x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
კლავიაუტრა
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტყვათა კრებული, რომლის წერის დროს ადამიანები ხშირად შეცდომას უშვებენ.


არის ბევრი შემთხვევა, როცა მწერლები არასწორად წერენ სიტყვებს. ზოგმა იცის როგორ უნდა დაწეროს სწორად, მაგრამ ავიწყდება ან სულაც არ იცის. ეს სირცხვილი და დასაძრახი ნამდვილად არ არის.


ამ მასალის მომზადებისთვის გამოვიყენეთ ვებპორტალი http://mediachecker.ge/, სადაც ტელე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში განთავსებული ჟურნალისტური პროდუქტის ანალიზის შედეგებია თავმოყრილი. შეგიძლიათ ეწვიოთ ამ ვებპორტალს და გაეცნოთ სხვდასხვა სიახლეებსა თუ სტატიებს.


მაშ ასე სია თქვენს წინაშეა. შეგიძლიათ ეს სტატია დაამახსოვროთ, თქვენს ბრაზუერში და როცა რომელიმე სიტყვის მართლწერაში ეჭვი გაგიჩნებათ, გადაამოწმოთ აქ. სიტყვის უფრო მარტივი ძიებისთვის კი გამოიყენეთ Ctrl და f.


სწორია - არასწორია


აბსურდი - აფსურდი
ახლა - ეხლა
ავითარებს - ანვითარებს
ათი წლის წინ - ათი წლის უკან
აღვნიშნე - ავღნიშნე
აზოგადებს - ანზოგადებს
ახატვინებს - ახატინებს
ალბათ - ალბად
აქეთ - აქით
ადვილად - ადვილათ
ადეკვატური - ადექვატური
აინშტაინი - ეინშტეინი


სწორია - არასწორია
ბაფთა - ბაბთა
ბიზნესგეგმა - ბიზნეს გეგმა



სწორია - არასწორია
გაუთოება - გაუთოვება
გაუბამს - გაუბია
გამოვაცხვე - გამოვაცხე
გაუხარდა - გაეხარდა
გადაყრილი ნაგავი - გადაგდებული ნაგავი
გამომშრალი - გამოშრობილი


სწორია - არასწორია
დასხდნენ - დაჯდნენ
დროდადრო - დრო და დრო
დაუხატავს - დაუხატია
დაეწივნენ - დაეწიენ
დავაწყვე - დავაწყე
დამსხდარი ხალხი - დამჯდარი ხალხი
დღითი დღე - დღითიდღე
დუჟინი - დიუჟინი


სწორია - არასწორია
ერთ-ერთი - ერთერთი
ერთი მხრივ - ერთის მხრივ


სწორია - არასწორია
ვესტიბიული - ვესტიბული
ვებსაიტი - ვებ საიტი
ვიცე-სპიკერი - ვიცე სპიკერი
ვიღაცები - ვიღაცეები


სწორია - არასწორია
თქვენ გვერდით - თქვენს გვერდით
თანავუგრძნობ - ვუთანაგრძობ
საცოდნელი - საცოდინარი
თავ-თავიანთი - თავთავიანთი


სწორია - არასწორია
იმავე ამბავს - იგივე ამბავს
იყიდება - გაყიდვაშია
იცვამს - იცმევს
იბრძვის - ბრძოლობს
იქით - იქეთ
ინტერნეტსივრცე - ინტერნეტ-სივრცე
ინფორმაცია - იმფორმაცია



სწორია - არასწორია
კვეთს - კვეთავს
კრეფს - კრიფავს
კომპრომეტაცია - კომპრომენტაცია
კონსენსუსი - კონსენსუნსი
კონსტატაცია - კონსტანტაცია
კორესპონდენტი - კორესპოდენტი

