x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
დემონების ტყვეობაში: ნახატები, რომლებიც მხატვარმა ჭკუიდან შეშლის დროს დახატა
image
მეცხრამეტე საუკუნის პირველი რუსი სიმბოლისტის, მიხაელ ვრუბელის ნამუშევრები არაა ძნელი საცნობი, მისი ხატვის მანერა იმდენად განსხვავებულია, რომ სხვაში არაფრით აგერევათ. ის მთელი ცხოვრების მანძილზე ერთ დემონს ექვემდებარებოდა და ეს იყო ლერმონტოვისეული დემონი. ჯერ კიდევ მხატვრის სიცოცხლეში დადიოდა ხმები, რომ მან სული ეშმაკს მიჰყიდა, რომელმაც გაუხსნა შესაძლებლობების ფართო არეალი. მხატვარმა სიცოცხლის ბოლო წლები სულიერად დაავადებულთა საავადმყოფოში გაატარა.


image
დემონის გამოსახულება მხატვარს მოსვენებას არ აძლევდა. 1890 წელს მან დაიწყო მუშაობა ლერმონტოვის საიუბილეო გამოცემისათვის. ნახატების დიდი ნაწილი ვერ მოხვდა ალბომში მხოლოდ იმიტომ, რომ თანამედროვეებმა სათანადოდ ვერ დააფასეს მხატვრის შემოქმედება. მას გაუნათლებლობა და ხატვის უცოდინრობა მიაწერეს. მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის გასვლის შემდეგ აღიარეს ხელოვნებათმცოდნეებმა ვრუბელის ნამუშევრები ლერმონტოვის ნაწარმოებებისთვის საუკეთესო ილუსტრაციებად.

image


მიხაილ ვრუბელმა რამდენიმე ნახატი მიუძღვნა დემონს. მათზე აღბეჭდილ სახეებს დიდი, სევდით სავსე თვალები აქვთ. მათი შემხედვარე ლერმონტოვის დემონს სხვანაირს ვეღარც წარმოიდგენთ. ვრუბელი წერდა, რომ დემონი იმდენად ბოროტი სული არ იყო, რამდენადაც სევდიანი და ძლევამოსილი. ზუსტად ასეთი ჰყავს ის დახატული შემოქმედს. ვრუბელის წარმოდგენაში დემონი არ არის ეშმაკი, რადგან ეშმაკი ბერძნულად რქიანს ნიშნავს.image

აღსანიშნავია, რომ ვრუბელის დემონები დამთვალიერებლებში კეთილ განწყობას ბადებს, ისინი თვინიერ არსებებად გვევლინებიან, მათ სახეებში ირეკლება ადამიანური სევდა.image



მჯდომარე დემონი ვრუბელის ყველაზე ცნობილი ნახატია, თუმცა ამ თემაზე სხვა ნახატებიც აქვს. ყველა მათგანი მაშინაა დახატული, როცა მხატვარს ავადმყოფობამ შეუტია. არავინ იცის იყო თუ არა მისი ნახატები დემონის შთაგონებით შესრულებული, ის კი ცხადია, რომ ამ ნამუშევრებმა ის ჭკუაზე შეშალა.imageimage



0
823
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
823
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0