x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რეალური ისტორია გოჭების ქურდზე, რომელიც ფაქტზე დაიჭირა ხალხმა და მისივე ტომარაში ჩასმული ქალაქის ცენტრში ტომრიდან ამოიყვანეს გოჭის ხმაზე "მოჭყვიტინე"

image შევარდნაძის პრეზიდენტობის "შავბნელ" პერიოდში ისე გახშირდა შინაური ცხოველების და ფრინველების მოპარვა, ხალხი შეწუხებული დადიოდა იმაზე ფიქრით რით გამოესწორებინა სიტუაცია, მილიციაში საჩივრები კი შეჰქონდათ, მაგრამ უშედეგოდ.
მილიცია ხშირად თავად იყო ავაზაკების მფარველი, დაზარალებულ ადამიანებს კი ეუბნებოდნენ: დაგვისახელეთ ვისზე გაქვთ ეჭვი, რომ დავაკავოთო!
ეჭვით ადამიანის დაკავებაზე აბა რომელი ნორმალური გლეხი მოაწერდა ხელს და ასე დაპარპაშებდნენ საქონლის ქურდებიც, თუმცა ერთ გოჭების ქურდს ნამდვილად არ გაუმართლა, გოჭების მოსაპარად ერთ ღამეს უსინათლობის გამო ჩაბნელებულ სოფელს ეწვია და წინასწარ მოთვალიერებულ უბანში ავიდა.
საღორის ეზოში შესულს კი კარი შეეშალა და გოჭების "სექციის" ნაცვლად უზარმაზარ კერატ ღორთან შეძვრა ტომრით ხელში, ღორმაც არ დაახანა და ეშვებით და კბილებით ისე დაგლიჯა ქურდი შემცხადებელი ქალივით "ააკივლა", ქურდის ყვირილზე ლამის მთელი უბანი შეიკრიბა და გოჭების მოსაპარად საღორეში შესული კაცი კერატ ღორს ძლივს გამოგლიჯეს შეშინებული და დასისხლიანებული.
ფანრების შუქზე ყველამ ამოიცნო საქონლის ქურდობისათვის რამდენიმეჯერ ნასამართლევი სერგო, რომელსაც ჩვეულებისათვის არ ეღალატა და თითქმის 10 კილომეტრი გამოევლო ცხენის ორთვალათი, როგორც აღმოჩნდა ორთვალაზე ორ ტომარაში 3 სხვაგან მოპარული გოჭიც აღმოჩნდა, სერგოს ჯერ კერატისაგან დაგლეჯილი ადგილები მოაბანინეს, სპირტი და იოდიც წაუსვეს და როცა მოპარულ გოჭებზე ჰკითხეს თუ საიდან მოიპარა, სერგომ ხმა არ ამოიღო მანამ, სანამ რამდენიმეჯერ არ წაუთაქეს.
როგორც აღმოჩნდა გოჭები მეზობელ უბანში მოეპარა, უფროსების დავალებით ორი ბიჭი მეზობელ უბანში გაემართა რათა მოპარული გოჭების მფლობელებისათვის ეთქვათ მათი გოჭების მოპარვაზე და მათ ადგილსამყოფელზე.
ბიჭებთან ერთად რამდენიმე მამაკაციც მოვიდა, რათა ენახათ თუ ვინ იყო გოჭების ქურდი.
საერთო მსჯელობის მერე ხალხი მივიდა დასკვნამდე, მილიციაში ქურდის ჩაბარებას აზრი არა აქვს რადგან მალევე გამოუშვებენ, როგორც კი მისი ჭირისუფალი გარკვეულ თანხას მიუტანს მათო და გადაწყვიტეს გათენებისას სერგო და მისი ცხენშებმული ორთვალა წაიყვანეს ქალაქში, ქალაქში შესვლისას სერგო ჩასვეს მისსავე გოჭებისათვის განკუთვნილ ტომარაში, მოუკრეს თავი და ქალაქის ცენტრში გადმოიყვანეს ტომრით, როგორც კი ტომარას თავი მოხსნეს სერგო გოჭივით "აჭყვიტინდა" (ეს რომ არ ექნა იცოდა მაგრად მიბეგვავდნენ ის ბიჭები, ვინც ქალაქში ჩამოიყვანა).
თითქმის მთელმა ქალაქმა იცნო საქონლის ქურდი სერგო, ამ ამბის მერე სერგომ სახლი გაყიდა და ერთ პატარა დაბაში გადაბარგდა, თუმცა იქაც მალევე "გაითქვა" სახელი და ადგილობრივი მილიცია იძულებული გახდა დაეკავებინათ.
სერგო რამდენიმე წელი იყო ჯერ ციხეში, მერე კი ხონის ერთერთ კოლონიაში, განთავისუფლების მერე კი მოულოდნელად ინფარქტით გარდაიცვალა.

0
108
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0