x
6 წარმოუდგენელი მებრძოლი რომელიც რეალურად არსებობდა
image



image
1.მიამოტო მუსაში(1584-1645) იყო ძლიერი სამურაი და სავარაუდოდ ყველაზე დიადი ხმლის ოსტატი. მან თავისი პირველი დუელი მოიგო 12 წლის ასაკში ხის კეტით, კარგად გაწვრთნილი სამურაის წინააღმდეგ. მან ცხოვრების უმეტესობა გაატარა სოფელში, სადაც მონაწილეობას იღებდა სამკვდრო-სასიცოცხლო დუელებში. თავისი სიცოცხლის განმავლობაში მან მოიგო 60-ზე მეტი დუელი, რამოდენიმე დუელში ერთზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ასევე მონაწილეობა მიიღო სამ სამხედრო კამპანიაში. ყოველივე ამის მიუხედავად ნაკაწრზე ღრმა ჭრილობა არასოდეს მიუღია.


image

2.ფლამა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელის მქონე გლადიატორი რომის ისტორიაში. იგი იყო სირიელი მეომარი მანამდე, სანამ რომაელები ტყვედ ჩაიგდებდნენ და არენაზე გაიყვანდნენ საბრძოლველად. გლადიუსით და ფარით(სეკატორი), მან 13 წელი გაატარა არენაზე და ებრძოდა თავისი ეპოქის გამოცდილ გლადიატორებს. ფლამა დააჯილდოეს რუდისით(ხმალი რომელსაც აზლევენ განთავისუფლებულ გლადიატორს) თუმცა, მან არჩია ბრძოლა გაეგრძელებინა არენაზე. იგი მონაწილეობდა 34 ბრძოლაში და მოკვდა 30 წლის ასაკში.


image

3.უილიამ მარშალი(1146-1219) ცნობილი როგორც პემბროკის იარლი, ისტორიას შემორჩა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო რაინდი რომელსაც ოდესმე უცხოვრია. მან სახელი გაითქვა უამრავ ტურნირზე გამარჯვებით. ტურნირებს გარდა, მონაწილეობას იღებდა ჯვაროსნულ ლაშქრობაში, რომლის შემდეგაც დაჯილდოებული იქნა მიწებით ლონდონში, მეფის მიერ. სიკვდილამდე იარლი ირწმუნებოდა, რომ მის სახელზე 500 მოგებული დუელი იყო.

image

4.იუ ფეი(1103-1142) იყო ჩინეთის სამხედრო გენერალი რომელიც დაწინაურდა უბრალო ჯარისკაციდან იმპერიის ჯარების მთავარსარდლამდე. იგი იყო ზებუნებრივი ძალის პატრონი. პატარაობიდანვე ისროდა მძიმე მშვილდიდან და იყო ამბიდექსტერი. თავისი 20-წლიანი სამხედრო კარიერის განმავლობაში, იგი თავად მონაწილეობდა 126 ბრძოლაში და არ წაუგია არც ერთი შეტაკება. ასევე მან დააფუძნა ბოქსისა და საბრძოლო ხელოვნების ათამდე სახეობა. 1142 წლის 21 იანვარს, მას უღალატა საკუთარმა მთავრობამ. იგი გამოაცხადეს მოღალატედ და მიაწერეს ყალბი დანაშაულებები, რის შემდეგაც მოწამლეს.

image

5.გალვარინო(მოკვდა 30 ნოემბერს, 1557) იყო ცნობილი მეომარი მაპუჩის ტომიდან, რომელიც იბრძოდა ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ არუაკოს ომში(ჩილე). როდესაც სეპანელებმა გალვარინო დაატყვევეს, მას მოაჭრეს ორივე ხელი და გაგზავნეს თავის ტომში, რათა შიში დაენერგათ ხალხის გულებში. თუმცა ამის მაგივრად, გალვარინო დანიშნეს ჯარის მეთაურად. ხოლო ეფექტურად რომ ებრძოლა, დანები თოკებით დაუმაგრეს ხელებზე. გალვარინო მტერს შეხვდა მილარაპუეს ბრძოლაში, სადაც ის და მისი გულადი მეომრები დამარცხდნენ. ის ნამდვილად მოკვდა ბრძოლაში, თუმცა ამბობდნენ რომ ძაღლებს მიუგდეს საჭმელად.

image

6.მელანკომასი იყო ანტიკური ხანის მოკრივე წარმოშობით ადგილიდან რომელიც დღეს ცნობილია როგორც თურქეთი. ის ცნობილი იყო მოწინააღმდეგის დარტყმების თავიდან აცილებით. ამ მეთოდით იგი არც დარტყმებს იღებდა და არც თვითონ ურტყამდა. იგი იმდენად ღლიდა მეტოქეებს, რომ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ გარდა დამარცხებასთან შეგუებისა. მელანკომასმა თავის პირველ ოლიმპიურ ჩემპიონობას მიაღწია ქრისტეშობიდან 45 წელს, 206 ოლიმპიურ თამაშებზე. შემდგომ მას არაერთხელ გაუმარჯვია სხვადასხვა შეჯიბრებებში. ოლიმპიურ ჩემპიონსს დაუმარცხებელი ისტორიის განმავლობაში ერთხელაც კი არ დაურტყამს მოწინააღმდეგისთვის.

1
3910
4-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
3910
  
2017, 16 იანვარი, 13:21
კარგია +
0 1 1