x
რისი ღირსია სამყარო?

image
რისი ღირსია სამყარო, რომელშიც ადგილი აღარ აქვს თანაგრძნობას, სიყვარულს, ურთიერთგაგებასა და დაფასებას, სადაც ფარისევლობა და ტყუილი მოსაწონია და გულახდილობა დასაძრახი? სამყარო რომელშიც თავმოყვარეობისა და ეგოს გამო, ადამიანებმა ყველაფერ კარგს მიაფურთხეს და ხორცის უგრძნობ ტომრებად გადაიქცნენ? რისი ღირსია სამყარო, რომელშიც ადამიანებმა საკუთარი თავები დაკარგეს, მორალური პრინციპები გააუფერულეს, აზროვნება ჩაკლეს და ტელევიზორთან ზომბივით მჯდომარე, მობილურის არანაკლებ ზომბირებულ მწკაპუნებელ არსებებად იქცნენ? რისი ღირსია სამყარო, რომელშიც თავისუფლების გამოხატულებად სექსუალური სითამამე ითვლება და არა ინტელექტუალური სიძლიერე, სადაც ადამიანს აღარ გააჩნია იდეალისადმი ჭეშმარიტი სწრაფვა და იგი ჩაანაცვლა მატერიალურმა კეთილდღეობისკენ და მუცლის ამოყორისკენ სწრაფვამ? რისი ღირსია სამყარო, რომელშიც მოფუთფუთე ადამიანები გვამის მჭამელ მატლებს დაემსგავსნენ, სადაც გულგრილობა უკვე სტატისტიკად იქცა, ხოლო ღალატი – გარდაუვალ საქციელად? სამყარო, რომელშიც აღარ დარჩა არაფერი წმინდა და უბიწო, რაც ხელშეუხებელია? არაფრის. ეს სამყარო არაფრის ღირსია. იგი ჩვენ ვაქციეთ ასეთად და დათესილს ვიმკით. ჩვენი დამსახურებაა ამდენს რომ მივაღწიეთ და ამავე დროს, ასე დავეცით. ვირუსივით მოვედეთ დედამიწას და რაც გვჭირდებოდა ყველაფერი ვშთანთქეთ, ხოლო სანაცვლოდ კი არაფერი გავეცით. სულები და შეგნება დავკარგეთ. ამორალურობის მორევში ჩაყვინთვისას, წყალში ჩავიხრჩვეთ და მოსიარულე მკვდრებს დავემსგავსეთ. საკუთარი თავის საზიზღარ პაროდიად ვიქეცით – სამყაროს ცოცხალ კიბოს წარმოვადგენთ. და ამას ვერაფერი უშველის.

0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0