x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
რატომ მოაჭრა ქალმა ქმარს "მამაკაცური ღირსება"

image
ქმარი ცოლს სქესობრივ კავშირზე უარს ეუბნებოდა მთელი ათი წლის მანძილზე, რის გამოც ქალმა შური იძია და სასქესო ორგანო მოაჭრა. რიტა იადავი 28 წლისაა. ის თავს დაესხა თავის 31 წლის ქმარს ვედ პრაკაშს თავისსავე სახლში ოთხშაბათ დილას. შემთხვევა ჩრდილოეთ ინდოეთში მოხდა, უტარ - პრადესის შტატში, გაზიაბადში. ქალი ირწმუნება, რომ მეუღლე უარს ეუბნებოდა სქესობრივი კონტაქტის დამყარებაზე ათი წლის განმავლობაში. ისინი სულ თერთმეტი წლის დაქორწინებულნი არიან. ქალს სჯერა, რომ მის ქმარს რომანი აქვს.

"ის მეუბნებოდა, რომ ჩემი დანახვა არ უნდოდა" - აცხადებს დიასახლისი. "ჩვეულებრივ ყოველდღე ვჩხუბობდით და მეუბნებოდა, რომ ჩემი სახის ყურება არ სურდა. ყოველთვის მემუქრებოდა, რომ საყვარელს გაიჩენდა. მე ძალიან განვიცდიდი და მინდოდა ბავშვები მყოლოდა. ადრე ვეხვეწებოდი, მაგრამ მპასუხობდა, რომ ვინმე სხვასთან გაერთობოდა. უკვე წლებია ვცდილობდი მის დაყოლიებას, მაგრამ არაფერი გამომივიდა. აღარ ვიცოდი რა მექნა".image

ამის მერე ქალმა სამზარეულოს დანის მეშვეობით ქმარს სასქესო ორგანო მოაჭრა. იადევმა მეუღლე აბაზანაში გამოკეტა და ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში ჩაბარდა. ვედი უგონოდ იყო. ის მხოლოდ 30 წუთის მერე მოსულიერდა და შეძლო თავისი მეგობარი გამოეძახა. მეგობარმა მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანა.

ადგილობრივი პოლიციის ინსპექტორის ცაი პრაკაშ ჩაუბის განცხადებით: "ქალი მოვიდა ჩვენთან და მოგვიყვა ჩადენილის შესახებ, ჩვენ მისი ჩვენება ჩავიწერთ. ირწმუნებოდა, რომ ჩხუბობდნენ კავშირის უქონლობის გამო და გაბრაზებული თავს დაესხა მამაკაცის გენიტალიებს".

ქირურგის ცნობით, კაცი საავადმყოფოში მოყვანისას კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. მისი ორგანო თითქმის ბოლომდე იყო მოცილებული ძირითად ნაწილს და ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. მოჭრილი იყო ბასრი დანით. დაუყოვნებლივ ვიმოქმედეთ და გადავარჩინეთ მამაკაცის სიცოცხლეც და შევინახეთ სასქესო ორგანოც იმპლანტაციისთვის.

რიტა დაკავებულია და გასამართლებას ელოდება.



თავსატეხები, რომლებსაც მხოლოდ ერთეულები თუ უმკლავდებიან


დემონების ტყვეობაში: ნახატები, რომლებიც მხატვარმა ჭკუიდან შეშლის დროს დახატა


ახალგაზრდა მამაკაცის სახურავიდან გადმოგდებას ხალხის ბრბო ესწრებოდა

0
1197
1-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0