კარგად - კარგათ


სწორია - არასწორია
ლამაზი ხის ჩარჩო - ხის ლამაზი ჩარჩო


სწორია - არასწორია
მუდამდღე - მუდამ დღე
მოჰყავს/მოიყვანა მაგალითი - მოაქვს/მოიტანა მაგალითი
მოიყვანა ციფრები - მოიტანა ციფრები
მაინცდამაინც - მაინც და მაინც


სწორია - არასწორია
ნასამართლევი - ნასამართლები


სწორია - არასწორია
ორივე იდგა - ორივე იდგნენ


სწორია - არასწორია
პლუსი - პლიუსი
პირადად - პირადათ
პოლიომიელიტი - პოლიომელიტი
პრეცედენტი - პრეცენდენტი
პათეტიკური - პათეტიური


სწორია - არასწორია
პლაჟი - პლიაჟი


სწორია - არასწორია
რესპონდენტი - რესპოდენტი
რამდენიმე - რამოდენიმე
რუკა - რუქა
რეზიუმე - რეზუმე


სწორია - არასწორია
სვამს - სვავს
საძრომი - საძვრომი
სულთამხუთავი - სულთამხუთველი


სწორია - არასწორია
ტყუი - ტყუიხარ
ტეხს - ტეხავს


სწორია - არასწორია
უტევს - შეტევაშია
უცბად - უცბათ
უქმად - უქმათ


სწორია - არასწორია
ყეფს - ყეფავს


სწორია - არასწორია
შეჯიბრება - შეჯიბრი
შევიტყვე(თ) - შევიტყე(თ)
შეურაცხვყოფ - ვშეურაცხყოფ
ეხება - შეხებაშია


სწორია - არასწორია
ჩვენგანი - ჩვენთაგანი
ჩვენ შორის - ჩვენს შორის


სწორია - არასწორია
წვრთნის - წრთვნის
წარამარა - წარა-მარა
წლიდან წლამდე - წლიდანწლამდე

38
56239
34-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
56239
  
2019, 4 ნოემბერი, 2:45
სამუშაოდ
2019, 30 სექტემბერი, 1:17
სასაცილოა თუ სატირალია,არ ვიცი რა ვთქვა,მაგრამ გამაოგნებელია,როცა დიქტორი ამბობს:"კითხვას გისვავთ","ეხა საჯარიმოს დაარტყავს". ასეთი კიდევ რამდენი...
2019, 9 მარტი, 22:40
დიდი მადლობა, საინტერესო იყო... ჩემდა საბედნიეროდ, უმეტესობა ვიცოდი, მაგრამ სიახლეც იყო და განვიმტკიცე კიდეც
2018, 19 მაისი, 5:32
და რატომ უნდა ვენდოთ სიტყვათა ამ მაკორექტირებელ სტატიას ვითომ? ენათმეცნიერების წრეების სათავეებში ხან ერთი მაფიაა, ხან მეორე, ხან მესამე და ა.შ., და თითოელი თავისას უბერავს ხოლმე... ის მახსენდება ამ მომენტში, აგენტი აჰენტით რომ შეცვალეს, კიდევ დიაღ დიახით, შეურაცხჰყოფა შეურაცხყოფით, ბუხჰალტერი ბუღალტრით და კიდევ სიტყვა კნოპიც დააბინავეს ქართულ სიტყვად (ქეგლ, 1983წ.-ის გამოცემა) ღილაკის დიდ ძმაკაც კოლეგად... :)))
2018, 12 აპრილი, 10:58
მგონი ნახევარი არა, უფრო მეტი, მაგას ვუსწორებ ყველას მეც!
2016, 20 აგვისტო, 7:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 25 ივნისი, 15:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

თქვენ რა უფლება გაქვთ მე მიბრძანოთ, თუ რა დავწერო?თქვენი საქმე არ არის!
2016, 15 აპრილი, 6:22
ნახევარი საქართველო ამბობს კონდენციონერს კონდიციონერის ნაცვლად
2015, 27 ოქტომბერი, 16:52
აბა თუ მეტყვით: ვივარჯიშოთ თუ ვივარჯიშოდ? )))))))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10