სხვა სუპერსასმელი-სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად 2017, 9 მარტი, 18:44
გოგრის თესლს სასარგებლო ელემენტების საცავი შეგვიძლია ვუწოდოთ. იგი შესანიშნავად არეგულირებს სისხლში შაქრის დონესაც, სასარგებლოა ჰიპერტონიის დროს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტყვიას და კადმიუმს. ეფექტური შარდმდენი საშუალებაა, გამოიყენებენ თირკმელების სამკურნალოდაც.
სისხლში მომატებული შაქრის დამწევი სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
გოგრის უმი და გასუფთავებული თესლი-1ჩ.ჭ
წყალი 1/2 ჩ.კ დარიჩინი 1/4 ჩ.კ მუსკატის კაკალი 3-4ცალი ფინიკი მომზადება: გოგრის თესლი ჩავალბოთ წყალში 8 საათით, შემდეგ გადავწუროთ წყალი და თესლი ბლენდერში გადავიტანოთ. დავასხათ 4 ჭიქა წყალი და ავთქვიფოთ. მიღებული “რძე" გავწუროთ დოლბანდში და ჩავასხათ ისევ ბლენდერში. დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები, ავთქვიფოთ ისევ. ჩაასხით მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ყავის ჭიქით, დილაობით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე, ოთახის ტემპერატურაზე გამთბარი. 468 შეფასება არ არის
|