x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508618
10 ნიშანი იმისა, რომ იდეალური ქმარი გყავთ!
imageიდეალური ადამიანი არ არსებობს, თუმცა როდესაც ვინმე გვიყვარდება, სწორედ ამ ადამიანს აღვიქვამთ მამაკაცის იდეალად . დროთა განმავლობაში გვიჩნდება კითხვა, ნამდვილად ეს ადამიანი უნდა აგვერჩია თუ არა ცხოვრების მეგზურად. ჩამოთვლილი თვისებები აუცილებლად უნდა ახასიათებდეს კარგ ქმარს. მაშ ასე:


1. არ ეშინია სირთულეების და თავად აგვარებს პრობლემებს- ნამდვილი მამაკაცი ისაა, ვინც არამხოლოდ საუბრობს, არამედ საქმითაც ამტკიცებს თავის ღირსეულობას. რთულ მომენტებში, ის ყოველთვის მზად არის გვერდში დაგიდგეთ და აგარიდოთ პრობლემები.




image



2. შეუძლია თავად მოამზადოს კერძები- ქალებს მიაჩნიათ, რომ იდალურ მამაკაცს შეუძალია თავადაც მოამზადოს საჭმელი. ხანდახან ის თავად გთხოვთ, რომ მოგეხმაროთ კერძის მომზადებაში. image



3. ყოველთვის მხარს გიჭერთ, თუნდაც მაშინ, როცა რაიმე შეცდომას უშვებთ - ჩვენ ყველა ვუშვებთ შედომებს. ამის გარეშე ცხოვრება არ არსებობს და როდესაც ეს ხდება, თქვენი მეორე ნახევარი აუცილებლად უნდა გიჭერდეთ მხარს. თუნდაც დამნაშავე იყოთ, ის მაინც უნდა გამხნევებდეთ.




image



4. ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე- ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ზუსტად უნდა ახსოვდეს რომელი კაბა გეცვათ პირველ პაემანზე, ან რა ფერის ფეხსაცმელი, მაგრამ ზუსტად იცის, რამდენ კოვზ შაქარს იყრით ჩაიში. იცის რომელი მუსიკა მოგწონთ ან რომელი საჭმელი.



image



5. ის მარტო ჭკვიანი კიარა, ბრძენიცაა -მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ შენ გვერდით ის ადამიანია, რომელიც კარგად ერკვევა ყოველდღიურ წვრილმანებში და მუდმივად გაძლევს სასარგებლო რჩევებს. მაგალითად მაშინ, როცა დედას ეჩხუბები. თუ ასეთი ქმარი გყავთ, ნამდვილად გაგიმართლათ.



image


6. ზუსტად იცის როგორ აგიმაღლოთ განწყობა - როდესაც თავს ცუდად გრძნობთ, ის ხუმრობს, ან ისეთ რამეს აკეთებს, რაც გაგამხიარულებთ და თავს უკეთ გაგრძნობინებთ.



image



7. შეუძლია შეთანხმება და კომპროპისის მიღწევა- მტირალ ქალთან, პოლიციელთან, უკულტურო მეზობელთან და ა.შ. შესწევს იმის უნარი, რომ ჩხუბის გარეშე მოაგვაროს საქმე.image
8. სახლიდან გასვლისთანავე, არ ავიწყდება თქვენი პრობლემები
-მამაკაცებისთვის რთულია რამდენიმე პრობლემაზე ერთად კონცენტრირება, მაგრამ შეყვარებული ადამიანი არ ჩადებს თქვენს პრობლემებს ძველ ზარდახშაში და არ დააწერს "ამაზე ხვალ ვიფიქრებ".




image

9. თქვენი აზრი მისთვის მნიშვნელოვანია- მეუღლეები ერთმანეთისთვის არა მხოლოდ სანდო, არამედ კარგი მრჩევლებიც უნდა იყვნენ. მთავარია გადაწყვეტილებას ერთად იღებდეთ და არა ცალ-ცალკე.



image


10. გეხმარებათ სახლის საქმეებში - თუ თქვენი მეუღლე გაფასებთ, ის დამლაგებლად არ გაქცევთ. გააზრებული ექნება, რომ სახლის საქმე ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, რაც ნამდვილად დამღლელია. საჭიროების შემთხვევაში კი, აუცილებლად დაგეხმარებათ. ასე უფრო სწრაფად მოასწრებთ საქმეს და საყვარელი ფილმის საყურებლად, დროც კი დაგრჩებათ.


image რა თქმა უნდა ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარად წარმოუდგენია, თავისი მეორე ნახევარი. ყველა გარკვეული ნიშნებით ირჩევს თავის ცხოვრების მეგზურს. მთავარია, იპოვოთ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის პირველ ადგილზე დაგაყენებთ და რომელიც, პრიორიტეტი იქნება თქვენთვის - სწორედ ეს არის იდალური ქორწინების გასაღები.

0
264
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0