებთ. ან კიდევ მეგობრის სახე, როდესაც მას იმ ნივთს ჩუქნით, რომლის საყიდელი ფულიც დღემდე ვერ მოაგროვა. ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ ადამიანი უფლის ხატებაა. სწორედ ადამიანები გვაძლევენ საშუალებას გავხდეთ უკეთესები და ვაკეთოთ სიკეთე. ალბათ, ბევრი შემედავება და მეტყვის რომ, ხშირად ადმიანები გვაიძულებენ გავბოროტდეთ. რა არის ბოროტება? განა ეშმაკი არ არის ბოროტების განსახიარება? ვინ არის ეშმაკი?- ანგელოზი, რომელიც თავისი ამპარტავნების გამო დაეცა და სამოთხიდან განიდევნა. თქვენ გსურთ მასსავით იცხოვროთ? გსურთ მის გზას მისდიოთ და უამრავი ადამიანი დაცემის ცოდვით დაამძიმოთ? როდესაც ადამიანი სიბოროტეს გიკეთებს რთულია, მაგრამ სიმშვიდე უნდა შენარჩუნოთ და თქვათ: "მე ამ განსაცდელს უფლისთვის დავითმენ" და უფალი თქვენ ასმაგ ჯილდოს მოგიზღავთ. "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". უსამართლობა ადამიანზე და მის განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, გახსოვდეთ რომ ქრისტე ცამდე და ცის იქითაც მართალი იყო, მაგრამ სასტიკად აწამეს და ჯვარზე გააკრეს. ყოველი უსამართლობა თქვენს წინააღმდეგ არის გამოცდა. გამოცდა, რომელიც თქვენ უდიდეს ცოდვას ან მადლს მოგიტანთ. "ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღნენ" ; "ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა". ჯვარცმულ და ნაწამებ ქრისტეს საყვედური არ დასცდენია. ამაში მდგომარეობს ჩვენი მართმადიდებლური მისიაც რომ ვემსგავსოთ ქრისტეს. როდესაც იესო სიკვდილს ელოდა, აღმოხდა სიტყვები: "ელი, ელი, ლამა საბაქთანი" - რაც ნიშნავს : " ღმერთო, ღმერთო რაისათვის დამიტევე მე" და იმ წამსვე განუტევა სული. უფალმა წამიერად ისმინა მისი. განა თავად უფალი არ გვეუბნება: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის
მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: გადადი აქედან იქით,
გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი." (მათე 17:20) ჭეშმარიტი მართმადიდებლისთვის კი რწმენაა მთავარი. ნურასოდეს დაგავიწყდებათ, რომ ტაძარში თქვენი მეგობრის ან მოძღვრის სანახავად კიარა, უფალთან სასაუბროდ (სალოცავად) მიდიხართ. გულიდან წამოსულ ლოცვას კი უფალი ყოველთვის შეისმენს. როცა სულიერად გიჭირს, ან ვერ გარკვეულხარ როგორ მოიქცე, უფალს მიმართე და სთხოვე გონება გაგინათოს. თუ ვინმე უსამართლოდ გექცევა აუხსენი მას, რომ არ იქცევა სწორად. თუ ვერ შეგნო განეშორე.

image

ეცადე ყველას სიკეთე მიუგო, თავის წილ ბოროტების ნაცვლად. სიკეთე აბედნიერებს ადამიანს. ადამიანი, რომელიც მოწყალებას გთხოვთ, თქვენ კი დაეხმარებით და ის დაგლოცავთ, ეს დალოცვა დიდხანს გაგყვებათ და ბოროტისგან დაგიცავთ. მე ამის მწამს. მჯერა, რომ ყველაზე რთული და ყველაზე საჭირო სიკეთის კეთებაა. ერთ თბილ სიტყვასაც კი შეუძლია, ადამიანის გუნება-განწყობის შეცვლა. ნუ დაინანებთ თბილ სიტყვებს, ნუ დაიზარებთ დახმარებას. უკვე ბანალურად ქცეული ფრაზა:" რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია" ჭეშმარიტებაა. უფალი არასოდეს მიატოვებს კეთილ ადამიანს. მაშინაც კი, როცა თავს ყველაზე მიტოვებულად და მარტოსულად ჩათვლი, მხარზე ყოველთვის იგრძნობ უფლის ხელს.






იხილეთ აგრეთვე:


ეს ბავშვი კულტურის, აღზრდის, ზნეობის, შეგნებისა და გმირობის მაგალითია!

2
191
9-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
191
  
2017, 21 აპრილი, 0:27
მადლობა
2017, 21 აპრილი, 0:17
გავაზირე....ეს ყველამ უნდა გაითავისოს
0 1 2