x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ახალგაზრდა მამაკაცის სახურავიდან გადმოგდებას ხალხის ბრბო ესწრებოდა
image
სახურავიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოაგდეს და ამ ფაქტს ხალხის ბრბო ესწრებოდა, თანაც არცთუ ცოტა. კერძოდ კი იმდენი, რომ ქუჩაში სპეციალური ლითონის მოაჯირები დადგეს (გადმოგდებაში რომ ხელი არ შეშლოდათ) და მოძრაობაც ჩაიკეტა. ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ 20 წლისაა. სასიკვდილოდ კი იმიტომ გაიმეტეს, რომ ის გეი იყო. ხალხის უმრავლესობა შენობის ქვემოთ შეიკრიბა, თუმცა რამდენიმე მძაფრი შეგრძნებების მოყვარული სახურავზეც ავიდა და იქიდან აკვირდებოდა გადმოგდების პროცესს. ზოგიერთმა მათგანმა მობილური ტელეფონიც მოიმარჯვა და ამ მხეცურ სცენას იღებდა. ეს ფაქტი სირიის დედაქალაქში, ყველაზე მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან განხორციელდა.

თვალებახვეული ახალგაზრდა სამმა ნიღბიანმა სახლის სახურავზე აათრია. მათვე ახლდათ ორი შეიარაღებული პირი. აღსანიშნავია, რომ შეიარაღებულები მოძალადეებს წინააღმდეგობას კი არ უწევდნენ, არამედ მათი მომხრეები იყვნენ. სურათიდანაც ჩანს, რომ ერთ-ერთი მათგანი თავისი მობილურით სურათებსაც იღებდა.

მსგავსი კადრები იანვარსა და თებერვალშიც გამოჩნდა სოციალურ ქსელებში. მაშინაც ახალგაზრდა მამაკაცი გადმოაგდეს მაღალი სახლის სახურავიდან და ჰომოსექსუალიზმში დასდეს ბრალი. გადმოგდების შემდეგ კი ქვემოთ მდგარმა ბრბომ ქვებით ჩაქოლა უკვე გარდაცვლილის სხეული.

ამ დასჯილ ადამიანებს მოიხსენიებენ როგორც "ლოტის შვილებად". შეგახსენებთ, რომ ლოტი იყო სწორედ ის ადამიანი, (ბიბლიაში და ყურანში) რომელმაც დააარსა შემდგომში უფლისგან განადგურებული ქალაქები: სოდომი და გომორი. როგორც ვიცით, ლოტმა ამ ქალაქებისთვის შეარჩია ყველაზე ნაყოფიერი ველები. ქალაქები მალე გამდიდრდა და აქ ყვაოდა ყოველგვარი ცოდვა და გახრწნილება.


ამ ახალგაზრდებს(გეებს და ჰომოსექსუალებს) კი იმიტომ სჯიან, რომ ითვლებიან ცოდვის გამავრცელებლებად.

imageimageimage


2
266
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
266
  
2015, 4 მარტი, 21:53
გავაზიარე ძვირფასო:D
2015, 4 მარტი, 21:29
გეი პროპაგანდის სასტიკი წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასეთი მეთოდი ნამდვილად მიუღებელია. :(
0 1 2