x
არაბული ბრძნული გამონათქვამები
image



1. ადამიანებს ყველაფრის გატეხვა სურთ, რაც კი მშვენიერია.


2. არ გააღო კარი, რომლის დახურვაც არ შეგიძლია.


3. თუ გეშინია არ თქვა, თუ თქვი - აღარ გეშინოდეს.



4. საუკეთესო მბრძანებელი, საკუთარი თავის მბრძანებელია.


5. თუ შენს სულში დარჩა თუნდაც ერთი აყვავებული ტოტი, მასზე აუცილებლად დაჯდება მგალობელი ჩიტი.


6. ვინც უნაკლო მეგობარს ეძებს, ის მუდამ მარტო იქნება.


7. თუ გრდემლად იქეცი - მოითმინე, თუ უროდ იქეცი - დაარტყი.


8. ჭკვიანი მიხვდება თუ მიანიშნებ, სულელი - თუ უბიძგებ.


9. შეცდომების უარყოფა უფრო დიდი შეცდომაა.


10. კაცები, რომლებიც არ პატიობენ ქალებს მცირე ნაკლოვანებებს, ვერასოდეს დატკბებიან მათი დიადი ღირსებებით.


11. ცუდი მოვლენები რომლებიც შეგემთხვა დაწერე ქვიშაზე, ხოლო კარგი მოვლენები - მარმარილოზე.


12. არ გაჰყვე უმრავლესობას, გაჰყევი სწორ გზას.


13. თუ ლაპარაკობ, შენი სიტყვები დუმილზე უკეთესი უნდა იყოს.



0
167
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0