x
როგორ იწყებოდა ჯადოქრებზე ნადირობა

1484 წლის 5 დეკემბერს, რომის პაპმა ინოკენტ VIII-მ, გამოსცა ბრძანება, ე. წ. ბულა, ჯადოქრების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ინკვიზიციას მიენიჭა განსაკუთრებული უპირატესობები.


image
ინოკენტ VIII უცოდველი ცხოვრებით არ ცხოვრობდა, არ მალავდა თავის უკანონო შვილებს და ალბათ ცდილობდა ზეციური შეწყალება სხვა გზით მოეპოვებინა - ჯადოქრობასთან ბრძოლით. ინკვიზიტორები იაკობ შპრენგერი და ჰენრიხ ინსტიტორისი, მომავალი ავტორები კატალოგისა "ჯადოქრების ურო", რომელშიც აღწერილი იყო ჯადოქრების გამოვლენისა და მათთან ბრძოლის მეთოდები, გერმანულ ქალაქებში, ეშმაკის მოციქულებთან ბრძოლისას, წააწყდნენ პრობლემებს ადგილობრივ მმართველობასთან. განაწყენებულმა ინკვიზიტორებმა პაპს მიმართეს წერილით. რომელმაც, თავის მხრივ არ დააყოვნა და გამოსცა ბულა, რომელიც ინკვიზიტორებს ანიჭებდა თითქმის უსაზღვრო უფლებებს ჯადოქრობასთან ბრძოლის მეთოდების გამოყენებისას და ადგილობრივ მმართველობას ავალდებულებდა დახმარებას. ბულა summis desiderantes affectibus (სულის მთელი ძალით), ნიშნავდა ინკვიზაციის საქმიანობის ახალ ეტაპს. მთელ ევროპაში გავრცელებული ტერორი რამოდენიმე ასეული წელი გრძელდებოდა. XVII საუკუნეში ქალაქ ვესენბურგის საბჭო სერიოზულად შიშობდა, რომ ინკვიზიციის წყალობით, ქალაქში არც ერთი ქალი აღარ დარჩებოდა. საინტერესოა, რომ 1484 წლის ბრძანება, დღემდე არ არის ფორმალურად გაუქმებული კათოლიკური ეკლესიის მიერ.

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0