x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნების” ხელმძღვანელის დეკანოზ მიქაელ ფოფხაძის შთამბეჭდავი წარსული
image

როგორც ცნობილია, სინოდის კრების გადაწყვეტილებით საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნების” ხელმძღვანელად მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ნაცვლად დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა, რომელიც ქაშუეთის ტაძრის წინამძღოლია.


აღსანიშნავია, რო ერისკაცობაში მიხეილ ფოფხაძე ცნობილი როკ-მუსიკოსი იყო, 70-იანი წლების დასაწყისში როკ-ჯგუფ „კვადრატში“ ვალერი კოჩაროვთან ერთად ჰარდ-როკს უკრავდა, შემდეგ იყო ანსამბლები 75 და "თეატრონი".

image


ფოტოზე: მიშა ფოფხაძე უკანა პლანზე(ბას-გიტარა) ჯგუფ-75-ში


image

ფოტოზე:მიშა ფოფხაძე ჯგუფ "თეატრონში"(ქვემოთ ზურა კობეშავიძე, მერაბ სეფაშვილი, ზედა რიგი:გია მაჭარაშვილი, თემურ ნიკოლეიშვილი, მიხეილ ფოფხაძე)



მიხეილ ფოფხაძე ერთ-ერთი გასტორლების დროს აშშ-ში დარჩა, რამდენიმე წელიწადში იგი რადიოწამყვანად მოგვევლინა "ამერიკის ხმაში" ლუკა ბეთანელის ფსევდონიმით.


შემდეგ კი მიხეილ ფოფხაძე მღვდალ ეკურთხა და რამდენიმე წელი აშშ-ში მართლმადიდებელ ეკლესიაში მოღვაწეობდა, შემდეგ დაბრუნდა საქართელოში და ამჟამად ქაშუეთის ტაძრის წინამძღოლია.ამასთანავე მას უკვე აქვს საპატრიარქოს ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება.


0
288
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0